ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ რუსულ Matchtv-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპული კლუბების შემოთავაზებისა, მის შვილს მუშაობის ლეონიდ სლუცკისთან გაგრძელება სურს.

"ხვიჩა თავად ამბობს, რომ ძალიან მოუმატა. თუმცა ისეც არ ხდება, რომ ერთ თვეში ფეხბურთელი მკვეთრად შეიცვალოს და ფეხბურთის უკეთ თამაში დაიწყოს. მადლობა სლუცკის უნდა გადავუხადოთ. ის კარგი მწვრთნელია და ხვიჩას მეტი თავისუფლება მისცა, უფრო მეტად გარისკვის ნება დართო.

ჩემს შვილს მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ცოტა ხნის წინ თვითონ მითხრა: "მამა, სხვა გუნდში გადასვლა არ მინდა, სლუცკის ხელში კიდევ უფრო მოვუმატებ". ვუპასუხე, რომ რაც მას სურს, ის უნდა გააკეთოს.

ჯერ სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, რაზეც ვსაუბრობდით კიდეც. რუსულ ფეხბურთში გამოცდილება უნდა შეიძინოს, ფიზიკურად ძლიერი გახდეს, სხვანაირად აზრი არ აქვს.

მთელი ოჯახი დავსხედით მამუკასთან (ჯუღელი) ერთად, ვისაუბრეთ, განვიხილეთ საკითხები. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ სადმე წასვლა ნაადრევია. დიახ, ევროპული კლუბებიდან ინტერესი არის, თუმცა აჩქარება არ გვჭირდება.

ახლა ყაზანში კარგი მწვრთნელი მუშაობს, კარგი გუნდი შეკრეს და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში გარკვეული მიზნებიც ექნებათ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

ჯერი
კარგი მონაცემები აქვს აშკარად, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი უნდა დახვეწოს. ზოგჯერ წარმოუდგენელ უაზრობებსაც აკეთებს, მარტივად კარგავს ბურთს. ევროპაში მისი ეხლა წასვლა ავტომატურად სკამზე მოხვედრას და განვითარების შეჩერებას ნიშნავს. ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩეს რუბინში (და არავითარ სპარტაკში და კიდევ სადღაც). რუბინზე მორგებულია და კარგადაც ვითარდება. გაისად კი ბატონო წავიდეს ევროპაში, თუ თავისი თავის იმედი აქვს. იმედია ჩაკვეტაძე-ყენია არ დაემართება ევროპაში.
ddgfdf
ერთ სეზონში მაგი უნდა მოახერხოს და ფისიკას მერე კიდევ მოუმატებს.
gff
მანდ ბევრი რამე მოსამატებელი, განსაკუთრებით სისწრაფე, ტემპის კონტროლი-კოორდინაცია და რა თქმა უნდა ფიზიკა.
იოანე
ხო, არ წახვიდე, რუსეთის პრემიერ ლიგამ იმდენი ვარსკვლავები გაუზარდა მსოფლიო ფეხბურთს მაგალითად .... ნუ ეხლა არ მახსენდება მარა მაინც, შენც კარგ გზაზე დააყენებენ, როგორც რუსებმა იციან ნებისმიერ სფეროში
gio
ეს იცით რას გავს მახსბენს საბას კვირკველიას ზუსტათ 2 წელსში სათადარიგო გახდეა თუ შრომა უყვარს სასწრაპოდ ინგლისში ან გერმანიაში უნდა წავიდწს ისე მოისვრიან აზრზეც ვერ მოვა დამიჯერეთ ასეთი პაქტი ბევრი გვინახავს ჩვენს თვალწინ საბა მოიშორეს ახლახანს
zurab
"მის შვილს მუშაობის ლეონიდ სლუცკისთან გაგრძელება სურს."
ALONZO
რუსთის ფეხბურთი, როგორც ზოგადად რუსეთი ჭაობივითაა: - ერთხელ თუ შეგიწოვა აღარ გიშვებს. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ნახავთ. თუ დროზე არ გადავიდა ევროპაში ვერ შედგება ფეხბურთელად. მიზეზი იქნება ტრამვები
იაგო
სწპრი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით. როცა იმ დონეს მიაღწევ რომ გუნდის აწყობას შენს გარშემო აპირებენ ეს დიდი მიღწევაა და ამ დროს არ უნდა გამოეთიშო გუნდს თუ გინდა ლიდერად ჩამოყალიბდე. როცა ლიდერის მენტალიტეტი გაუჯდება ფეხბურთელს მერე რაღაც პერიოდები ფორმიდანაც რომ ამოვარდეს მაინც შეინარჩუნებს სტაბილურობას და პროგრესს
ალეკო
ნამდვილათ კარგი მწვრთნელის ხელშია, მაგრად რომ დადგება ფეხზე მერე ევროპაშიც გაცილებით უკეთეს პირობებში იქნება
ზორბეგი
ჯუღელი
სოსო
მომავალ წელს,ხვიჩა გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული პიროვნება იქნება.რუბინსაც გაცილებით ძლიერი გუნდი ეყოლება და თუ ნაკრებმაც კარგად ითამაშა,ერთი წლის შემდეგ მისი ფასი,გაცილებით მაღალი უნდა იყოს.თუ რუსეთში მომავალი წელიც სტაბილურად და უტრავმოდ,წარმატებით ჩაატარა,მაშინ ის,ნებისმიერი ლიგისათვის მზად იქნება.
ბათუმის ფანი
წარმატებები!
ss
მამა, სხვა გუნდში გადასვლა არ მინდა, სლუცკის ხელში კიდევ უფრო მოვუმატებ - სწორად ფიქრობს და წარმატებები
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს