საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ დღეს ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.

„გუშინ შედგა გამგეობის სხდომა, სადაც წესდების თანახმად, გოჩა სვანიძის განცხადება ცნობად მივიღეთ. გამგეობამ კენჭისყრით რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩია, ყრილობამდე, ანუ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება“.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატები – დიდი 10, პირველი და რეგიონალლიგა, ასევე, ჭაბუკთა ლიგები და ბავშვთა ფესტივალები, მაგრამ ფინანსების გარეშე ამ მდგომარეობიდან დაძვრა რთული იქნება. ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი, რომელთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია მიწოდებული გვაქვს, ხოლო ჩემპიონატები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განახლდება“ – თქვა გორგასლიძემ და განმარტა, რომ დიდი 10-ის შეწყვეტის ან განახლების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ:

„დიდ 10-თან დაკავშირებით მედიაში გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გვაქვს 2-3 ვარიანტი, რომელთაგან უკეთესს იმის მიხედვით ავარჩევთ, რა ოდენობის დაფინანსებაც გვექნება“.

გიორგი გორგასლიძესთან ერთად, რაგბის კავშირის მართვაში ჩართული იქნება საკონსულტაციო საბჭო, რომელის შემადგენლობა და რაოდენობა ჯერ არაა დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ რაგბის კავშირის გარდა, ამ ორგანოში აუცილებლად იქნებიან სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რაც ამ უწყებასთან კომუნიკაციას გააიოლებს.

გორგასლიძეს ჰკითხეს, შეიცვლება თუ არა არჩევნებისთვის გუნდების ხმების კვოტები, რაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო, რაზეც მან უპასუხა:

„ხმების კვოტებთან დაკავშირებით მე მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ და ის სავარაუდოდ ისეთივე იქნება, როგორიც იყო. ეს ყველაფერი წესდებითაა გაწერილი და ჩემი აზრით, არც ყველა პრეტენზიაა სამართლიანი. ჩემი მიზანია რაგბის კავშირი არჩევნებამდე აპოლიტიკურად მივიყვანო. ვგულისხმობ პრეზიდენტობის კანდიდატებს და არჩევნებს. ის ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა ჩატარდეს და ცივი გონებით მივიდეთ არჩევნებამდე“.

კითხვა დაისვა ნოემბერ-დეკემბერში გასამართ ეგრეთ წოდებულ რვა ერზეც.

„პანდემიის გამო მსოფლიო რაგბისაც გაუჭირდა და შემოსავლების მისაღებად ის ერთჯერადი, 8-გუნდიანი კომერციული ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირს საუბარი არავისთან ჰქონია“.

პრესკონფერენციაზე გორგასლიძემ ერთი სასიხარულო ამბავიც გააჟღერა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24-25 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება:

„ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რაგბის კავშირი ამა თუ იმ თამაშის ჩატარებას უცხოურ მედიაზე გვიან აანონსებს, მაგრამ ჩვენ თამაშებს ოფიციალურად ვერ გამოვაცხადებთ, სანამ ყველა დეტალი ბოლომდე არ იქნება შეთანხმებული. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24 ან 25 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით. ეს თანხებთანაა დაკავშირებული. გვაქვს პირობა მთავრობიდან, რომ დაგვეხმარებიან. მადლობა შოტლანდიელებს მიწვევისთვის. სიტყვიერი შეთანხმება უკვე გვაქვს. ფაქტობრივად, ერთი კომუნიკაცია დარჩა და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“.

„რაც შეეხება რუსეთთან თამაშს, რაგბი ევროპამ მისი ჩატარება 31 ოქტომბერს ჩანიშნა, თუმცა დადასტურებული არ არის. ამ დღეს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები იმართება და რუსეთთან თამაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენ მასპინძლები ვართ, ჯერ ამ თამაშზე დასტური არ მიგვიცია და თუ მოხდება თარიღის შეცვლა და თანაც ისე, რომ შეხვედრა მსოფლიო რაგბის სანაკრებო ფანჯარაში ჩაჯდება, რათა უძლიერესი შემადგენლობის შეკრება შევძლოთ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Ლუკა
ლოგიკა?!
დავითი
მოკლედ, როგორც სიმღერაშია "დეკემბერი, დეკემბერი, ვაი უკვე ვეღარ შველი...." - ახალი წლის მერე ხომ არ ჯობდა ან საერთოდ იმის იქით წელს?

რუსეთთან უძლიერესი შემადგენლობა, რა ვიცი... ეხლა გორგოძეს მეორედ ნუ დავაბრუნებთ. ისე რა დაშავება, თუ არჩევნების დღეს ჩატარდება? გარდა ამისა,არა მგონია სავსე სტადიონით ჩატარების უფლება მისცეს მთავრობამ
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი