ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როლან გაროსი ციფრებში

როლან გაროსი ციფრებში

უწინ როლან გაროსის პირველი კვირის "ციფრული" მიმოხილვა გაგაცანით, დღეს კი ასევე ციფრების დახმარებით შეიტყობთ, რა მოხდა საინტერესო პარიზის კორტებზე მეორე კვირას
ერთ-ერთი წინა ნომერში შემოგთავაზეთ როლან გაროსის პირველი კვირის "ციფრული" მიმოხილვა, დღეს კი ასევე ციფრების დახმარებით შეიტყობთ, რა მოხდა საინტერესო პარიზის კორტებზე მეორე კვირას.

1 - ნა ლი გახდა პირველი ჩინელი ჩოგბურთელი, ვინც "დიდი სლემის" ტურნირში გაიმარჯვა.

3 - "დიდი სლემის" მესამე ტურნირი წააგო წყვილთა თანრიგში რუსმა ელენა ვესნინამ. მისი დუეტი ინდოელ სანია მირზასთან უფრო სუსტი აღმოჩნდა ჩეხურ წყვილზე ანდრეა ჰლავაჩკოვასა და ლუსი ჰრადეცკას შემადგენლობით - 4:6, 3:6. ვესნინას წინა ორი მარცხი 2009 წლის როლან გაროსზე (ვიქტორია აზარენკასთან ერთად) და 2010 წლის უიმბლდონზე (ვერა ზვონარევასთან ერთად) მოდის.

4 - ამდენი დასვენების დღე ჰქონდა ნოვაკ ჯოკოვიჩს როჯერ ფედერერთან ნახევარფინალის წინ. ასეთი ხანგრძლივი "არდადეგები" ფაბიო ფონინის ტრავმამ გამოიწვია და როგორც ჩანს, ოთხდღიანმა უთამაშებლობამ ჯოკოვიჩს ცუდი სამსახური გაუწია.

4 - მეოთხე ფრანგი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც "ღია ერაში" როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა, მარიონ ბარტოლი გახდა. მანამდე საფრანგეთის ღიას საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ ფრანსუაზ დიური (1972, 73), ბრიჯიტ საიმონი (1978) და მერი პირსი (1994, 2000, 2005).

4 - კარიერაში "დიდი სლემის" მეოთხე მეოთხედფინალი წააგო ვიქტორია აზარენკამ.

5 - პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მამაკაცთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა რეიტინგის პირველი ოთხი ნომერი. ბოლოს ასეთი სიტუაცია ასევე როლან გაროსზე შეიქმნა.

5 - "დიდი სლემის" ტურნირების ყველაზე ხანდაზმულ ჩემპიონთა შორის მეხუთე ადგილზეა ჩინელი ნა ლი. პარიზში ტრიუმფის მომენტში მისი ასაკი იყო 29 წელი, 3 თვე და 5 დღე. აქ ლიდერობა ბრიტანელ ჩოგბურთელ ენ ჯონსს ეკუთვნის, რომელმაც 1969 წელს უიმბლდონი 30 წლის, 8 თვისა და 28 დღის ასაკში მოიგო.

5 - კარიერაში მეხუთედ შეძლო ენდი მიურეიმ სეტებს შორის 0:2-დან მატჩის მოგება. ეს მოხდა მერვედფინალში ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ.

6 - როლან გაროსის ექვსი ტიტული აქვს აქტივში რაფაელ ნადალს. ესპანელი ამ მაჩვენებლით ბიორნ ბორგს დაეწია.

7 - ფინალის პირველ სეტში 2:5 ჩამორჩენის შემდეგ რაფაელ ნადალმა ზედიზედ შვიდი გეიმი აუღო როჯერ ფედერერს, თან სეტბოლი მოიგერია. ეს მომენტი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო მატჩში.

10 - ათი წუთით შეწყდა მამაკაცთა ფინალური მატჩი წვიმის გამო. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა წლევანდელ როლან გაროსზე, რომელიც ატმოსფერული ნალექის გამო შეწყდა.

10 - "დიდი სლემის" რიგით მეათე ტურნირი მოიგო რაფაელ ნადალმა. უფრო მეტი ტიტული აქვს ხუთ ჩოგბურთელს - ფედერერს (16), პიტ სამპრასს (14), როი ემერსონს (12), ბორგსა და როდ ლეივერს (11).

20 - მიურეისთან წაგებით ტროიცკიმ მე-20 მარცხი იწვნია ტოპხუთეულის წარმომადგენელთან. რეიტინგის ლიდერებთან სერბს მხოლოდ ერთი მოგება აქვს - 2007 წელს უმაგის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

23 - "დიდი სლემის" ტურნირზე ოცდამესამედ ითამაშა ფინალში როჯერ ფედერერმა. და მეექვსედ წააგო გადამწყვეტი მატჩი ნადალთან. კიდევ ერთხელ შვეიცარიელი ხუან მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა.

30 - ამდენი ორმაგი შეცდომა დააგროვა მარია შარაპოვამ ტურნირის მსვლელობისას. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია ქალ ჩოგბურთელებს შორის. აქედან შეცდომების მესამედი მან ნა ლისთან ნახევარფინალში დაუშვა.

33 - წელი ვერ იმარჯვებდნენ ამერიკელი ჩოგბურთელები იუნიორთა ტურნირზე. ბიორნ ფრატანჯელომ ფინალში დომინიკ ტიემის დამარცხებით შეწყვიტა ეს უიღბლო სერია.

38 - ჩინელი ნა ლი 38-ე ქალი ჩოგბურთელია, ვინც "დიდი სლემის" ტურნირზე გაიმარჯვა.

43 - ზედიზედ ამდენი მატჩი ჰქონდა მოგებული ნოვაკ ჯოკოვიჩს როჯერ ფედერერთან ნახევარფინალამდე. მისი სერია შარშან დეკემბერში დაიწყო და ეს არის ხანგრძლივობის მიხედვით ისტორიაში მესამე სერია - სერბს არგენტინელი გილერმო ვილასის აბსოლუტური რეკორდის გამეორებამდე სამი მოგება არ ეყო.

44 - ანდრეა პეტკოვიჩისა და მარია კირილენკოს სამსეტიან მერვედფინალში თითო პარტია 44 წუთი გრძელდებოდა.

45 - ამდენი მატჩი აქვს მოგებული როლან გაროსზე ნადალს. ამ დროის განმავლობაში პარიზში ის ერთადერთხელ დამარცხდა - 2009 წელს რობინ სიოდერლინგთან.

45 - როლან გაროსის დასრულების შემდეგ ამდენი ქულა აშორებთ ATP-ის რეიტინგში ნადალსა და ჯოკოვიჩს. რაფაელის პოზიციებზე ნოვაკი მორიგ იერიშს უიმბლდონზე მიიტანს.

46 - კარიერაში 46-ე ტიტული მოიგო ნადალმა. აქედან 32 გრუნტის საფარიან კორტებზე მოდის.

60 წელი და 79 დღე - ასეთი საერთო ასაკი ჰქონდათ ქალთა ფინალის მონაწილეებს - ფრანჩესკა სკიავონესა და ნა ლის. ეს იყო მეორე "ასაკოვანი" ფინალი საფრანგეთის ღიაზე 1986 წელს კრის ევერტისა და მარტინა ნავრატილოვას გადამწყვეტი მატჩის შემდეგ.

220 წუთი გრძელდებოდა ფინალური მატჩი ნადალსა და ფედერერს შორის. XXI საუკუნეში საფრანგეთის ღიაზე ასეთი ხანგრძლივი ფინალი არ გათამაშებულა. 2004 წელს გასტონ გაუდიომ და გილერმო კორიამ კორტზე ცხრა წუთით ნაკლები დაჰყვეს.

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!

კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია

კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს