თბილისის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ გუშინ გუნდთან პირველი ვარჯიშიც ჩაატარა
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია გუშინდელი დღიდან უკვე "ნაღდი" დინამოელია: 13 საათზე ფეხბურთელებს შეხვდა, 17 საათზე კი თავის ახალ გუნდთან პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

ალექს გარსიას ვარჯიშზე თანაშემწეებიც ეხმარებოდნენ: მარკ უგეტი (ფიზმომზადების მწვრთნელი), რამაზ მუმლაძე (მეორე მწვრთნელი) და გელა ჭანტურია (მეკარეების მწვრთნელი).

სამწვრთნელო თემას გავაგრძელებთ და ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია "დინამოს" დუბლშემადგენლობის ახალი თავკაცის საკითხიც: ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, გიორგი დევდარიანი დაინიშნება. ბოლო წლებში დევდარიანი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, უმაღლეს ლიგაში კი ერთობ სიმპათიური და საკუთარი ხელწერის მქონე გუნდ "თბილისში" მუშაობით წარმოჩინდა.

დევდარიანის გარდა "დინამოში" სხვა სიახლეებიცაა; ეგ კი არა, ლამის დღე არ გავა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებების შესახებ არ შევიტყოთ. "ლელოს" გუშინდელ ნომერშიც გაუწყეთ, რომ 26 წლის სანდრო იაშვილის გარდა, "დინამოში" კიდევ ორი ახალწვეულიც ჩაირიცხა: 30 წლის დავით ოდიკაძე (ბაქოს "ინტერიდან") და 23 წლის გიორგი რეხვიაშვილი (რუსთავის "ოლიმპიდან"). ოდიკაძეს საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდში უასპარეზია, მაგრამ ყველაზე უკეთ საკუთარი შესაძლებლობები თბილისის "დინამოში" წარმოაჩინა, სადაც 2009 წლამდე ასპარეზობდა.

თუმცა, ოდიკაძის გარდა, "დინამოში" კიდევ ერთი ცნობადი სახე დაბრუნდა: 35 წლის სოსო გრიშიკაშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც დინამოელთა წევრი იქნება. სხვადასხვა დროს გრიშიკაშვილს არაერთი ქართული ("კახეთი", "მეტალურგი", "კოლხეთი", "ლოკომოტივი", "თბილისი", "ბათუმი") თუ უცხოური ("ალანია", "ვენტსპილსი", "დაუგავა", "მიკა") კლუბების ღირსება დაუცავს, ბოლოს კი ცხინვალის "სპარტაკში" ასპარეზობდა.

ვეტერანი მეკარის გარდა "დინამოში" გუშინ კიდევ ერთი ახალწვეული გამოჩნდა: 27 წლის გოგა ბერაია; ეს უკანასკნელი ამპლუით ნახევარმცველია და ბოლო დროს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ასპარეზობდა, - კერძოდ, "გაბალას" კაპიტანიც გახლდათ. სხვათა შორის, "გაბალას" მთავარი მწვრთნელი ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტონი ადამსია...

სლოვენიაში გამგზავრებამდე (12 ივნისს), "დინამოს" ახალი თავკაცი ალექს გარსია თავის ახალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ ვარჯიშებს ჩაატარებს. აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ თბილისში ხვალ უნდა ჩამოვიდეს კიდევ ერთი ესპანელი სპეციალისტი - ანდრეს კარასკო "დინამოს" ბავშვთა აკადემიის ხელმძღვანელი იქნება.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე