დღეს, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეჯიბრების ორი ფავორიტი დაუპირისპირდება ერთმანეთს - "ბაიერნი" და "ბარსელონა" გამარჯვებისთვის გამართავენ ბრძოლას. შეიძლება ითქვას, რომ წელს ფეხბურთში ამ შეხვედრაზე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი მატჩი არ გამართულა. სასწორზე არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დევს, არამედ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც, მიუხედავად იმისა, გადასცემს თუ არა ფიფა ამ ჯილდოს რომელიმე ფეხბურთელს.

რობერტ ლევანდოვსკი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და სამართლიანად ითვლება საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტად. რაც შეეხება "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის, ლეომ მისთვის "ცუდ სეზონში" ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 გოლით გამოიჩინა თავი. ალბათ, სანამ მესი ფეხბურთს ითამაშებს (რონალდოს მსგავსად), მუდმივად ჩაითვლება "ოქროს ბურთის" მოგების უმთავრეს კანდიდატად. ეს მატჩი კი დაგვანახებს, ამ ეტაპზე რომელი ფეხბურთელია უკეთეს ფორმაში.

პლუს, მატჩს წმინდა გერმანული ინტრიგაც ახლავს: ბოლო თვეების განმავლობაში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ტერ შტეგენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი ის უნდა იყოს. "ბაიერნის" ხელმძღვანელობას კი სხვა აზრი გააჩნდა და ნოიერის სკამზე დასმის შემთხვევაში, ნაკრებში ფეხბურთელების არგაშვებით იმუქრებოდა. შეხვედრას ერთ-ერთ ფონად ნოიერი-ტერ შტეგენის დუელიც გასდევს.

1/8-ფინალურ ეტაპზე "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში (1:1, 3:1) "ნაპოლის" სძლია, "ბაიერნმა" კი იმავე ეტაპზე ლონდონის "ჩელსი" გაასწორა მიწასთან (3:0, 4:1).

სავარაუდო შემადგენლობები

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, ვიდალი, მესი, სუარესი, რობერტო

გუნდს ვერ დაეხმარება: უმტიტი (მუხლის ტრავმა)

"ბაიერნი": ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი, ტიაგო, გორეცკა, კომანი, მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი

გუნდს ვერ დაეხმარება: პავარი (კოჭის ტრავმა)

Reporters' views

ექსპერტების მოსაზრება

გრემ ჰანთერი, "ბარსელონას" რეპორტიორი: "ნაპოლისთან" მოგებული შეხვედრა "ბლაუგრანასთვის" ამ ტურნირზე ზედიზედ 35-ე საშინაო მატჩი გამოდგა, რომელშიც არ დამარცხებულა. და ვისთან წააგო "ბარსამ" ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე, შინ? აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, "ბაიერნთან" 1/4-ფინალური დაპირისპირების განმეორებით თამაშში.

"ბარსელონა" ეთამაშება გუნდს, რომელიც იმავე სტილში თამაშობს, როგორც "იუვე", "პარიზი", "რომა" და "ლივერპული", გუნდები, რომლებთანაც კატალონიელებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს გასვლით შეხვედრებში. ეს გუნდები არ გამოიჩევიან განსაკუთრებული ტექნიკით, თუმცა ძალიან მტკიცე ხასიათი აქვთ, დინამიკურები და ათლეტურები არიან.

ესპანელებს დიდი გამოცდა ელით: ლიონელ მესის ბრწყინვალე შეტევას მხარი საიმედო დაცვამ უნდა აუბას".

ჯორდან მეისელი, "ბაიერნის" რეპორტიორი: "ბაიერნმა" წინა კვირაში "ჩელსის" განადგურებით აჩვენა, რატომ ითვლება ტურნირის ფავორიტად, თუმცა თასის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ არის.

ფორმის მხრივ, გერმანელებს უპირატესობა აქვთ და თან, მათ ჰყავთ რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა მათი მოწინააღმდგე საშინაო არენაზე ხელცარიელად დარჩენის გამო ზედმეტად შემართულია. და ჰო, მათ მესი ჰყავთ.

კიდევ ერთი მცირე დეტალი: ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული ყოველთვის იგებდა ტურნირს"...

რას ამბობენ მწვრთნელები

კიკე სეტიენი, "ბარსელონას" მთ. მწვრთნელი: "ბაიერნს" ძალიან ბევრი მხარე აქვს, რომელიც უამრავ თავსატეხს გვიქმნის: ჩვენი მეტოქე სრულყოფილი გუნდია - მათ შეუძლიათ ზეწოლა, შეტევაში უამრავი არჩევანი აქვთ, თავსაც კარგად იცავენ.

თუმცა ჩვენ გვაქვს უნარი, გავუმკლავდეთ მათ პრესინგს, დავიჭიროთ ბურთი და კარგად იციან, თუ პრესინგს გავუმკლავდებით, დიდი დარტყმის მიყენება შეგვიძლია.

არ მიმაჩნია, რომ ამ წყვილში რომელიმე გუნდი ფავორიტია. საქმე ძალიან მარტივადაა, ვინც საკუთარ შანსებს გამოიყენებს, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა".

ჰანს დიტერ ფლიკი, "ბაიერნის" მთ. მწვრთნელი: "მესისა და ლევანდოვსკის შედარება შეუძლებელია. რობერტი მსოფლიო დონის ცენტრფორვარდია. ის გოლების გარანტირებული სიმბოლოა.

ლიონელ მესი კი ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. არ ვიცი, იქნება კი მისი მსგავსი ფეხბურთელი მომავალში?!

დიახ, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ გავაჩეროთ მესი, თუმცა ამის გაჟღერებას არ ვაპირებ. მთავარი ის გახლავთ, რომ მის წინააღმდეგ მთელმა გუნდმა უნდა ითამაშოს. ჩვენ ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და მასზე ზეწოლის მოხდენას შევეცადოთ".

ბარსა
ეხლა ზედმეტებს მოეშვით!! ლევანდოვსკის და მესისი შედადება შეიძლება? მდაბიო და უცოდინარი თუ შეადარებს,ლევანდოვსკი არა ჩეფჩიკი კიდე(ვეფხვი და კატა) ბაიერნმა მოიგო,დამთავრდა!
ნიკა
რაღა დალოდება სჭირდება მესიკუნას ფეხის დაცურებას? კაი ხანია მაგრად სრიალებს. ბრმა უნდა იყოს კაცი რომ ამდენი წელია ვერ დაინახოს, რომ თუ გუნდმა რომელშიც მესიკუნა თამაშობს გუნდური თამაშით ვერ მოიპოვა უპირატესობა, მესიკუნა ვერაფერს აკეთებს, საერთოდ ვერაფერს. თუ გუნდური თამაშით არ მოხერხდა ზონების გახსნა, მესიკუნა დამოუკიდებლად ვერ ხსნის. ასე იყო რომასთან, ასე იყო ლივერპულთან, ასე არის არგენტინის ნაკრებში (უფრო სწორედ ნაკრებებში) უკვე 16 წელია. ეს ძალიან დიდი გამოსაცდელი პერიოდია. ასე იქნება ბაიერნთანაც. აგერ ნახავთ
2:8
მესი რატო არ იყო თუ იცი, ტრავმა ქონდა?
1234
გაარკვიეთ? :)
Megreli
გაირკვა რომ ბავარია ერთი თავით მაღლა დგას ბარსაზე, ეხლა იძახეთ მესი ჯობიაო. ეს ბარსა რას ტამასობს საერთოდ ვეღარ გავარკვიე, ბავარიის ვარჯიშს გავს
beqnuma
EG DIDIXANIA GARKVEULIA.RAC SHEEXEBA TAMASHS MARTLA SAINTERESO TAMASHI IQNEBA
Milani
Rac sheexeba tavad individualistebis shedarebas, noeiri kargi mekarea sul momconda misi tamashi, magram dges ter shtegeni jobia chemi azrit. Oblaki, kurtua, tershtegeni es aris chemi azrit msoflios sameuli amcams.exla mesi da levandovskio daicera, levandovski zalian magari igrokia, magram es cxovreba da kidev erti cxovreba dachirdeba rom mesi da ronimde mivides. P.s rac tavi maxsovs fexburts ukureb da pirvelad moxdeba rom gulit vubaleshikeb barsas, radgan araris mosaconi germanelebis gancxadebebi
ზურა
უხერხულია ლევანდოვსკის მესისთან შედარება, მაგრამ კომერცია კომერციაა ისევ ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე
gogia
ამ ორი ფეხბურთელის შედარებაზე ასეთი გამოთქმა გამახსენდა "სად ერეკლე და სად ჩემი **ეო,,,, ამ თამაშში ლევანდოვსკი კი არ აჯობებს მესის არამედ ბავარია გაიფენს ბარსელონას,ჯერ ერთი იმიტომ რომ ბავარია უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და უფრო მობილიზებული გუნდია და მეორეც ეხლა ბავარიის ჯერია...და ბოლოს ბარსელონას გულშემათკივრებმაც კარგად იციან რა საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს მათი გუნდი და რომ არ იმსახურებს მათი გუნდი შემდგომ ეტაპზე გასვლას.
mia san mia
ბაიერნის გულშემატკივარი ვარ წლებია, მაგრამ მიუხედავად იმისა რო მაგრა გამიხარდება და მინდა რო კარგად მოიგონ, მაგრამ არ მგონია რო ერთი თამაშით მსგავსი თემების გადაწყვეტა, რამდენი წაუგია ან ბარსას ან ბაიერნს არ ნიშნავს რო ნა მესიზე ან ლევანდოვსკიზე უკეთესი ფორვარდი ყავდათ.
ლუკა
რა სისულელეა,ერთმა მატჩმა უნდა გაარკვიოს ვინ უკეთესია?ჯერ მესი და შემდეგ რონალდო ბოლო 13 თუ 14 წლის შეუდარებელი ფეხბურთელები არიან,ლევანდოვსკი?და დე ბრუინი,მანე,იმობილე?თუ რუმენიგემ უნდა გადაწყვიტოს ვინ უკეთესია?
basa mesi
მე როგორც ბარსას და მესის ფანი, ყოველთვის ვერიდები საპასუხისმგებლო თამაშის წინ საერთოდ არაფერი ვთქვა, მოწინააღმდეგე გუნდის და მის ლიდერზე, რაიმე ისეთი გადაკრულიც კი. ეხლაც არ მსიამოვნებს ეს შეჯიბრი მესიზე და ლევანდოვსკიზე. ჩემთვის ნომერი პირველი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება ლეო მესი! მაგრამ ეხლა რაიმეზე პროგნოზი და უკეთესობაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს და ძალიან სახიფათო რამ არის. საერთოდ ვინც ყოველთვის "ტრაბახობს" ასე ვიზამთ და ისე ვიზამთ ყოველთვის ისჯებიან. სჯობს დაველოდოთ თამაშსს. ჩემს საყვარელ ბარსას და მის ლიდერს წარმატებას ვუსურვებ.
noირაკლი
როგორ ადარებთ ერთმანეთს მესის და ლევანდოვსკის კი კარგია ლევანდოვსკი მაგრამ მესის შეადარეთ მაშინ როცა 6 ბურთი და კიდე ბევრი რამ ექნება.ვერცერთი ლევანდოვსკი ვერ მოაგროვებს ამდენ აღიარებას
ასეა ეს
მესის გაჩერება არ ჭირდება ისედაც ჩაისვრის როგორც ყველა მნიშვნელოვან თამაშში.ეს ეიბარებთან და ესპანიოლებთან არის "უცხოპლანეტელი".
ბარონი
ყველასლზე უაზრი შედარება სად მესი სად ლწვანდივაკი
დავით 67
მეც ასე მგონია. წელს სიტი მოიგებს ლიგას! შარშან ლივერპული ვიწინასწარმეტყველე! )
არა მკითხე მოამბე
ხვიჩააა... დაანებე თავი ამ ინტრიგნულ სათაურებს...
ZURABI
ავტორ ალაბა ამოაგდა შემადგენლობიდან? ცოდოა ბავარია 10 კაცით 11 ბარსელონელის წინააღმდეგ:))))
baba
მაგარი სათაურია. თურმე დღეს გამოჩნდება მესი უფრო მაგარია თუ ლევანდოვსკი. ბატონო ავტორო თუ არ იცი შემიძლია მესის და ლევანდოვსკის კარიერის სტატისტიკა და ვიდეოები მოგაწოდო.დ.დ.
ika
სიტის ვერც ბარსელონა გაუძლებს და მითუმეტეს ვერც ბაიერნი. ძალიან გაძლიერებულია სიტი. თუარადა ვნახავთ.
სპირიდონი
ხვიჩა, ეს კითხვა შენ მოგივიდა თავში, თუ ვინმეს დაესესხე
looooool
ხო აი ზუსტად დღევანდელ თამაშს ველოდებით ეგ რო გავარკვიოთ :D :D :D

ოხოხო! "ამაშიები" როგორ ელოდებიან მესის ფეხის "დაცურებას"? ალბათ შამანებთან ერთად ლოცულობენ და წრეებს უვლიან დიდი დასარტყმელი, ჩვენებური დაირა, რომ არის ეგეთი ინსტრუმენტით. მომკალით და შამანების არ მჯერა!
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"
მესიმ ტრავმა მიიღო - ემუქრება თუ არა არგენტინელს მუნდიალის გამოტოვება?
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ნასრი: ლუის ენრიკე პსჟ-ს მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვებს
მტრობიდან თანაგუნდელობამდე - მესი და კაზემირო ერთად ითამაშებენ
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა