რაფა მარკესი წითელი ხარია

მაშინ როცა პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტი "რეალი" კალიფორნიაშია, ჩემპიონი "ბარსელონა" სამხრეთ კორეაში დაბანაკდა. კატალონიური კლუბი აზიურ ტურნეზე ნორვეგიიდან გაემართა, სადაც "ვალერენგასთან" ამხანაგური მატჩი გამართა და 4:2 მოიგო. სულ ბოლოს გუნდს ლეო მესი და დანი ალვეში შეუერთდნენ, მაგრამ ბოიან კრკიჩი და ჟეფრენი დააკლდნენ, რადგან ისინი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. ამგვარად ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 9 წევრი და 17 სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი დარჩა. ერთი ფეხბურთელი უკვე აღარასოდეს შეუერთდება "ბარსელონას" მზადებას - რაფაელ მარკესი ოფიციალურად გამოეთხოვა გუნდს. შვიდწლიანი კატალონიური კარიერის შემდეგ მარკესი გუნდს დაემშვიდობა, თუმცა განაცხადა, რომ სიკვდილამდე "ბარსას" ფანი იქნება. რაფა მარკესმა "ბარსელონასთან" ერთად 12 ტიტული მოიპოვა. წუხელ რაფა მარკესმა ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი მლს-ის კლუბ "ნიუ იორკ რედ ბულზთან". 31 წლის მექსიკელი კვლავ ტიერი ანრის გუნდელი იქნება. ისევე როგორც ანრი, მარკესიც თავისუფალ აგენტად გადავიდა ნიუ იორკში.

"ბარსელონა" სეულში ჩაფრინდა, სადაც ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მომავალ მატჩს მიეძღვნა. 4 აგვისტოს "ბარსელონა" კეი ლიგის "ყველა ვარსკვლავის" გუნდს შეხვდება. სეულის აეროპორტში გუნდს ათასობით ფანი დახვდა. ყველას ყურადღების ცენტრში არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი იყო. კორეელ ჟურნალისტებს მესიმ განუცხადა, რომ "ბარსელონას" ყველა ტიტულის მოგება აქვს დასახული: "ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველაფერი, ვიცი, რომ ეს ძალზე რთულია, მაგრამ ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და შეგვიძლია ტიტულების მოგება. როცა გუნდში მსოფლიოს ჩემპიონები დაგვიბრუნდებიან, ისინი კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეუდგებიან ვარჯიშს. ყველას მიზანი ერთია - ყველა ტიტული "ბარსას".

ლელო

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა