საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელსაც ერთჯერად "8 ერის" ტურნირში საასპარეზოდ არ უხმეს, შესაძლოა, სტუმრად შოტლანდიას შეხვდეს.

heoffsideline.com-ის ცნობით, შოტლანდია 24 ოქტომბერს ედინბურგის "ბიტი მარიფილდზე" "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებს.

31 ოქტომბერს შოტლანდიამ უელსთან "6 ერის" გადადებული მატჩი უნდა ჩაატაროს და ჩვენს გუნდთან შეხვედრა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

ჯერ უცნობია, მისცემენ თუ არა გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, სკოტებმა 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრები ორჯერ დაამარცხეს - 44:10 და 36:9.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის გასამართად მსოფლიო რაგბისა და "6 ერისგან" თანხმობის მიღებაა აუცილებელი და იმედია, ამჯერად მაინც არ დაგვტოვებენ თამაშგარეში.

გლახუნა
სანამ ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი არ განვითარდება, განმტკიცდება, დიდი ფული არ ჩაიდება და სერიოზული კონკურენტული გარემო არ დადგება (არა მარტო რაგბში) ... მანამ სამწუხაროდ რეალური განვითარება, გამყარება -ეროვნული ნაკრების რ ე ა ლ უ რ ი წინსვლა -ა რ დადგება ( 10-ლშიც ვერ შევალთ, როდემდე საფრანგეთი გვიმზადებდეს ნაკრებს?!) და- და რ ო გ ო რ (?!)- ს ა ჭ ი რ ო ა ეკონომიკის აღორძინება, ეკონომიკის აღორძინებისათვის შიდა წარმოების, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის ა ღ ო რ ძ ი ნ ე ბ ა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია- ძირითადი- ს ტ ა ტ ე გ ი უ ლ ი ეკო-ური პროექტების განხორციელება ეკო-ურად მძლავრ- პოლიტიკურტად პ ა რ ტ ნ ი ო რ დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით (მ ტ კ ი ც ე დ იცავენ იურიდიულად, სამართლებრივად, საერთაშორისო სამართლის დაცვით - საქართველოს ტერ-ულ მთლიანობას...)... რისთვისაც ს ა ჭ ი რ ო ა - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცება და რ ო გ ო რ (?!) - ს ა ჭ ი რ ო ა - დემოკრატიულ სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემა (ა რ ა - რუსულ აზიური ავტორიტარულ-ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური, მით მხოლოდ უპერსპექტრივი) -კანონის ეზენაესობის დამკვიდრებით-ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი გარემო -წესრიგის შექმნა - განმტკიცებით , რაც არის გ ა რ ა ნ ტ ი - საფუძველი სწორად საშუალო, მცირე ბიზნესის შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი განვითარების, მით შიდა წარმოების, მით ...+ სახელმწიფოს უშიშროება- უსაფრთხოების განვითარება - განმტკიცება ( 90 000-ი კბილებმდე შეიარაღებული პროფესიული ჯარით, თავისი თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებით, საღვაო ძალებით) ... და მისთვის -გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა, ანუ ჩ ვ ე ნ გვჭირდება სწორად დასავლეთის გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ი ს გაზიარება, ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა ...მისთვის ა დ ე კ ვ ა ტ უ რ ი ხელისუფლების მოყვანა...ეს მართლა და კიდევ ა რ გვესმის 30 წელია ?! ხოდა ვტრიალებთ ერთ უპერსპექტივო წრეზე და ვართ ...მაგრამ რ ო დ ე მ დ ე ?!
გიგა
სანამ საკლუბო დონეზე წარმატება არ გვექნება და 2-3 ძლიერი კლუბი არ გვეყოლება,სანაკრებო დონეზე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი არასერიოზულია.
პაატა
ვეთანხმები, რომ ერთა თასი ჩვენთვის არაფრის მომცემი ტურნირი გახდა! ჩვენი რეგრესის ხარჯზე თუნდაც მცირედით უნდა აიწიოს რუსების, პორტუგალიის, ესპანეთის ან გერმანელების დონემ, მხოლოდ ეს აზრიღა დარჩა! მელიტონამ ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ბოლო შეცდომებით ისე დაგვაზარალა, რომ მაგის აღმოფხვრა ურთულესი იქნება. სვანიძემ ხომ საერთოდ ლამის დედა აგინა მსოფლიო რაგბის მამებს და რა მივიღეთ? უარესი დამოკიდებულება. შოტლანდია ჩვენთან თამაშზე ყოველთვის უარზე იყო, მაგრამ აგერ უკვე მესამე ტესტს გვთავაზობენ. მაგის ერთადერთი მიზეზია ჩვენი 20 წლამდელების ორი გამარჯვება უმცროს შოტლანდიელებზე, ეს ხალხი მაგ ლოგიკით აზროვნებენ. ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ახალგაზრდული ნაკრები უნდა შევინარჩუნოთ და მათ განვითარებაში ჩაიდოს ფული, მომავალი 4 წელი იქნება გადამწყვეტი, ან გადარჩება ქართული რაგბი ანდაც რუმინეთის ბედს გავიზიარებთ. ამიტომაც ფედერაციის სჭირდება თანამედროვე რაგბის კარგი მცოდნე და კრეატიული პიროვნება, ისეთი რომელიც ახლებურ ურთიერთობებს დაამყარებს ინგლისის და საფრანგეთის რაგბის ბიუროკრატიასთან! ასეთი არც სვანიძეა და არც აბუ. ბატონებო უფრო სიღრმისეულად გაიაზრეთ ის პასუხისმგებლობა რაც თქვენ დაგეკისრებათ, ჩვენი რაგბის მესაფლავეები არ გახდეთ!!!
ბათუმი
გეთანხმებით უნდა გავაპროტესტოდ მაქსიმალურად, თუნდაც ძვირად დაგვიჯდეს!!! წარმოიდგინეთ ფეხბურთში რომ არ გვქონდეს იგივეს უფლება ან სხვა სპორტში.. ექვსი ერის “მამები” დასაჭერები არიან. წნეხის ქვეშ უნდა ვამყოფოთ
ბათუმი
გეთანხმებით უნდა გავაპროტესტოდ მაქსიმალურად, თუნდაც ძვირად დაგვიჯდეს!!! წარმოიდგინეთ ფეხბურთში რომ არ გვქონდეს იგივეს უფლება ან სხვა სპორტში.. ექვსი ერის “მამები” დასაჭერები არიან. წნეხის ქვეშ უნდა ვამყოფოთ
უარი ევროპის ერთა თასზე გამოსვლა
ვიმეორებ, მიუხედავად იმისა რომ ეს თასი, სახედაკარგული და ევროპაში სუსტების შორის, მაგრამ მაინ თასია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დაფინანსებას ვიღებთ მასში მონაწილეობის გამო და ასევე ვინაღდებთ ხოლმე მსოფლიოზე გამოსვლი შანსს, იმის გამო, რომ: - 10 წელზე მეტია ვდომინირებთ ამ ტურნირზე მაგრამ არაფერში გამოგვადგა, - ჩემპიონები გვქვია ბოლის გამოსაშვებად მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვიცით რომ მეშვიდე გუნდი ვართ - ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს, - გვიყენებენ, რათა სახვა დაბალმა ნაკრებებმა გამოცდილება მიიღონ ჩვენთან ჭიდილით - არსად არ გადაგვიყვანენ და აგვაღზევებენ რადგან ჩვენი და რუმინეთის არ ყოფნით, მთლად ჩავარდება ეა ტურნირი და მავანს არ აწობს დაკარგოს - გამოცდილება და დაძაბულობა არის 0. - ემოციაც არის დაახლოებით ნული - ვერ ვაფასებთ სათანადოდ და არი ვიცით ჩვენი ნაკრების დონე. - იხარჯება ტყულიად ენერგია - გადია წლები და თაობები - მოტივაცია კლებულობს ყოველ წელს - იხარჯება ფული მაინც.. - ყველა ნაკრები მაინც თავის თავზე ფიქრობს და არა მსოფლიო რაგბის განვითარებაზე და კიდევ სხვა მიზეზების გამო ვთქვათ უარი მასში მონაწილეობაზე და დაველოდოთ რეაქციებს. ტუნდაც ერთი წელი ან თუნდაც საკითხის ასე დაყენებით. მანამდე ვესაუბროთ რუმინეთს და ეგენიც დავითანხმოთ. ვიღაცამ "დავითმა" აღნიშნა და თუ ფრანჩაიზს ვერ ვიპოვით ჩავატაროთ მათთან წელიწადში რამდენიმე თამაში. ასევე შეგვიძლია ლიგის კლუბების თამაშების დაგეგმვა. რუმინეთთან 4 თამაში უფრო მეტი გამოცდილება იქნება ვიდრე ბელგიასთან 50 თამაშის გამართვა.
გულშემატკივარი
ადმინ კომენტარს რატო მიბლოკავ? რა დავწერე ისეთი?? თუ ყველა კმაყოფილი ხართ რაც ხდება რაგბში?? ერთმა ჟურნალისტმა ვერ გაბედეთ არ თავში არ მიგივიდათ გეკითხათ როდის ატარებს არჩევნებს თუ რა ხდება მარად და მუდამ სვანიძე?? აგვაშEნა კაცმა
გულშემატკივარი
ერთი რა მაინტერესებს ამხანაგმა სვანიძემ უკვე გაიფორმა პრეზიდენტობა?? კაცი-შვილი ხმას არ იღებს ეს რა ახალი წესია რამე? ან სად არის მეორე კანდიდატი ერთი არ გაუპროტესტებია თუ მოაგვარეს ერთმანეთში?? დააქცია ამ კაცმა ეს კავშირი ეგერ უკვე დიდი 10 ვკარგავთ ხოდა ვის რა პრეტენზია უნდა გვქონდეს რატო არ გვამატებენ 6 ერს! ეჰ...
1
31 ოქტომბერს ხომ არჩევნებია? ხმა მივცეთ ჩვენს დიად, ნათელ და აყვავების მომავალს თუ რაგბს ვუყუროთ, ასეთ მნიშვნელოვან ეროვნული მიშვნელობის მატჩს? არჩევნები რომ გადავიტანოთ? არა?
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
U18. მეოთხე მატჩიც მოიგეს - საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს