"არ მინდა, სხვა მეტოქეებმა იცოდნენ, რომ იტალიაზე გამარჯვების გასაღები - პირლოს დაჭერაა"
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ ამხანაგურ მატჩში იტალიის (2:0) დამარცხების შემდეგ მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა გამართლების და იტალიელთა პლეიმეიქერ ანდრეა პირლოს გაუვნებელყოფის შედეგად მოიგო.

"ყოველ მატჩში ფეხბურთელებისგან მოსაგებად თამაშს და ასპროცენტიან თავდადებას ვითხოვ. იტალია იტალიაა. ჩეზარე პრანდელის ასევე გაგრძელებას ვურჩევდი, რადგან ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობდა. უბრალოდ არ გაუმართლა.

პირველად მრავალი წლის მანძილზე ერთა თასი მოვიგეთ, ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში მაკედონია დავამარცხეთ და თუმცა იტალია საკმაოდ მწვავედ თამაშობდა, დღეს მომენტების გამოყენება და გამარჯვება შევძელით.

რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, რობი კინის ჩათვლით, მაგრამ იტალიასთან მატჩში კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გვსურდა, ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების ხასიათის გამოსაცდელად მნიშვნელოვანი მატჩი იყო.

იტალიელი ვარ და არ მსურს სხვა გუნდებმა იცოდნენ, რომ იტალიასთან გამარჯვების გასაღები პირლოს წინააღმდეგ წარმატებით თამაშია. ანდრეას ძლიერ მხარეებს კარგად ვიცნობ, ვიცი როგორ შეუძლია მას თამაშის წაყვანა, ამიტომ მას დიდი ყურადღება დავუთმეთ. იმედი მაქვს, იტალიის ნაკრების სხვა მეტოქეები ასე არ იმოქმედებენ.

თამაშისთვის იტალიის ნაკრების დამახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით ვემზადებოდით, ყურადღება მის ძლიერ მხარეებზე, მაგალითად ნახევარდაცვაზე გავამახვილეთ. ჩეზარე პრანდელის გუნდს შესანიშნავი სტილი აქვს. უბრალოდ, მეტი გამოცდილება, ეფექტურობა და სიმტკიცე სჭირდება", - განაცხადა ტრაპატონიმ.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა