მონაწილეები - პორტლენდი, მემფისი, ნიუ ორლეანი, სან ანტონიო, ფინიქსი და საკრამენტო.

ყველასთვის გასაოცრად ფინიქსი ერთადერთი გუნდია ზემოაღნიშნულებიდან, რომელმაც განახლების შემდეგ ყველა თამაში მოიგო. ზოგს მეტი შანსი აქვს, ზოგს ნაკლები, ზოგი თავის თავზეა დამოკიდებული - ზოგიც სხვაზე.

მოდი სათითაოდ განვიხილოთ თითოეული გუნდის შანსები.

პორტლენდი და ფინიქსი - აღნიშნული გუნდებიდან ყველაზე კარგ ფორმაში ეს გუნდები შეხვდნენ. იქით დემიენ ლილარდი და ბიჭები, ხოლო აქეთ დევინ “be legendary” ბუქერი. ალბათ, სეზონის საწყის ტურებში ვინმეს რომ ეკითხა ამ ორ გუნდს შორის რომელი გავა ფლეი ოფშიო, ალბათ მარტივ პასუხს გავცემდით - პორტლენდს მინიმუმ 15 მოგებით მეტი ექნებაო, მაგრამ დღეს რა ხდება? როგორც იქნა დევინს ჰყავს გუნდი - ძალიან პერსპექტიული ეიტონი და კელი უბრე, გამოცდილი რიკი რუბიო და დანარჩენი კარგი როლ ფლეიერები.

პორტლენდმმა დაამარცხა პირველ რიგში მისი მთავარი მეტოქე მორანტი და მემფისი, დენვერი და ჰიუსტონი და დამარცხდა მხოლოდ ბოსტონთან, თანაც რა ბრძოლაში? აგებდნენ 24 ქულას ლიგის ერთ-ერთ მაგარ დამცველ გუნდთან და ამ დროს

ფეთქდება დემიენი, რომელიც ყვება ნურკიჩს, რომელიც თავისმხრივ მარტო ებრძოდა ბოსტონს და ბრედ სტივენს. წარმოგიდგენიათ 24 ქულას უგებდა ბოსტონი და მატჩის დასრულებდამე 3 წუთით ადრე “ტრეილბლეიზერსი” წინ გადის 3 ქულით, მაგრამ ვერ შეძლეს გამარჯვება და ეს გახლავთ ამ უკანასკნელის ერთადერთი მარცხი რესტარიდან.

რაც შეეხება ფინიქსს, ის ერთადერთი გუნდია, რომელიც არ დამარცხებულა რესტარტის შემდეგ. დევინისა და სანსის ანგარიშზე 4/4 გამარჯვებაა, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი კლიპერსთან ჰქონდათ, როდესაც ბუკერმა ბაზერ ბიტერით მოიგო მატჩი. წარმოიდგინეთ, მატჩის დასრულებდამდე 7 წამია დარჩენილი, დევინი ცხება სამწამიანს და პერსონალურად ამყვან პოლ ჯორჯს ემატება კავაი და ამ ორს უგდებს, მოდი, ახლა დავფიქრდეთ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ერთი-ერთზე და ლიგის საუკეთესო დამცველი ყოველ ასპექტში - კავაი ლეონარდი. მოცემულ მატჩის მოგებით დევინმა დაგვანახა, რომ არ აპირებენ დანებებას, პირიქით, მათი უნდა ეშინოდეთ ყველას.

მემფის გრიზლი - მორანტი იდეალურ კონდინციებში ვერ შეხვდა განახლებას, 5 თამაშიდან 4 მარცხი და ერთადერთი გამარჯვება ოკლაჰომა სითი “თანდერთან”, ისიც დღეს. 4 მარცხიდან 3 წააგეს უშუალო კონკურენტებთან - პორტლენდთან, სან ანტონიოსთან, პელიკანსთან, ხოლო მეოთხე” იუტა ჯაზთან”. ისინი არ აპირებენ დანებებას, მაგრამ მოდი განვიხილოთ მომდევნო 3 თამაში - ბოსტონი მილვუოკი და ტორონტო. როგორ ვთქვათ, რომ რომელიმე მატჩში ფავორიტები არიან? ვერავინ იტყვის, მითუმეტეს სამივე აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდია და არანაირი მოტივი არ აქვს მარცხისთვის, როგორც ჰიუსტონს, რომელმაც დაუთმო პორტლენდს, რათა გავიდეს ლეიკერსთან და გაუწიოს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ლოს-ანჯელესელ ყვითლებს, რადგან არავის აწყობს, მათ შორიც არც კლიპერს, მარტივი 4-0 გამარჯვება ლეიკერსის ნებისმიერ სერიაში. ამიტომ მემფისს ცხრილში არ გაუმართლა და ახლა უნდა დაამტკიცოს სწორედ ჯამ, რომ შეუძლია გაიყვანოს გუნდი პლეიოფში, მაგრამ საკმაოდ დიდია დანაისი - ჯარენ ჯექსონ ჯუნიორის გარეშე, გაჭირდება.

პელიკანსი, საკრამენტო და სან ანტონიო - მოდი განვიხილოთ სათითაოდ.

პელიკანსი - ზაიონის დაბრუნების შემდეგ ყველას ეგონა, რომ სწორედ ისინი შეძლებდნენ დაწინაურებას, მაგრამ მათ განახლება დაიწყეს 2-4-ით. მოუგეს მემფისს, მაგრამ წააგეს უშუალო კონკურენტ საკრამენტოსთან. ზაიონი დიდად არ იტვირთება, თამაშობს 22 წუთს და აგდებს 24-25 ქულას, ზოგადად ასეთი ტენდენცია არსებობს, როდესაც ზაიონი თამაშობს 25 წუთზე ნაკლებს გუნდი აგებს ყველა მატჩს ( 0-5 ). ვნახოთ, რამდენად შეძლებს ვილიამსონი გაუძღვეს გუნდს და დაამტკიცოს მისი სიდიადე კიდევ ერთხელ.

მისი შემდეგი მეტოქეები უშუალო კონკურენტები არიან და ვნახოთ რას შეძლებენ.

სან ანტონიო - გრეგი, გრეგი და გრეგი. გამოცდილება, სქემები, მოკლედ რომ ვთქვათ მიეცი გრეგს 10 ხე და ის მოიგებს მატჩს. საერთო ჯამში მე მაინც ვფიქრობ, ისინი ვერ მოახერხებენ გასვლას, რადგან სკამის სიღრმე არ ეყოფათ, მაგრამ პოპოვიჩისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.

განახლების შემდეგ 3 მოგება და 2 მარცხი. ვნახოთ რას იზამენ საბოლოოდ.

საკრამენტო - მეფეები ებრძვიან ყველას, არუთმობენ არაფერს, მაგრამ მაინც ვერ იმარჯვენენ. ფოქსი და ბოგდანოვიჩი ძალიან კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ვერ ეხმარებიან თანაგუნდელები და პირველ რიგში 3 ქულიანების გამარჯვებული - ბადი ჰილდი. ჩემი აზრით, ვერც ეს უკანასკნელი მოახერხებს გასვლას, რადგან გამოცდილება ამ შალიან მაგარ ბიჭებს არ ეყოფათ. განახლების შემდეგ 5 მატჩში მოპოვებული 1 გამარჯვება, მაგრამ უშუალო კონკურენტ პელიკანსთან. წარმატებები მეფეებს, თუმცა მგონია, რომ თუნდაც დაფ პორტლენდს და თუნდაც მემფისს ისინი ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას.

საბოლოოდ, რომ ვთქვათ ველოდები გუნდებისგან ომს. აქ ფავორიტი არ არსებობს, ყველა იბრძოლებს და კალათბურთის მოყვარულებს სიამოვნებას მოგვანიჭებენ. იქნება გამარჯვებული გამოცდილება, მწვრთნელი, თუ ახალგაზრდული სულისკვეთება ამას ვნახავთ.

შემდეგი გაჩერება საკალათბურთო დღესასწაული - მისი უდიდებულესობა პლეიოფი !!!

მომზადებულია გიორგი ღვინიაშვილის მიერ.

ღვინო
სასწაულად კარგი თუ სასწაულად ცუდი
შაკო
სასწაული ენითაა ნაწერი
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია