იტალიელი სპორტული ჟურნალისტების ინფორმაციით, ტურინული კლუბის მესვეურებმა მირკო ვუჩინიჩი ამოიღეს სამიზნეში
იტალიელი სპორტული ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურებმა მირკო ვუჩინიჩი ამოიღეს სამიზნეში და მის გადასაბირებლად უახლოეს პერიოდში მუშაობას დაიწყებენ.

სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს იწყება და ვერ დავიჩემებთ, ტრანსფერი დღე დღეზე შედგებაო, მაგრამ ტურინელთა განზრახვა რომ სერიოზულია, კლუბის სპორტული დირექტორის სიტყვებიდან კარგად ჩანს. მოვუსმინოთ ჯუზეპე მაროტას:

"გუნდს გაძლიერება ყველა რგოლში სჭირდება, განსაკუთრებით კი შეტევით ფაზაში. ალესანდრო მატრიმ გაამართლა ჩვენი მოლოდინი და ის აუცილებლად დარჩება "იუვენტუსში", მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. გამომდინარე აქედან, სრულიად ბუნებრივია, რომ მირკო ვუჩინიჩით ვართ დაინტერესებულნი და მის გადაბირებაზე მუშაობას ნამდვილად ვაპირებთ. ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა პოზიცია ექნებათ მირკოს მიმართ "რომას" მესვეურებს.

თუ "ჯალოროსის" ახალი მწვრთნელის გეგმებში ჩერნოგორიელი ჩაჯდება, მაშინ მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვუჩინიჩის გადაბირების მეტი შანსი გვექნება. სატრანსფერო ფასი? - ამის შესახებ ლაპარაკი დღეს უტოპიაა, რადგან რომაელებთან ჯერ მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა