საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზს", რომელმაც ფინალში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიე" დაამარცხა - 15:10
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გათამაშება ელიტურ, პირველ დივიზიონში დასრულდა. ურთიერთობა გასარკვევი ახლა მხოლოდ ფედერალ 1 დივიზიონის გუნდებს აქვთ, სადაც ელიტური, მეორე დივიზიონის ორი საგზურისთვის პლეი ოფის ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იბრძვის.

მანამდე კი, ფრანგული რაგბის სამყარო ჯერ კიდევ ჩემპიონატის ფინალის პერიპეტიების შთაბეჭდილების ქვეშაა და ამ შეხვედრაზე სპორტულ მედიაში არაერთი წერილი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზს", რომელმაც ფინალში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიე" დაამარცხა - 15:10.

ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ფინალში გამორჩეული მოთამაშეებთან შეხვედრა გადაწყვიტა. "მონპელიეადან" რჩეულთა შორის მოხვდნენ კაპიტანი, საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელი ფულენსე უედრაოგო და მამუკა გორგოძე.

აი რას წერს საქართევლოს ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე გაზეთის ჟურნალისტი ემანუელ მასიკარი.

"გორგოძე მონპელიელთა გუნდის სიმბოლოა. თამაშის შემდეგ პარიზში მას ერთ-ერთ პაბში დავშორდით, სადაც ახლობლებთან ერთად დამარცხებას "ზეიმობდა". ცხადია, საზეიმო არაფერი იყო, აშკარად ეტყობოდა, რომ წაგებამ ძალიან გააწბილა, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ასე ხდება, რომ არ იტირო უნდა იცინო და იმღერო.

მეორე დილას დათქმულ ადგილას, დათქმულ დროს შევხვდი. მისალემებისას თავისი ღონიერი ხელი ხელზე მომიჭირა, და გულღია, ფართო ღიმილი მაჩუქა. ქართველი მესამეხაზელი ძალიან წყნარი, გაწონასწორებული ადამიანი აღმოჩნდა. ნახევარი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მიყვებოდა რა ამაყი იყო საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში რომ ითამაშა და რაოდენ დიდია მარცხით გამოწვეული მწუხარება.

მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ სათავეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებს. "მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს, ფასი მხოლოდ პირველს, საუკეთესოს აქვსო" - მითხრა მამუკამ. ერთმა უბრალო, თბილისელმა ბიჭმა თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება რაგბიში მოახერხა და ეს თამაში მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა".

გასულ უქმეებზე ქართველი ლეგიონერების სპორტულ ცხოვრებაში კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ფაქტი მოხდა. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა "ბარბაროსების" შემადგენლობაში მეორე მატჩში ითამაშა.

"ბარბაროსებმა" კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრები 31:28 დაამარცხეს. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა და "მსოფლიოს ნაკრებმა" გამარჯვება მეტოქეს ხელიდან მატჩის ბოლო წუთზე გამოჰგლიჯა. ქუბრიაშვილი პირველი მატჩისგან განსხვავებით, რომელიც ერთი კვირით ადრე ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან გაიმართა, ამჯერად სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო.

ბარბაროსები: 15. ისა ნაკევა, 14. პაულ სასკი, 13. სერუ რაბენი, 12. მატიო ბასტარო, 11. დაგ ჰაულიტი, 10. ბრუკ ჯეიმზი, 9. სებასტიან ტილუს-ბორდე. 1. ლესტინ ტომასი, 2. სებასტიან ბრუნო, 3. კარლ ჰეიმანი, 4. იოსეფა ტეკორი, 5. პაულ ტიტო, 6. ჯო ფან ნიკერკი, 7. მარტინ ვილიამსი, 8. სერჯო პარისე.

16. ლეონარდო ჯილარდინი, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. ერიკ ლანდი, 19. ჯორჯ სმითი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ვილი მესონი, 22. ბენუა ბები.

5ლ: ტეკორი, ნაკევა (2), პარისე, ბასტარო. 3გ: ჯეიმზი.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა