"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" სამარცხვინოდ წაგების (2:8) შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება მიღებულია, ზოგიერთს მიიღებენ და ყველაფერს მალე გამოაცხადებენ.

მან მწვრთნელის, კიკე სეტიენის გადაყენება დაადასტურა და შეიძლება სამუშაოდან სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუც დაითხოვოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" 17 ფეხბურთელს და მათ შორის, ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუისს სუარესს დაემშვიდობება და გუნდიდან ანსუ ფატისა და რიკი პუჩის გაშვებაც არ არის გამორიცხული, ხელშეუხებელნი კი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.

მესის მიერ გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.

"ბარსელონა" მოლაპარაკებას აწარმოებდა დროებით უმუშევარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან, მაგრამ მან ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

სამაგიეროდ, დადასტურდა ცნობა, რომ ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანი თანახმაა "ბარსელონა" ჩაიბაროს და "მარკას" ჟურნალისტმა მას სურათი კატალონიის დედაქალაქის აეროპორტში გადაუღო.

ის "ბარსას" ღირსებას 1989-95 წლებში იცავდა, მის რიგებში 191 მატჩში 67 გოლი გაიტანა, 1998-2000 წლებში ამავე გუნდში მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, ამჟამად კი ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში.

2019 წელს ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტის გაფორმებისას მან სპეციალურად შეატანინა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ "ბარსელონა" მიიწვევს, შეუძლია პოსტი ევროპირველობის შემდეგ დატოვოს.

თუმცა ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და ალბათ, დღეს "ბარსას" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყველა დეტალს განიხილავენ. მოკლედ, კუმანი თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა. დრო არ ითმენს, გუნდი ახალი სეზონისთვის სამზადისს 2 კვირაში უნდა შეუდგეს და იქამდე მწვრთნელის საკითხი მოსაგვარებელია.

გეგი
ბარსელონას ყველაზე დიდი პრობლემა ბართომეუა!
1234
გერმანიაზე რომ მაგას იტყვი, გამონათებები ჰქონდათო... მაგდენჯერ არცერთ გუნდს უთამაშია, არც მუნდიალის და არც ევრო პირველობის ფინალში, ბრაზილიის მერე, ყვე;ლაზე ტიტულოვანი ნაკრებია და შესაშური სტაბილურობა აქვს. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მუნდიალის და ევროს ფინალები დადეს 2002 ში და 2008 ში. ერთადერთი ევროპული გუნდია, სამხ. ამერიკიდან თასი რომ წამოიღო და თან რა თამაშით.
კოტეს ბარსას ქომაგი
კოტე მე და ჩემმნაირებმმა უკვე ჩამოვირეცხეთ და დავხურეთ ეგ თემა ისე, რომ შენ ამაზე ნუ წუხარ და დარდობ. მაგ შენი გერმანული მანქანის ჩაქრობის დროც მალე დადგება როცა დიზელი გამოელევათ. იყო დრო მიულერსაც და ლევანდოვსკისაც მაგარი ჩავარდნები ქონდათ, ერთი პერიოდი ესენი არავის ახსოვდათ. დიდი მიღწევების მერე დგება პერიოდი მწერვალიდან ჩამოსვლის.
არტ
ბეკენბაუერის თაობის გერმანული ფეხბურთი იყო მართლა ის, რომელზეც აღფრთოვანებით შეეძლო ლაპარაკი ყველას, ვისაც ფეხბურთი ესმის, მაგის მერე გერმანული ფეხბურთის "გამონათებები" არის ძირითადად მათი მოწინააღმდეგის ჩავარდნის ხარჯზე თორემ თავად დიდი არაფერია გინდ ფეხბურთელების გინდ ტაქტიკური სიახლის მხრივ. ნუ დისციპლინა და მუშაობა კი, ეგ ყოველთვიდ ქონდათ. გაუთავდებათ ჩავარდნა სხვებს( საკმაოდ მალე) ხოდა ყველაფერი დაბრუნნდება თავის ადგილზე.
1234
რა ვერ გამოიგლოვეთ ეს გუნდი? სპორტული პორტალია თუ ბარსას ფანკლუბის საიტი? სხვა გუნდები არ არსებობენ თუ სხვა არაფერი ხდება ფეხბურთში? გავიგეთ მესი და რამე, მარა ასაკი თავისას შვება და რა გინდა რომ ჰქნა?! ხომ არ შეიძლება ყველაფერს ამ კაცის პრიზმაში განიხილავდე? მოიგებს, ლოცვებს აღავლენთ მის სახელზე. წააგებს, მის გენიას მისტირიხართ. ზრდილობის გამო მაინც აღნიშნეთ ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში არიან :)
Kote
სულ რომ მესის კლონი შექმნან და 10 მესი დაიმატონ 8:2ს მაინც ვერ ჩამოირეცხავთ ისე როგორც ბრაზილია 7:1 ს :დ გერმანული ფეხბურთის წინაშე ყველა უძლურია გამონათება საფრანგეთი და ბრაზილია წარსულს ჩაბარდა იტალია ხომ საერთოდ დიდი ხნის წინ გავიდა მარილზე.
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
74 წლის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს