ქართული სარაგბო კლუბების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ორიოდ დღის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა უმძიმესი კრიზისის თაობაზე, პრესკონფერენცია გამართა.

მთავარი თემა იყო ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ქართული რაგბის სამყარო, კერძოდ კი, კლუბები ჩავარდნენ. ლაპარაკია რაგბის კავშირის სერიოზულ (დაახლოებით 5-6 მილიონ ლარზე) ფინანსურ დავალიანებაზე.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ წლების წინ "ქართუ ფონდმა" 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა რაგბიში, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

წლეულს კი კრიზისი გააღრმავა პანდემიამ, რის გამოც დღემდე ვერ ხერხდება ჩემპიონატის განახლება. ამის გამო გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, 14 აგვისტოს კი პოსტი დატოვა პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემაც.

"შექმნილ სიტუაციაში მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა", - ნათქვამია გორგასლიძის განცხადებაში. სწორედ მის გადადგომას მოჰყვა კლუბების წარმომადგენელთა პრესკონფერენციაც. მათ მოითხოვეს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც კრიზისული სიტუაციის განსახილველად და გამოსავლის მოსაძებნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

წყარო: lelo.ge

ძმური რჩევა რაგბისტებს. არ დამბლოკოთ!
რაღაც საეჭვო სიტუაციაა. ამხელა დახმარების შემდეგ, ფულიც უნდა გეკეთებინათ. ამ უმოკლეს პერიოდში, რაგბი, ასეთ უმძიმეს პირობებში, როგორ უნდა ჩავარდნილიყო? ეს კორონავირუსის ბრალი ვერ იქნება. არ თამაშობთ? დასხედით სახლებში. ჩვენც ბევრნი დავსხედით სახლებში და ეკონომიკური კრიზისიც, ასე თუ ისე, გადავიტანეთ. ალბათ დიდი ხელფასები შემოგაკლდათ. ჯანიანი, ბრგე, ვაჟკაცები ხართ. ჩემი ყველაზე კარგი რჩევაა: არსებობს სოფლები, გრძელტარიანი კომუნისტური თოხები და ყანებისკენ ჰერი-ჰერი, რომ არ მოხდეს, გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებული, მზგავსი ინციდენტები. დამეთანხმეთ, აქ არ არის საჭირო, პრემიერ მინისტრი. ეს რჩევა, ყველაზე კარგი გამოსავალია.
გურია
სასწრაფოდ აუდიტი... ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი... ეს პრო... ბი.. ეხლა ყველა გარბის, არა და მებრძვიანო ვიღაცა იძახდა. მაგას იმიტომ არ უნდოდა არჩევნების დათარიღება რომ ფული აქვს შეხრული და მანამდე უნდოდა დრო რომ დაელაგებინა სიტუაცია, გორგასლიძემაც როგორ გასქურა, პირდაპირ ვერ გაიქცეოდა საეჭვო იქნებოდა(ჯერ შენ გაიქეცი და ტექნიკურად მეც ჩავტყდებიო) და იტვირთა ბიჭმა ამხელა პასუხისმგებლობა რამდენიმე დღით/კვირით. მაგათმა დააქციეს რაგბი!!!
დავით
დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
დიმო
დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
გია
დააბრუნეთ ნიჟარაძე.
შოკირებული გულშემატკივარი
არჩევნები ვინც გააჭიანურა საერთოდ არ უნდა გააკარო რაგბს
მერიის მოტრფიალე)))
ოქ მიშას გავსცხე ყანყრატოში და აქ შენს ბიძინას მთელი გულით და სულით!!!
Shoti
Karochee ra rit ver gadzgaa tqveni mucelii saidan gagmavda krizisii koronam tu tqvenma jibeshi chadebulma milionebmaa !!
მერიის მოტრფიალე))) -ს
შენი სათაყვანებელი გიჟი მიშა დაეხმარება )))
მერიის მოტრფიალე)))
ხო, ეგ და კიდევ ბიძინა გადაარჩენს რაგბს, თან უთქვიათ, პა ხოდუ აბხაზეთსაც ვაბრუნებთო სექტემბერში!!!))))))))))))))))))))))))))))))))))))
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს