დავით ხოჭოლავას "შახტარი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია

კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე, ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "შახტარმა" "ვოლფსბურგს" 3:0 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ჟოაო ვიქტორი წააქცია, სლოვაკმა მსაჯმა ივან კრუჟლიაკმა კი ვიდეოგამეორების ხანგრძლივად ყურების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ქართველზე უკანასკნელი იმედის ჯარიმა იყო და პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა. თუმცა ჟოაო გაფორმებულად წაქცევისას კართან მახვილი კუთხით იყო, მის მახლობლად დონეცკელთა მცველი მიკოლა მატვიენკო და გოლკიპერი ანდრეი პიატოვი იმყოფებოდნენ და ამდენად, არბიტრს, წესით, ქართველი ასე მკაცრად არ უნდა დაესაჯა. ისიც აღსანიშნავია, რომ დავითმა იმ მომენტში პოზიცია დაკარგა.

დონბასური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დიდხანს არ დარჩენილა, ვინაიდან 70-ე წუთზე "ვოლფსბურგის" ამერიკელი მცველი ჯონ ბრუკსი ჟუნიორ მორაესს ეუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

89-ე წუთზე მორაესმა დოდოს გადაცემული ბურთი მიიღო და კოენ კასტელსის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 90+1-ე წუთზე სოლომონმა დალაშქრა "მგლების" კარი, ხოლო 90+3-ე წუთზე მორაესმა დუბლი შეასრულა და "მეშახტეებმა" ორი შეხვედრის ჯამში საერთო ანგარიშით 5:1 იმარჯვეს.

zaali
პირველად დავიწყოთ იმით, რომ ბურთიანი ვინც პასი გააკეთა იყო თავისუფალი, ამ დროს მცველებმა ცოტათი უკან უნდა დაიხიონ, (თავისუფალ ბურთიან ფეხბურთელს მაღალი პასის გაკეთების საშუალება როდესაც აქვს) მეორე ის რომ მცველთა შორის მანძილი ისე უნდა იყოს დაცული, რომ მანდ ბურთი არ გაძვრეს... სისწრაფეზე და მოქნილობა უკვე ინდივიდუალურია და არცაა გასაკვირი რომ დაასწრო თავდამსხმელმა...
გივიკო
ბიჭო შეცდაო და რა ვიდეოს უყურებთ ერთი გამაგებინეთ?:))) ზურგს უკან გარბის კაცი და ვერ ხედავს ხოჭო,უყურებს ბურთის მოძრაობას,მეორე მცველი იყო რომელიც ხედავდა გაქცეულ თავდამსხმელს.
გიო
მაგრამ შეცდაა პოზიციურად და მაგის მიზეზი ზუსტად ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა რაც აქვს დაჩის შახტარში
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო