ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"

დინამო - ტირანა 0:2

0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა": ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

სიმართლე.
კომემტატორებს სჯერათ, რომ დინამომ მაგრად ითამაშა. საიდან მოიყვანეს ეს ორი ახალგაზრდა, ჭურიდან ახალ ამოყვანილებს რომ ჰგვანან.
კომენტატორებს! ხალხს ნუ ვატყუებთ.
იცოდეთ კომენტარებო! როგორი დარტყმულიც არ უნდა იყვეს, თუ გოლი არ გავიდა არანაირი დარტყმული არ ვარგა. ალბათ ფეხბუთი არასოდეს გითამაშიათ.
გია
მაგარი ყომარი იყო
ბონდია
სამარცხვინოა დინამო თბილისის ასეთი თამაში მაგრამ რას ვიზამთ როცა გუნდში კახაბერ ჩხეტიანი და მის მიერ მოყვანილი რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელია რომელიც სათადარიგო სკამს უნდა იმსახურებდეს მაგრამ ისინი ძირითადში არიან. გიორგი კუცია სათადარიგო სკამზე იჯდეს ეს ჩხეტიანის შეცდომაა ასევე 2018წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დასმა ეროვნული ლიგისთვის მიუღებელია.ბრავო ჩხეტიანი ასე გააგრძელე და დაახლოებით ორ თამაშში სახლში გაგიშვებენ
ასეა ეს!-ს
დიახ მოვიდა ფიფია, ფეხბურთის გაგებაში არ არის, მაგრამ ბიზნესი ესმის. და იცით რატოა ასეთი მდგომარეობა, ამ უძაღლო ქვეყანაში კატებს რო აყეფებენ? ვისაც ფეხბურთი გაუგია და უთამაშია პოლიტიკოსები არიან, არ სცალიათ ბატონო არც პრეზიდენტს სამართავად ფედერაციისა(პარლამენტს მიაქვს დიდი დრო და ენერგია) სხვა ქალაქს გვიშენებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვიშენებს თუ აშენებს, მოკლედ ცარიელი მიწის ნასახი არ დარჩა რო კორპუსი არ დადგან თვეებში. და ფეხბურთი დარჩა ფიფიას, მიდი ფიფია გვარი კი გიწყობს ხელს, თითქმის ფიფა-ა, და ალბათ შედეგებსაც დადებ როდისმე ჩვენ რო გადავშენდებით.
Simartle
ჯერ მინდა იმ მოტრაბახე ჟურნალისტს ვუთხრა რომ არაპროფესიონალია თავისი სპეციალობის რომელსაც სათაურად ჰქონდა დაწერილი რომელიღაც ქართველი ფეხბურთელის გვარი რომ ეს ფეხბურთელი კარგად იცნობს ალბანეთს...ტრაბახით და არაპროფესიონალური მიდგომა თუნდაც გაზეთის სტატიიდან ასეთ შედეგს მიიღებს ჟურნალისტი !!! ახლა მწვრთნელი ჩხეტიანი ზრდილობის დავუფასებ ბოდიში მოიხადა მაგრამ დინამო თბილისის დონის მწვრთნელი ჯერ არ არის!!! ახლა რომან ფიფიას მინდა ვუთხრა ან არაპროფესიონალი ხარ ფეხბურთში ან ძალიან მიმდობი შენს არაპროფესიონალ დინამოს წევრებისადმისპორტული დირექტორი და რიგი ხალხი ვინც შედეგი უნდა დადონ გუნდი უნდა ააღორძინონ!!! ათასგზის მოგწერეთ რომან ფიფია დინამოს ფეისბუქ მესინჯერის გვერდზე რომ გუნდის აღორძინება არასწორი გზით მიდის მეთქი ერთი სამი წლის წინაც ვწერდით და დამბლოკეთ იქ მესინჯერში!!! აგერ ჩემი სიტყვები დავიცვათ წინ!!! ან პროფესიონალი ხალხი მიიწვიეს დინამო თბილისში ან გაყიდეთ ქართველზე ოღონდ არა მერაბ ჟორდანიაზე!!! არა ლერი სულაბერიძე!!! და მათ საძმაკაცო საახლობლოზე არა!!! არც მაშინდელი დინამო თბილისი არ იყო გუნდი ფულის საკეთებელი დაზგა იყო მხოლოდ!!! და ლევან კობიაშვილს მინდა ვუთხრა დიდი პატივისცემა გამაჩნია თქვენდამი მაგრამ გეუბნებით ბავშვთა ფეხბურთი ბავშვთა სამწვრთნელო სკოლა არის 0-ის ტოლფასი თანამედროვე სტანდარტებს ჩამოუვარდება ბევრად ძალიან!!! არც უნდა მოხდეს შედარება იმდენად დაბალი დონისაა საქართველოში!!!და განვითარება ძალიან უმეტესად მიმდინარეობს ან საერთოდ არ ხდება განვითარება და რომან ფიფიასავით ნუ დაიწყებ ახლა რა თანხები მოიზიდოს და ასე შემდეგ !!! მიხედეთ საქმეს ნამდვილი საქმის კეთებით!!! თორემ გავა წლები და კიდევ ასეთი შედეგები გექნებათ!!! რადგან ფეხბურთელები რა განვითარების დონეზეც არის გაზრდილი ჩამოყალიბებული იმ დონის ფეხბურთს თამაშობს და იმ დონის შედეგებს აჩვენებს და მოიმკის!!!სპორტულ ჟურნალისტიკაში კი 90%სრული არაპროფესიონალიზმი სპორტული კომენტატორების ჩათვლით!!! იმის ნაცვლად პრობლემებზე წეროთ ისაუბროთ მიუთითოთ ...ტრაბახობთ!!!შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
ბატონებო და ქალბატონებო 60 წელია დინამოს ვგულშემატკივრობ ბევრი რამე მინახია მაგრამ ასეთი უსუსური და უპერსპექტივო გუნდი მე პირადად არ მახსოვს.... ნამდვილი მწვრთნელები დევდარიანი..მაისურაძე გააგდეს...ვიეტნამელმა ნათელმხილველმა გაანალიზა დინამოს თამაშიო ???? ამ " დიდი ფეხბურთის ტრადიციების მქონე ქვეყნის ექსპერტმა" დინამოს გამარჯვება იწინასწარმეტყველა???!!! ...ბრმამ ბრმას ჭიტა დაუძახაო....ალბათ ბოლო წლებში (10 წელი მინიმუმ) დინამოს " თავრუდამხვევი " მიღწევები იგულისხმება რომან ფიფიას ხელში ...სან მარინოს სპორტული მიმოხილველები ქართულ თემას არ კადრულობენ იმის შემდეგ რაც "ქუდზე კაცის" დაძახებით შეკრებილმა სან მარინოს ახალგაზრდულმა გუნდმა ჩვენი ნაკრებს სულ კუდით ქვა ასროლინა..არადა ვინმე რომ დაშავებოდათ მწვრთნელს ან მასაჟისტს მოუწევდათ თამაში...... .ფიფია აკადემიას რომ გვამადლი..ალბათ დღევანდელი დინამოს უჯიგრო..ზლაზვნით მოძრავ უპერსპექტივო ფეხბურთელებს თუ გულისხმობ არ ვიცი...ნინუას ჯარიმის დარტყმა და ნელი ტემპში თამაშისას გრძელი პასის გაკეთება შეეძლო და ისიც სასწრაფოდ გაყიდეთ ზედ თამაშის წინ..არ იცოდით რომ ამ აკადემიის ფეხბურთელებით პლუს ბენიო...ბერნაბუკო და მათი მაგვარი ფეხბურთელები რომლებმაც ალბათ ცნობილი ლიგების საფეხბურთო ბაზის გვერძე აქვთ გავლილი ან უკეთეს შემთხვევაში ამ ლიგების მეოთხე ლიგაში სინჯებზე იყვნენ კიდევ ერთხელ შეარცხვენდით ვიეტნამიგან განსხვავებით დიდი ტრადიციების საფეხბურთო ქვეყანას!!!! უკვე მოდაში შემოვიდა ვაი მწთვრთნელებისაგან "ჩემ თავზე ვიღებ.. პასუხიმგებლობას და ბოდიშს ვიხდი" მართლა ძალიან ცუდად იმოქმედა პირადად ჩემზე ამ თამაშის ყერებამ...წაგებით ბარსელონამაც წააგო..მაგრამ..მათ მართლა იბრძოლეს.. ეს სპორტია!!!!..მჯობნის მჯობნიო ნათქვამია...ჩვენი გუნდის საცოდაობით კი .......არადა ვისთან.???!! ფიფია უეფა ფულს იძლევა მონაწილეობისათვის..სახელმწიფო ფულს გახარჯებთ... რით ვერ ამოიღეთ თქვენი დანახარჯი? შეიცოდეთ ისედაც გაჭირვებულიქართველი ხალხი.!!!!! სასწრაფოდ გადასხით დესანტი მთელი დინამოთი მთელი პერსონალით ვიეტნამში სადაც ჩვენი ფეხბურთის კიდევ წამთ..ჩვენ კი არ გვინდა შტერების როლში ყოფნა...რომ იძახით კარგ ფეხბურთელს ვერ დაიჭერ ძალითო..კონტრაქტს თუ არ ემორჩილება ფეხბურთელი რამდენადაც ცნობილია ვერსად ვეღარ ითამაშებს პროფესიულ დონეზე ..და ამ საწყალ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება ახალგაზრდა რომელიც დაემორჩილება აპრობირებულ პრაქტიკას მსოფლიოში და ორმხრივად სასარგებლო კონტრაქტს მოაწერს ხელს.. როცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელი გადავა უფრო ძლიერ კლუბში რაც მომგებიანი იქნება მისთვისაც და მეპატრონისათვისაც..ასეა ყველგან ..მაგრამ ჩვენთან ფიზიკურად სუსტ ჯერ არშემდგარ ფეხბურთელს სასწრაფოდ ყიდიან და მის ნაცვლად ჩამოყავთ ყველასგან დაწუნებული მოთამაშეები (ძალიან დიდი გამონაკლისის გარდა)...ჩვენ გულშემატკივარს კი რომელიც სამართლიანად სარგებლობდა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთის მცოდნის რეპუტაციით ძალით აყრიან ნაცარს თვალებში..და წლიდან წლამდე ერთიდაიმავე საკენკს გვიყრიან... სირცხვილია..
Simartle
თავიდან ბოლომდე ჩემს კომენტარს რატომ არ დებთ!?! არ მოგწონთ თქვენს კოლეგას რომ ვკიცხავ!?! თუ რა გინდათ თქვენ!?!

პროგრამის მიხედვით, ხალხის (ბიუჯეტის) თანხის ხარჯვის ძირითადი მიზანი ალბათ სპორტული შედეგების მიღწევაა !!! სად არის შედეგები?!

უჯიგრო, არაპროფესიონალი, მარაზმატიკი საბანძეთი !!! ყოველ წელს ერთიდაიგივე !!! როდემდე ?!
სოსო
ალექსანდრე,ძველი ცხრილით სარგებლობაზე ჩამოაგდე სიტყვა და ეტყობა ამ საიტის მიერ დადებული ცხრილებით სარგებლობენ.საქართველოს ჩემპიონატს,2-3 ტურით ჩამორჩება ხოლმე ცხრილი,ზოგჯერ მეტითაც.
კახა ქ.
ფიფია კარგი ბიზნესმენია მაგრამ,ფეხბურთის გაგებაში არაა.როგორ შეიძლება ჩხეტიანი დანიშნო მწვრთნელად(შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია,მაგრამ მე როგორც მწვრთნელზე ვიძახი).მეორე რამდენი ხანია კაცი გუნდშია და ერთი ნორმალური ლეგიონერი თუ გახსოვთ გუნდში,რომელმაც თავი დაგვამახსოვრა(ჩისკოს გარდა).კიდე შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა მაგრამ მე მთავარი ვთქვი--მწვრთნელი და ფეხბურთელები.თვითონ ხო აზზე არაა,პა ხოდუ ეგეთივე უცოდინარები ყავს გვერდზე,რომლებიც წველიან და ყველა კმყოფილია, გულშემატკივარის გარდა.მერამდენეჯერ ვიძახი--სადახართ დინამოს ლეგენდებო,რატო ხმას არ იღებთ,თქვენ ხალხი გაღმერთებდათ და რამხელა პატივს გცემდათ თქვენ კი თურმე სულ სხვა რამეს ცემთ პატივს და ძალიან გყვარებიათ ის სხვა რამ.დასანანია , რომ იმაში გაცვალეთ გუნდის სახელიც,ავტორიტეტიც,ტრადიციაც და ა.შ.გული როგორ არ გისკდებათ როცა ხედავთ თუ რა დღეშია თქვენი მშობლიური დინამო.რო გამოდიხართ და რო ყვებით ამბებს, რომ ასე გიყვარდათ დინამო,ისე გიყვარდათ დინამო,სად წავიდა ის სიყვარული,გადასანსლა იმან ჩვენ რო ვიცით.....საწყენია ერთთი კაციც რომ არ დაუდგა გვერდზე გუნდს,რომელმაც ყველაფერი მოგცათ
ქუთაისელი
თუ ფიფია არ მოვაშორეთ როგორმე ფეხფურთს ბოლომდე ჩაიძირება ქართული ფეხბურთი, ყველა გზა უნდა ვცადოთ მაგის მოსაშორებლად
ალეკსანდრე
ერთ-ორ დღეში პატ. ფიფია გამობრძანდება და გვცამცნობს ტრადიციად ქცეულ განცხადებას-რომ იწყება გუნდის ახლიდან მშენებლობა და ძლიერი ფეხბურთელების დამატება, აგვისტოში ხდება ხოლმე ეს ევროტურნირზე მორიგი ჩაფლავების შემდეგ.ნუთუ ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ერთი შეძლებული ადამიანი რომ შეისყიდოს დინამო და ძველი დიდება თუ არა საშუალო დონის გუნდათ აქციოს ევროსტანდარტებით, და ეს "ჭკლასის ვარსკვლავები" მოგვაშოროს!!!
alexandre
ვინმე 555-მა კომენტატორებს შეეხო. მართალია! სრული არაპროფესიონალიზმი! ყველაფერზე ბაასობენ თამაშის მიმდინარეობის გარდა. ეს სანდრო ცნობილაძე (გუშინ არ იყო, ვიცი), ხომ გლიჯავს. ის ისტორია შავკანიან ქართველზე მოძველდა, გასაგებია. ესპანეთის თამაშს უკეთებს კომენტარს. იმ მატჩის გარდა კიდევ 2 ტურია. მთელი პირველი ტაიმი ამტკიცებს, რომ თუ სევილია წააგებს, მაშინ ვილიარეალი დაეწევა, თუ ორივეს მოიგებსო. იმ წუთისთვის ვილიას ნათამაშები აქვს უკვე (წინა დღეს), 7 (შვიდი) ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილიც გარანტირებული აქვს უკვე სევილიას. თან ამ სანდრომ მეორეც აიყოლია და ერთი 10ჯერ მაინც ამაზე ლაპარაკობდნენ. ვერ მოვითმინე, შესვენებაზე თუ რამე ტელეფონი ვიცოდი სილკნეტის ყველგან დავრეკე. იმიტომ რომ პატივს ვცემ სილკნეტს, ძალიან გვანებივრებენ სპორტული გადაცემებით და ასეთი სულელური კომენტები არცხვენს მათ. ამიტომ! შენც არ მომიკვდე - იგივე გააგრძელეს. ალბათ 2 დღის წინანდელი ცხრილი ედოთ წინ. ასეთი კომენტატორები, ასეთი ფეხბურთელები! ეეეეჰ
alexandre
ნეტა ბოლო 15 წუთი არ ერბინათ ეგრეთწოდებულ დინამოელებს. ვიფიქრებდი ან მოწამლულები არიან, ან რაღაც ახალი ვირუსი ჭირთ თქო. შეძლებიათ სირბილი! საწაული ის იყო, რომ ამ ბოლო წუთებში არ წაქცეულან, ქოშინი არ დაწყებიათ, ოფლიც კი არ გამოსვლიათ. ესე იგი რა დასკვნა გავაკეთოთ? ფიზიკურად მომზადებული არიან, მაგრამ ეზარებათ? რა იყო საწყისი 30 წუთი?! ფეხის გადადგმა არ უნდოდათ! არავითარი სურვილი მატჩის მოგების არ იგრძნობოდა. რა ვიფიქრო არ ვიცი. ყველაფერზე მაქვს ჩემი აზრი (შეიძლება ხშირად არასწორი), მაგრამ ამ მატჩის მაყურებელმა ვერაფრით ვერ გავიგე რა ხდება. ყველა კომენტარი წავიკითხე, ყველასი მესმის, ვეთანხმები, მაგრამ დავიჯერო მართლა ასე საშინლადაა ჩვენი საქმე? 1962 წლიდან დინამოს ვგულშემატკივრობ, მშურს ლივერპულის გულშემატკივრაბის იმიტომ რომ სულ გუნდის გვერდში არიან, ასე ვიყავი მეც. მაგრამ დღეს? დღეს რა ვიფიქრო არ ვიცი. რა, 58 წელიწადს მივაფურთხო ვიღაც "ლოჩოშვილების და ბუღაურების" გამო. ღმერთმა დამიფაროს ბელარუსთან და მერე, თუ წავაგეთ, გამოდის რომ საერთოდ აღარ ყოფილა ჩვენთან ფეხბურთი, საერთოდ უნდა აიკრძალოს სახელმწიფოს დონეზე. და ვერავითარი ბათუმი, საბურთალო და ლოკომოტივი ამ საქმეეს ვერ უშველის.
ბაჩი
მაგარი სათაურია,ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშაო დინამო
Simartle
!!! ახლა მწვრთნელი ჩხეტიანი ზრდილობის დავუფასებ ბოდიში მოიხადა მაგრამ დინამო თბილისის დონის მწვრთნელი ჯერ არ არის!!! ახლა რომან ფიფიას მინდა ვუთხრა ან არაპროფესიონალი ხარ ფეხბურთში ან ძალიან მიმდობი შენს არაპროფესიონალ დინამოს წევრებისადმისპორტული დირექტორი და რიგი ხალხი ვინც შედეგი უნდა დადონ გუნდი უნდა ააღორძინონ!!! ათასგზის მოგწერეთ რომან ფიფია დინამოს ფეისბუქ მესინჯერის გვერდზე რომ გუნდის აღორძინება არასწორი გზით მიდის მეთქი ერთი სამი წლის წინაც ვწერდით და დამბლოკეთ იქ მესინჯერში!!! აგერ ჩემი სიტყვები დავიცვათ წინ!!! ან პროფესიონალი ხალხი მიიწვიეს დინამო თბილისში ან გაყიდეთ ქართველზე ოღონდ არა მერაბ ჟორდანიაზე!!! არა ლერი სულაბერიძე!!! და მათ საძმაკაცო საახლობლოზე არა!!! არც მაშინდელი დინამო თბილისი არ იყო გუნდი ფულის საკეთებელი დაზგა იყო მხოლოდ!!! და ლევან კობიაშვილს მინდა ვუთხრა დიდი პატივისცემა გამაჩნია თქვენდამი მაგრამ გეუბნებით ბავშვთა ფეხბურთი ბავშვთა სამწვრთნელო სკოლა არის 0-ის ტოლფასი თანამედროვე სტანდარტებს ჩამოუვარდება ბევრად ძალიან!!! არც უნდა მოხდეს შედარება იმდენად დაბალი დონისაა საქართველოში!!!და განვითარება ძალიან უმეტესად მიმდინარეობს ან საერთოდ არ ხდება განვითარება და რომან ფიფიასავით ნუ დაიწყებ ახლა რა თანხები მოიზიდოს და ასე შემდეგ !!! მიხედეთ საქმეს ნამდვილი საქმის კეთებით!!! თორემ გავა წლები და კიდევ ასეთი შედეგები გექნებათ!!! რადგან ფეხბურთელები რა განვითარების დონეზეც არის გაზრდილი ჩამოყალიბებული იმ დონის ფეხბურთს თამაშობს და იმ დონის შედეგებს აჩვენებს და მოიმკის!!!სპორტულ ჟურნალისტიკაში კი 90%სრული არაპროფესიონალიზმი სპორტული კომენტატორების ჩათვლით!!! იმის ნაცვლად პრობლემებზე წეროთ ისაუბროთ მიუთითოთ ...ტრაბახობთ!!!შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!
გოჩა
რა გახდა ერთი მაღალ კვალიფიციური მწვრთნელი?!დინამოში ნებისმიერი მიაღწევს იმ შედეგს საქართველოში რომელსაც ეს გუნდი ახლა აჩვენებს რადგან დინამო ყველაზე მოწესრიგებული გუნდია!ჩხეტიანს ტორპედოში დახვდა კოლექტივი შექმნილი და იმით დადო შედეგი,ხოლო როცა ის კოლექტივი წავიდა ახალი ვერ შექმნა,მოკლედ ახალი და წარმატებული გუნდი ევრო სარბიელზე რომ გვყავდეს,ნირმალირი მწვრთნელია საჭირო.

ნუ გეშინია, მანდაც საკმარისად გააფუჭეს სიტუაცია
ბაჩი
რეგბის დედაც...
Lasha
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. აბსოლუტური უკლასობა და არაპროფესიონალიზმი! უბანში მაზიანზე რომ თამაშობენ, იმის დონეს ვერ გაცდა ეს ქართული ფეხბურთი რა… რატომ ჭამს ეს ხალხი ჩემი და თქვენი გადასახადებიდან ფულს, საერთოდ არ მესმის. დინამოს სტადიონზე თამაშსაც კი არ იმსახურებენ ესენი. გაუშვით და სადმე სავარჯიშო ბაზაზე ათამაშეთ ხოლმე!
ოტელო
ეგ ფული რო რეგბში ჩაედოთ ეხლა 6 ერში ვიქნებოდით უნამუსო ფეხბურთი
დათრგუნული
თელავთან არატაქტიკას და ჩატარებულ საცოდაობას ალბანელებისთვის თამაშის დამალვა რომ დავარქვით, გორის დილასთან სამარცხვინო წაგება რომ გავატარეთ და პასუხი არ მოვითხოვეთ ისე მწვავედ, როგორც ახლა, მერანთან საცოდაობა კიდე გავატარეთ, ამან ფეხბურთში ჩაუხედავ ხალხს შეუქმნა დინამოს წარმატების ილუზია და შედეგიც სახეზეა. არ შეუძლია ამ კაცს მეტი, თორემ ამ ფეხბურთელებით, ვინც თამაშობს და კიდე ვისაც არ ათამაშებს, ცოტა გონიერი მწვრთნელი უკეთეს შედეგს დადებდა. თამაშის ნახევარი დრო მცველებმა ერთმანეთთან და მეკარესთან ბურთის გორაობაში გაატარეს და ჩხეტიანი იდგა კმაყოფილი, არანაირი შენიშვნა და შეძახილი. სასწრაფოდ არის შესაცვლელი, თუნდაც იმიტომ რომ სხვისთვის, ვისაც მოიყვანენ, იყოს მაგალითი, რომ გუნდის წარუმატებლობაში პირველ რიგში მწვრთნელი აგებს პასუხს.
eeh
Ratom akvs dinamos gabrazebuli chitis logo ?
koko
გუშინწინ მესიზმრა ბიძომ, კობიმ და ფიფიამ დაილაპარაკეს - ფეხბურთის თამაშით ფულს ვერ ვშოულობთო, დიდი ფული შოვნა ტოტალიზატორით შეიძლება, ჰოდა გარანტირებულად დადეს ტირანაზე. მანამდე ჩხეტიანი გააფრთხილეს, გუნდს ანტიფეხბურთი ათამაშე და შენსას მიიღებო.
გიორგი
კიდევ ერთი 250-300 მილიონიანი "ფეხბურთის განვითარების" პროგრამა გვინდა, ფეხბურთს არაფერი დაეტყობა, მაგრამ ფულს აითვისებენ
ანესთეზეოლოგი
დიდი მოლოდინი არც მქონდა, რადგან ვიცოდი ძალიან სუსტი შემადგენლობა ჰყავდა დინამოს თუნდაც შარშანდელთან შედარებით მაგრამ ეს გუნდი საერთოდ არ ყოფილა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი საერთოდ არ ვარჯიშობს. ამ ხალხმა თამაშიც არ იცის. მხოლოდ პასი უკან, არაელასტიურობა, შენელებული მოქმედება... ყველა ერთმანეთზე უარესი პიტალოა (ერთი-ორი კაცის გამოკლებით). და ყველაზე დიდი კომედია: განცხადება პრესკომფერენციაზე იმის შესახებ, რომ მიზანი ლიგის ჯგუფში მოხვდრაა! ამაზე დიდი "ქოუბი" ჯერ არ მინახავს და არც მსმენია:))) საღ-ALL ჩხეტო, საღ-ALL ფიფია...
სოსო
ტირანა,მართლაც არაფერი გუნდიც კი არ არის,მაგრამ ეს დინამო,საერთოდ არაფერი არ არის და ეგაა უბედურება.
კარგით რა
მე ხომ ვთქვი ეს ასე იქნება მეთქი.
123პპპ
ფიფიას და ჩხეტიანს რომ თავი დავანებოთ (თავები გაუხმა მაგათ),შენ რომ ფეხბურთელი გქვია და უფროსწორედ უნამუსო კაცი,ჩაგიცვამს დინამოს ფორმა,ჭამ ხალხის ფულს.... სირბილი გეზარება, ბურთს ვერ იმაგრებ, პასის კულტურა არ გაქ, უტვინო ხარ და ნიჭი არგაქ,თავმოყვარეობა და ნამუსი მაინც იქონიე დაანებე თავი ამ ბურთს, ნახე სხვა რამე, ნერვებს მაინც ნუ უშლით ამ ხალხს!....
wbc
ვაგრძელებ.ხო ეკიპირება და ვებ გვერდი გამომრჩა.ფულის საკეთებლად თუა მოსული ეს საზიზღარი ადამიანი ვითომ ბრენდი დინამო(თავისი სტადიონით ბაზით აკადემიითა და ეკიპირებით ვებ თუ ფეისბუკ გვერდებით)უკვე შექმნილია.და გაყიდე გა ყი დეეე!!!!! მაგითაც იშოვი ფულს.მთავარი რაცაა არ გვაღირსა გუნდი რომელიც ერთ ეტაპს გადალახავს(მარტო გაბალაა)რამდენი წელია უკვე გასული ამ სატანას მოთრევიდან და გავიხსენოთ რამდენი მწარე თამაშები გვაჩუქა აეკ სტიაუა აქტობე გაბალა სტრედა და ა.შ.ჩისკოს გარდა ლეგიონერი არ გამომადგაო რა თვითონ არ ირჩეევს? სად მოძებნა ესთი უნიჭო ბრაზილიელი რობერტინიოსთან ახლოს რო ვერ მივა.წერთ ყიდის ფეხბურთელებსო ვინ გაყიდა კითეიშვილი ქვილითაია ჩაკვეტაძის ნინუას გარდა ამ წლების განმავლობაში არავინ ყველა თავისუფალი წავიდა.კიდე ბევრი მაქ დასაწერი მაგრამ ძალიან ბევრია.ამ სატანას ფეხბურთი არ აინტერესებს და არამგონია დინამოს ცოტა გულშემატკივარი ყავდეს ეომლებსა შეგვაზიზღა სტადიონზე ჩვენი გუნდის გულშემატკივრობა.მოდით რო ვთხოვოთ გაყიდოს ძალიან ვთხოვოთ გა ყი დოოოოოს!!!!!
beqnuma
USAMARTLOBA ARAA RAGBISHI CHEMPIONATI CHASHLIS PIRASAA USAXSROBIS GAMO DA ES UTAVMOYVAREOEBI AMXELA XELFASEBZE SXEDAN ASETI BAZA AUSHENES STADIONI IDEALURI DA ERIS SIRCXVILNI ARIAN TAMASHI SHEIZLEB WAAGI MAGRAM BRZOLASHI WAAGO GULI AGEREVA ADAMIAN KIDEV KARGI MALEVE DAIWYO BAIERNIS TAMASHI DA COTA GULI GADAVAYOLE
wbc
დინამოს ფანი ვარ ბავშვობიდან.მახსოვს ახლად შეკრებილი ჟორდანიას დინამოები(მაშინ ჩემპიონატი სხვა ფორმატით იმართებოდა და ზფხულში პირდაპირ ოფიციალური ტურნირებით იწყებდნენ სეზონს)უგებდნენ ლევერკუზენს ბასლერით ემერსონით და ა.შ.ბილბაოს თავისი ეჩებერიათი მახოვს პატარკაციშვილის დინამო სნგ ს თასით და ჯგუფური ეტაპით და ასევე ბატე!! დღეს რომ ლამის ყოველ წელს ჯგუფურ ეტაპზეა სტაჟიანებს კარგად ახსოვთ მაშინდელი დრო და პირობები ბევრად უარესი დღევანდელისგან! (დღევანდელი მდგომარეობით საუკეთესო ბაზა აკადემია სტადიონი)მერე მამლუქის დახმარებით მობრძანდა ვითომ ბიზნესმენი და აფერისტი ფიფია დიდი ამბიციებით.მადლობა სტადიონისთვის ბაზა აკადემია თან ძალიან დიდი მაგრამ რისთვის ნერვები რო დაგვაგლიჯოს???
hkl
ფუ ეს მათხოვრები ესენი
Soso
Ara ushavs dinamo gavarda magram, exla daiwyeben sxva chveni gundebi evropa ligaze tamashs da gadauvlian yvelas, vai chvens patrons
:D
უეფა თუ ინტრიგანი არაა, დინამო განთესილებს შორის როგორ მოხვდა? :D :D უი გამახსენდა 81 ში რო მოიგეს მაგიტომ ალბათ... რამე მაინც დათესონ ამხელა სტადიონზე უფრო წაადგება ქვეყანას :D
ზურა
ფიფია ფული როგორ იშოვე?! გარსიას გაშვების მერე ჩისკოზეც რომ იგივე შეცდომა დაუშვი მიკვირს საერთოდ რითი აზროვნებ? ან რა მრჩეველები გყავს შე გაჭირვებულო, სულ ფულს დახამებული უტვინო ტიპები! სალუქვაძე, ჯიშკარიანი, ხუციშვილი და ახლა ეს დოლიძე! ერთი პოლილიკა იყო პატიოსანი და ჭკვიანი და ის მოიშორე! ხოდა კიდე გიმეორებ?! საერთოდ ამდენი ფული სად გაჭერი>?????

თელავი დინამოზე აშკარად უკეთესია, რაც შედეგითაც გამოჩნდა
საით მიექანება ეს ქართული ანტიფეხბურთი
ეს გუნდი დაიშალოს მთლიანად! ამ ტრენერიანად და ფეხბურთელებიანად ახალი გუნდი გააკეთონ და დაარქვან "ალბანნათრევი" და მეოთხე ლიგაში დააქვეითონ. სახელმწიფომ შეწყვიტოს ესეთი ვაიგუნდებუს დაფინანსება და მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს მოამზადონ თანხები და არა ან გაზულუქებულ საქონლებს :((( ან თვითონ ფედერაციამაც დაიხვიოს და ახალი ნორმალური ხალხი მოვ8დეს. როდესღაც ხომ უნდა გვეშველოს
დათო
ლიფონავა რას ცოდვილობ მსახიობების შერჩევით და დარიგებით, გადაიღე თბილისის დინამოს თამაში ლაივში და გამზადებული დანკარის რეალიც აგერაა. თუმცა ვშიშობ შენი სცენარის მიხედვით დანკარის რეალი უფრო ამბიციური გუნდია და ესენი კინოშიც არ გამოგადგება.
მერაბი
ასეთი საზიზღრობა კარგა ხანია არ მინახავს - ბურთის უაზრო გორება, შთაბეჭდილება იყო, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ თამაშის ბედი. საინტერესოა ფიფია როგორ გაიმართლებს თავს?! დინამოს სახელი მაინც გადაარქვან, ნუ არცხვენენ გუნდს!
888
წინასწარ ვიცოდით ეს შედეგი ხომ მართალია?ამ ფედერაციის ხელში საქართველოს ფეხბურთი არ ეღირსება.კობიაშვილ-მუჯირის ტანდემი ფიფას და უეფას გადმორიცხული თანხების ჭამითაა დაკავებული და სულ არ აინტერესებს ფეხბურთის განვითარება.
mosexoneli
მთელი ცხოვრება ამ გუნდ ვგულშევმატკივრობ.არსდროს მიტქვამს ცუდი სულ მომავლის იმედათ ოპტიმისტურად ვეწყობოდი.მაგრამე ნაპეტანია ყოველ წელს დეგრადირებს გუნდი.ალბანური გუნდი იგივე დონეა რაც დგეს ტელავი თელავს არ ეწყინება იმედია.და აგებ ამრხვინოთ ისე რომ ეეტი ლამზი კობინაცია ვერ ვნახეთ.ფიფიას დინამოს ჩემპიონობა ჭირდება იმიშთვის ,რომ შემდეგ ნიჭიერი როგორც ჩემპიონი გუნდიდან გაყიდო მეტ ფასად.მთელი წელი ამზადებს ყველანაერად ცდილობს გახდეს ჩემპიონი,და მერ კიდია.ყიდის ლიდერებს.ეს სამრცხვინოა მართალია საკუთარია და ვერ ეტყვი გადადექიო მაგრამ უნდა აიძულონ პატი ცეს ამ გუნდს ან გაასხვისოს.
ფიფია
ნამუსი თავმოყვარეობა და სირცხვილი იცით რა არის საერთოდ?! როდემდე ყოველ წელს ერთიდაიგივე როდემდე?!
aburjga
ჭ კლასია! არ მიყურებია. სხვას არაფერს ველოდი!
Shalva
საზიზღარია ფიფია თავის დინამოთი.
D
არ ხარ კაცი ფიფია შენ. არა გაქვს თავმოყვარეობა შე ვაჭარო. საზიზღაეი პიროვნება ხარ
niko
Bოდიშით არავის არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ ეს არ არსი ქართული ფეხბურთი და არც ფეხბურთია. უკან ბურტის გორაობით თამაში მოგება არ შეიძლება, ერთი წესიერი დარტყმული ვერ ვნახე და დროული პასი. შირცხვილი არ აქვთ ან მწვრთნელს ან ფეხბურთელებს? ანდ ას პარნაბუკაო კიდევ ბრმაა? პას არ გაუშვა და დაბოდიალობს ამ ბურთით აქეთ იქეთ და არც ბრაზიელობის ეტყობა რამე. ესენი ფეხბურთს თამაშობენ თუ უკან ბურთს ან არ იციან რას თამაშობენ. კვასხვაძე ყოჩაღ მაგარი სანაკრებო კანდიდატია ბურთI ვერ გაუჩერებია და თავის საჯარიმოში დამცველები ვერ გაუკონტროლებია. სირცხვილია დრო გადის და ქართული ფეხბურთი იერს კარგავს, და უსუსურდება დღითი დრით და წლიდან წლამდე. ერთი კაცის მოტყუებაც აღარ შეუძლიათ და დარტყმიოსას ან დამცველს არტყამენ ან თავის ფეხბურთელს. მწვრთნელი კი ბაიბურში არ არის, რადგან ამ გუნდს გაწვრთნილობის არაფერი ეტყობოდა. ორკერ დაარტყეს კარში ამ საცოდავმა ალბანელაბმა და ორი გოლი გაიტანეს. ეს პირველი ტაიმის დამატებულ დროში ბოლო წამებზე გოლის გაშვება ხომ ქართული ფეხბურთის დამახასიათებელი გახდა ბოლო ოცი წელია თითქმის და ყოველთვის როგორ ღაც დაბეულობით ხდება. და ეს დაბნეულობა გამოწველუია თამაში არ ცოდნით. გოლის ყნოსვა არც ერთ თავდამსხმელს აღარ აქვს, ნაკრების ჩათვლით და უტექნიკო ფეხბურთელი მოდანსაც ვერ ხედავს რომ დროულად პასი გააკეთოს, გაიხსნას, დამცველი დააბნიოს ან გადაიყვანოს რომ სხვა შემტევს ადგილი გაუნთავისუფლდეს. რა მარაზმი იყო ეს დღეს ვერ მივხვდი და რატომ ვუყირე კიდევ მაგასაც ვერ ვხვდები ალბათ მაზოხისტი ვარ. გაუმარჯოს ბაიერნს!!!
aleko
მთელი საქართველო ნურას უკაცრავად მაგარი მკიდია დინამო თბილისი მე საერთოდ სხვა გუნდს ვქომაგობ
ფეხბურთი
საქართველოში ფეხბურთი აღარ არსებობს და ფიფია კი არა, ბერლუსკონი ვეღარ უშველის.
რატი
პერალეს რო გაუშვებ და როინას ჩააყენებ კარში, გუნდის ლიდერს რო მნიშვნელოვანი თამაშების წინ გაყიდი, მეტის ღირსი უბრალოდ არ ხარ.
ქომაგი
შარშანდელი დინამო თბილისის შემადგენლობიდან მხოლოდ რამოდენიმე ფეხბურთელია დარჩენილი და რა გიკვირთ ალბანეთის ჩემპიონთან უშანსოდ წაგება თანაც ჩხეტიანის ხელში? ამ ფორმაციის დინამო თბილისი წელს მე 3-4 ადგილზე თუ გავა, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზეც ძალიან სუსტი გუნდი არის. თელავს 2 თამაშიდან ვერცერთს რომ ვერ მოუგებ ევროტურნირებზე პრეტენზია არც უნდა იყოს.
დავით 67
ამ ფიფია გინებაში კობიაშვილი ყველას დაავიწყდა. მარტო მაგას შეუძლია რაღაც დოზით აიძულოს რამე. აბა ფიფია კერძო მეპატრონეა და რაც არ უნდა ვეძახოთ წადიო, სად წავა? საერთოდ ტოპ გუნდების მფლობელები ყველანი წაგებაში არიან, უბრალოდ პრესტიჟია გუნდის მეპატრონეობა. ამან კიდევ საკუთარ ბიზნესად აქცია დინამო. რომც მოეგო გუნდს მაინც ამას ვიტყოდი. ცვერნასთან ხომ მაინც განადგურდებოდა! ასე რომ არანაკლებ ფულის მოყვარული კობიაშვილი მისი გაკეთებული საქმე მე ვერ ვნახე. პარლამენტში თუ ვერ იღებ ხმას და მუნჯივით ზიხარ, ფედერაციაში მაინც ამოიღე ხმა. ამ ფიფია რამე მოუხერხე.მე და ბევრ ჩემნაირ გულშემატკივრებს რატომ გვიშლი ნერვებს?, ჩვენ ხომ არ ვერევით თქვენს პირად ცხოვრებაში.
Megreli
პანდემიას რა უთხარი, ესეთ ლამაზ და სანახაობრივ მატჩს რომ ვერ დავესწარი, ამათ მერე ბავარიას როგორ უნდა უყურო?)))))
გუჯი
ვეტერანები და საერთოდ უფულო ხალხი ვერაფერს ვერ გააკეთებენ. საკმაოდ ფული აქვს დახარჯული ფიფიას და დარწმუნებული ვარ გაყიდის კიდეც რომ იყოს მყიდველი მაგრამ რამდენი ქართველი მულტი მილიონერი გეგულება საქართველოში ფეხბურთის სიყვარულის გამო მილიონებს რომ დააბანდებს/ გადაყრის საქართველოს ჩემპიონატში?? ან კიდევ უცხოელი?? ასე რომ ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფომ დააფინანსოს ერთი ორი გუნდი რომლებიც ევროპაზე გვასახელებენ, ეროვნული ჩემპიონატის რეიტინგს ასწევენ და სხვასაც გაუჩენენ რაღაცის გაკეთების სურვილს. სამწუხაროდ ფეხბურთის არ იყოს ვიცით ქვეყანაც რა მდგომარწობაშია. ასე რომ ...........
გადასარევი გიორგი
ამ ფიფიას თავმოყვარეობა არ აქვს???
ვასილის
რა აქვს შესაცოდი ჩხეტიანს,ფიფიამ მოაყვანინა ნახევარი ტორპედო?თუ შემტევი ფეხბურთი არ ათამაშოო გუნდსო უბრძანა, კრეატიულ ფეხბურთს ვერ იტანს და წინ და უკან პასებით რო ათამაშებს და საკუთარ საჯარიმოში ბურთის გორაობა ტიკი-ტაკა ჰგონია, ფიფიას ბრალია? ტრენერს რომ შემტევი ფეხბურთელების სისწრაფის გამოყენება არ შეუძლია ფიფიას ბრალია?
davit
neta ra molodini gqondat ro moigebsa dinamo? fifia fuls ro uchers da chamoyav ara fegburtelebi.sircxvilia sircxvili
ჰიჰი
მეზიზღებით!
ირაკლი
გუშინ სოფელში ძველი დრო გავიხსენეთ და ბურთი გავაგორეთ ცოლიანებმა და უცოლოებმა თხაზე და ოციანზე..დამიჯერეთ ის ღიპიანი (ცოლიანები) ტირანას თუ არა ამ დინამოს უეჭველი მოუგებდნენ..ჯიგარი,სული და გული უნდა ჩადო ასეთ დროს..ამდენი ხალხი პატარა იმედის თვალით შემოგყურებთ და ასე რატო გვიკიდებთ პასუხს ვითხივთ უფროს უმცროსიანად..ოჯახები სამეგობრო საახლობლო არ გყავთ არავის?!..დავიჯერო თუნდაც წამით მაინც არ შეგრცხვებათ??მე მრცხვებია დედას გეფიცები ალალად ვამბობ...
Vasili
რა უნდა გაკეთდეს ისეთი რომ ეს კაცი მოვაშოროთ დინამოს? რა შეიძლება რო გააკეთოს გულშემატკივარმა? ანუ კანონით როგორ შეიძლება ეს ფიფია რო ჩამოშორდეს დინამოს? ვინმე კომპეტენტური ადამიანის აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე./ ეს დინამო პირადად ამ კაცის საკუთრებაშია? ? /ვეტერანები, ჟურნალისტები ეს ხალხი ფაქტია კრიტიკულ სიტყვას ვერ შეჰბედავს ბატონ რომანს! ისე გუცაევი მემგონი ცოტა სიტყვა მთქმელი პიროვნება ჩანს და იქნებ მაგან თავის გადაცემაში დასვას ეს საკითხი... გული როგორ არ ტკივათ ამ ვეტერანებს ასეთ გაფარჩაკებულ დინამოს რო უყურებენ,/ ამ ფიფიამ დაიტოვოს ეს თავის აკადემია და ყიდოს ეს ბავშვები სადაც უნდა. და დინამოსთვის კიდე მოიძებნოს ვინმე ისეთი ვისაც ეყვარება ფეხბურთი და ლიგის ბინადარ გუნდად აქცევს, / სანამ ეგ ფიფია იქნება წარმატების შანსი არის ნოლი!!! / ჩხეტიანი მეცოდება, გიოლეტინაზე დაადებინა თავი, მაგრამ ახია მაგაზეც!!! რადგან დავიჯერო რეალობის აღქმა დაკარგული აქ მაგ ადამიანს? ამ შემადგენლობით თვით ფერგიუსონიც კი ვერ იზამდა ვერაფერს, ძალიან სუსტები და სამწუხაროდ ძალიან უნიჭოები არიან, რეებს აკეთებდნენ, მაგათ რა უნდათ ლიგაზე??
გიო
კომენტატორები რომ იძახოდნენ, არაფერი გუნდი არ არისო ტირანაო, შეიძლება ეგ ეგრეც არის მაგრამ, ტაქტიკით გვაჯობა თავის შანს დაელოდნენ და ნათქვამია ძლიერს უმართლებსო და ა ბატონო.
emigranti
საინტერესოა ნუთუ არ შეიძლება სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და ჩვენ გამოვისყიდოთ დინამო ფიფიასგან. გულშემატკივარი მთელ საქართველოში შეიძენს დინამოს აქციებს. რამდენი აქციის გამოშვებაა საჭირო და რა ფასი უნდა დაედოს პროფესიონალმა ფინანსისტებმა იმსჯელონ. პრეზიდენთიც ერთერთი მსხვილი აქციონერი ავირჩიოთ და თუ არ გაამართლებს მისი შეცვლაც შეგვეძლება. აბა ფიფიას იმედად ჩემი მტერი იყოს, დინამოს მესაფლავეა.
ალეკსანდრე
ფეხბურთი როგორც სპორტი აღარ არსებობს რამდენი ხანია ადრე ასე სოფლის გუნდები დამაშობდნენ საქართველოში
გიო
კომენტატორები რომ იძახოდნენ, არაფერი გუნდი არ არისო ტირანაო, შეიძლება ეგ ეგრეც არის მაგრამ, ტაქტიკით გვაჯობა თავის შანს დაელოდნენ და ნათქვამია ძლიერს უმართლებსო და ა ბატონო.
goga
თუ არ ვცდები ანზორ კავაზაშვილმა თქვა, საქართველოს ჩემპიონატი ეზოს ფეხბურთიაო... და აქ ამბავი ატყდა... ვაი ჩვენს პატრონს...
emigranti
ფიფიას რაზე უნდა ველაპარაკოთ?!" ისეთ ლეგიონერებს მოგიყვანთ რომ ძალიან გაგეხარდებათო"- გახსოვთ რომ შეგვპირდა რამოდენიმე წლის წინ?რის მოყვანა, რა მოყვანა, ამ ხნის განმავლობაში ვინც კი ცოტა გაიფაფხურა ყველა გაასხვისა. "დინამო" მხოლოდ ქარვასლად გადააქცია და მისი ტრადიციები და გულშემატკივარი ფეხებზე ჰკიდია. ძეგლი დავუდგად აკადემიის წინ, დავუფასოთ და ვთხოვოთ გაასხვისოს, გაყიდოს, მოშორდეს აქაურობას. ნუთუ ნორმალური ინვსტორი არ მოიძებნება დინამოსათვის.
დაT
როგორც არაპატროტს შეეფერება - ოკუპანტები ასობგერა აქვს ლოგოზე
Gio
ვერ მოვახერხე ნორმალურად ყურება...რამდენჯერმე შწვხედე ტელევიზორს და სულ ერ5ი და იგივე მესმოდა კომენტატორებისგან.პასი უკან.წინ რა იყო...ფეხი ცურავდა...ფთუი
დავით
საერთოდ ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ მომენტში მინდიდა ყველასთვის ფეხები დამემტვრია მათ შორის “მამაო კახასთვისაც”.
ფეხბურთელი
ახლა ლუკაშენკო ნახევარი ბელორუსიის ნაკრაბს თუ დაიჭერს შეიძლება გვეშველოს
Nukri
Mtavaria nakrebma ar xhaisvaros torem, amati imedi mainc aravis qonda
გიორგი
გააუქმეთ ფეხბურთი საქართველოში და ის ფული რაგბს მიეცით
jjj
რომ დავწერე ასეთი სუსტი დინამო არასოდეს ყოფილა მეთქი, როგორი შარშანდელ გუნდს არ ჯობიაო.DDD
wbc
გვიშველე გრიგოლიჩ
Vaaa
რა ნერვებს იშლით? არ იცოდით რო წააგებდნენ ან როდის იგებენ ესენი? ჯიგარს რავუთხარი თორემ აქამდე მილიონერი უნდა ვიყო სულ ამათ წაგებაზე რო დამედო 10დან 9მარცხდებიან ამაზე კაი სათამაშო რაღა გინდა? ფეხბურთი მოკვდა ჩვენთან და რას გულშემატკივრობთ თქვენ არვიცი...
nika
An ra logo aqvs dinamos
გიორგი კაჭკაჭიშვილი
არსად დაგეკარგოს შენი ჩხეტიანი, ტორპედოელები
merabi-1960
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაბალი დონის თამაში გვინახავს ჩვენი გუნდების შესრულებით, მაგრამ ეს უკვე ფსკერია. ევროპაში სად უნდა მოიძებნოს ისეთი "გუნდი", რომ ფრეს მივაღწიოთ და მერე პენალტებით მოვუგოთ. ალბათ სან მარინო?, გიბრალტარი?, და ეს მესხის, მეტრეველის, ყიფიანის ქვეყანაში...
7777
ეს თუ ფეხბურთი იყო და მე არ ვიცი რაა.
ხალხი
ყველაზე ცუდი ისაა აქ, რომ ამ ვითომ ფეხბურთელებს, ხელფასის ნაწილს ხალხის ფულით უხდიან, საწყენია ძააან. სოციალურად დაუცვლები არიან? რატო ვეხმარებით??!!
ეგ კიდევ რაღავას ჯახირობდა
ის ბრაზილიელი რომ იყო - ნაბიკმაკო თუ ვიღაც - აი ეგ უნდა ამუშაო რომპეტროლის კალონკაზე ჩამსხმელად.
ქართველი
ერთმა მაჩანჩალამ მოუგო, მეორე მასზე უარეს მაჩანჩალას..
chechena111
როდისმე თუ დინამოს წაგება გამიხარდებიდა არმეგონა. იმიტომ რომ იქნებ ინამუსონ რამე. ასეღი საზიზგარი დინამო არ მახსოვს
1234
რაში გადაიყარა ჩვენი 250 მილიონი?! ესაა პროგრესი? ვაი ჩვენს პატრონს-კობის და კალას რა ენაღვლება, დააძღეს საძმაკაცო.
გიონატ
ჩავისვარეთ ფეოლა . . .
კობა აბულაძე
დინამოს ყურება შეგვაზიზღეს, ვიცოდი რო გაფარჩაკდებოდნენ 1 ფეხბურთელს ვერ დამისახელებთ ვინც დინამოს მაისურის ტარების ღირსია, ჩვეულებრივი პრახადნოი დვერია, კარგი აკადემია იდაოდ მაგრამ მთავარი გუნდი საიდან შეკრიბეს ამდენი უქნარა დავიჯერო ტალანტი ამოიწურა საქართველოში, ხო კიდე დინამოდან ევროპაში წასულებსაც არ დაუკრეფიათ ვარსკვლავები, სასწრაფოდ ჩასარეცხია ძალიან ყარს უკვე მცხვენია იმდენი ხანი რასაც ვუყურე....
მიხაელ
შეიძლება წააგო გუნდთან რომელიც შენზე ძლიერია ან შენი დონის მაინც არის, მაგრამ მოახერხო და წააგო ტირანასთან, რომლის თამაშის ყურების მერე მექმნება შთაბეჭდილება რომ ეს გუნდი უფრო სუსტია ვიდრე იგივე თელავი , დილა , ან თუნდაც ლოკო ამას ხომ მოხერხება უნდა . ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ქართულ გუნდებსაც, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გაუმართლა დინამო თბილისს ყველაზე მეტად რადგან ელიგის აუტსაიდერის დონის გუნდს შეხვდა და ისე უსახურად და უბრძოლველად წააგო რომ ლამის სიმწრისგან გავაფრინე რაა . ასეთი უსუსური თამაში ქართული გუნდის ძალიან დიდ გულისტკივილს იწვევს . ფაქტია რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები ქართული სპორტის ორგანიზაციულ საკითხებში და სამწუხაროა რომ არავის აინტერესებს (საუბარი მაქვს იმათზე ვისაც ეხება) პროგრესი . მთავარია სახელმწიფო ფული იჭმევა მადიანად...
zurabi
მაინც პანდემიაა და საქართველოში ავკრზალოთ ფეხბურთი 5 წლით და მერე იქნებ მოენატროს ახალ თაობას და გავაგრძელოთ რა აზრი აქვს ამ ფეხბურთის ყურებას? ან ტირანასთან მოგების აზრი რა იყო უფრო დიდი სირცხვილი ცრვენასთან?
Nukri
Ra gros moveswarit, liverpulis, napolis, feeinordis, baiernis damarcxebeli dinamo, albanur gundtan vardeba, es ukve zedmetia
ლადო
ასეთი უგულო და უაზრო თამაში დინამოსგან არ მახსოვს უკვე 30 წელზე მეტია ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ. მეკარე სამაუვერენნი ბალვანი
ბაჩი
სამეგრელოს და ყანებს თავი დაანებეთ თქვე ჯოგებო !
Geo
დინამოს გასვენების დღე!
ვაკო
ეპანელების გაჩემპიონებული გუნდი ტორპედოელებმა რომ შეირგეს ლიგაზე მიტომაც ხართ კარგ დღეში! ფიფიამ ვერასოდეს ისწავლა ჭკუა
ბაჩი
ფუი უთავმოყვარეო ჩემპიონიკოები
ირაკლი
აუ მოვკვდი სიცილით ამ კომენტარზე )))))))) მაგარი იყო )))
იბერია
როგორ დაიმუქრა ფიფია წინა წელს ფეინორდთან მარცხის შემდგომ რაო ?? ჩვენ დავბრუნდებითო? ფიფია საოცარი პრეზიდენტი ხარ საოცარი - გუნდის პრეზიდენტი კი არა ერთი კნუტი უფროსი არ უნდა იყო მარა.. ასეა ზოგადად ჩვენი ქვეყნის საქმე და რას იზავ
Gia
ბოლომდე ვუყურე და რეანიმაციიდან ეხლა გამომიყვანეს გადასხმებს მიკეთებენ
გიო
სანამ ეს ევროპის თამაშები დაიწყებოდა იქამდეც ეტყობოდა გუნდს რომ თამაშის ხარისხი იყო ძალიან დაბალი და შემტევი პოტენციალი არ ქონდა გუნდს და იმ ის მაგივრად რომ გაძლიერებულიყო აი ეს საშინელება ვიხილეთ ამაზე დაბლა დაცემაა უკვე წარმოუდგენელია
Zaali
ალბანეთის ჩემპიონატი მაღალი დონეა? ხომ არ ვითხოვთ, რომ ესპანეთის გუნდს მოუგონ?
ირაკლი
ვავა,ვავა! რაც გააკეთა შარშან საბურთალომ იგივე ქნა დინამომ, ვაჭარი მეპატრონეების ხელში სხვა შედეგი გამორიცხულია. მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს სპორტულ პრესაში შეკვეთილი სტატიები დააბეჭდინეს, თითქოს უეჭველი იგებდა დინამო,ის კი არა ანგარიშიც თქვეს, მერე გაყიდეს თამაში, ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც ფიფიას (ჯაყოს) აუხდინეს ბიჭებმა. ბრავო ბიჭებო, თქვენ რომ პატრონი გყავდეთ სახლში არ ხართ შესაშვები არცერთი.
ეეხ
ფიფიას მაგრად არ კიდია ეს შერცხეანაა? მაგისათვის დინამო მხოლოდ ბაზარია, გაზარდე და გაყიდე.. აი კვასხვაძეს კი თუ ვვინმე მეკარედ თვლით, ან კიდევ წამოგცდებათ რომ ,,ნაკრებს იმსახურებს'' საერთოოდ არ გცოდნიათ ფეხბურთი...
გოგა
სამარცხვინოები
გუჯი
არაფერი საკვირველი. ერთმა საშინელმა გუნდმა მოუგო მეორე საშინელ გუნდს. ეგ არის და ეგ. ვინც 10-15 წუთზე მე უყურეთ კარგი გაძლება გქონიათ :)
Shoti
ისე კომენტატორები რომ აღარ წაიყვანოთ თამაში არა მეცოდებით თქვენც
ლევანი
ფიფია ფუფუაა.
რიჩარდი
რას გაძლევთ ფიფია ესეთს რომ უძვრებით ყველა ჟურნალისტი? მეტი არაფერია სათქმელი?
ნკ
ამ ვაი თამაშს ჩემ 8 წლის ბავშვთან ერთად ვუყურე რომელიც ფეღბურთზე დამყავს და მეორე გოლზე მეუბნება სრული სერიოზულობით ამათ ჩვენ რო ვეთამაშოთ ტრ..ით ვახოხოხიალებთო
სირცხვილი აღარაფერია?!
მინდორს მაინც ნუ აცდენთ ბევრი კარტოფილი დაითესებოდა გაჭირვებულებისთვის. რა გინდათ რა დაგიშავათ გულშემატკივარმა რა გვერჩით?! P.S. დღევანდელი თამაშის მერე ალბათ ნახევარი დინამო ტოპ კლუბებში გაიყიდება და ფიფია კიდევ ბარსაში გადავა სპორტულ დირექტორად.
თამაზი
ახლა წაგება სჯობდა, ცვრენასთან შერცხვენას.დაბალი დონის გუნდია
მერაბ 1970
ფსკერი
ბაჩო
10 წუთი ვუყურე და გული ამერია იმენნა.. მეტი ვერ გავძელი
12345
არწივებო პრემიებს ჩაურეოლეთ ქორივით?! ფიფიას ყანა არ აქვს სამეგრელოში? მანდ მაინც გამოადექთ
გეგი
ხალხო რატომ გაქვთ იმედი რომ ამ ჩემპიონატის დონით ვინმეს აჯობებთ???
Shoti
ფეხბურთის ყურების მუღამ რატომ მიკარგავთნ ..ვაფშე არ ითამაშოთ რაა წააგე მესმის მაგრამ ხომ არ სვარკავ ფეხბურთი მაინც ითამაშე !!
ტეტე1234
Gayidet gayidet fexburtelebi da chem fexebs mmiaxwwevt. Rames.
ფიფია
მაგრა გაუმართლა ლიგაზე დარჩენილ გუნდებს, დაანგრევდა დინამო. გადაურჩნენ.
სამსონი
ბატონო რომან კახაბერ ჩხეტიანი სასწრაფოდ გასაშვებია გუნდიდან , ეს რა თამაში ათამაშა რა სასტარტო დააყენა ,კუციას გაბედავას და ქავთარაძეს რომ სათადარიგოზე დასვამს და ზოგიერთებს ათამაშებ, სირცხვილიაა....
თემო
ამ საწყლებმა ალბათ არ იციან რა არის ფეხბურთი.
დათო
ამ ფორმაციის დინამოს ადგილი საერთოდ ფეხბურთში არაა .. ეროვნულ ლიგაში კი კარგს კი არა, ნორმალურთან მიახლოებულ თამაშსაც არ თამაშობს დინამო იშვიათი გამონაკლისების გარდა ..
ვ
უჰ, არაფერი კაცო. პატარაზე ჩაიკუკეს ბიჭებმა და ეგაა რა
Racha
წინა წელს ესპანელები წელს ქუთაისელები.ფიფია ნუ დაგტანჯე. ესეთი საზიზღარი დინამო არ ყოფილა არასდროს,დინამოს ფორმა ვინებს ჩააცვიტ სირცხვილია რა
Giorgi kakaladze
დავით თარგამაძე რომ გყოლოდათ გუნდში არ გამოვარდებოდით.
Grisha
Chxetiani barsashi
ა
არ შეიძლება გულშემატკივრები რომ შევიკრიბოთ დინამოს ბაზასთან და მოვითხოვოთ აგვიხსნან რა ხდება, გამობრძანდეს ფიფია და დაგველაპარაკოს.
wbc
სატანა ხარ ფიფია შენ
გიოდინამო1
ესეთი სამარცხვინო დინამო არმახსენდება ... ჯერ ვისუნახია მწვრთნელს უშვებდე გუნდიდან რომელიც ჩემპიონი გახდა? მწვრთნელი გასაშვები ჯერ წინასასეზონოდ როწავიდა გუნდი მოსამზადებლად საშინელ ფორმაში დაბრუნდა ამდენიხნის მანძილზე დინამოს თამაშში გააზრებული კომბინაცია თითქმის არმინახავს 90 წუთში მარტო ერთი ნორმალური გათამაშება არაა არაფერი .. და კიდევ ბათუმის დინამოს თუ შეუძლია ნორმალური ლეგიონერის მიყვანა გუნდში ამათ რაჯანდაბა ეტაკათ სელექციაზე საერთოდ მუშაობს ვინმე? აკადემია კაია მაგრამ ისბავშვები ვისგვერძე უნდა გაიზარდონ გუნდში არცერთი ნორმალურის დონის ფეხბურთელი არაა.. მოიყვანე ფეხბურთელი დახარჯე ცოტა ფული და ნახავ თუარ ივლის ხალხი სტადიონზე.. ჩისკოს დონის დაახლოებით 3 ფეხბურთელი და გუნდი ამ უმაქნისებთან ერთადაც კი რაღაცას დაემსგავსება
Batumi90
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ბატონო ჩხეტიანო და შემდეგ პრემიების აღება უფრო წარმოუდგენელია ვიდრე მთვარეზე რო გაფრინდეთ შენ და ფიფია ერთად,ისე უკეთესია მართლა წახვიდეთ შორს რაც შეილება
Batumi90
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ბატონო ჩხეტიანო და შემდეგ პრემიების აღება უფრო წარმოუდგენელია ვიდრე მთვარეზე რო გაფრინდეთ შენ და ფიფია ერთად,ისე უკეთესია მართლა წახვიდეთ შორს რაც შეილება
giorgi
ექსტორპედოელები რომ დაბრუნდეთ მშობლიურ ქალაქში არა? ფიფიას რაც შეეხება ფაქტია ფეხბურთის გაგებაში არ არის და ახლა უკვე მაგის ბიზნესმენობაც საეჭვოა
იაგო
ამაზრზენი და უსუსური გუნდი და მწვრთნელი. ნახევარი ტორპედო რომ გადმოიყვანეს და დინამო დაარქვეს ეგენი არ იყვნენ ყაზახეთი "ჭ" გუნდებთან ისე აგებდნენ გოლსაც რომ ვერ იტანდნენ?! თავმოყვარეობა დაკარგული ხალხი....
დაT
რომან ფიფია წადი ბოლობოლო ინამუსე და წადი, არ იცი ფეხბურთის არაფერი და წადი. როდემდე უნდა ეგდო ამ გუნდში 2011 წლიდან გდიხარ და მხოლოდ ვაჭრობ ფეხბურთელებით, სხვა არაფერი გამოგდის ინამუსე და წადი. უფრო ცუდ სიტყვებს დავწერდი ვაჭარ ფიფიაზე მაგრამ ამ საიტზე არ გაუშვებდნენ ჩემს სიტყვებს, რომელსაც რეალურად იმსახურებს არარაობა ფიფია.
goga
გაუჭირდებოდათ...
Adonis
გულითადი მოკითხვა მამაქალაქიდან ფლაგმანს. ტორპედოს ცოდვებმა გიწიათ რა გუნდი დაშალეთ არასწორებო და როგორ გიხაროდათ . მაგ ალბანელები 5:2 რო გააპო ტორპედომ და პლეიოფს უწია ეს ვერ აიტანეთ დედაქალაქში და სწორედ ბედის ირონიით ალბანურმა გუნდმა დაგაჭედათ ბოლო ლურსმანი საიქიოში გასამგზავრებელ სასახლეზე. ტორპედოს 2018 წლის შედეგს კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევს სხვა ქართული გუნდი. და თუ ვინმე მაგ ეტაპამდე ისევ მივა ეს მხოლოდ ტორპედო იქნება. ასე სამარცხვინოდ გიბრალტარის გუნდები არ აგებენ თქვე საცოდავებო .
Grisha
Petere kapelo xar chxeto.shen vinw mwvrtneloba dagabrala ra
Shoti
დინამო არის თუ წნორის მილანი ..უბანში უდროო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ ...ეგრე გააგრძელეთ საგოლლ
დინამოელი
ბატონო რომან, მოკითხვა თქვენს მეუღლეს დინამოს ყველა გულშემატკივრისგან
ზაური
პასი უკან ... ესე დავახასიათებდი დინამოს თამაDს
ქომაგი
ჯობია დინამო სამოყვარულო გუნდად გადაკეთდეს. ფიფიამ კი პოლიტიკური პარტია შექმნას და დაარქვას ''ცრუდაპირებები''. ჩხეტია კი მონასტერში წავიდეს. ვაი თქვენ და უი თქვენ>
მამადუ და დედადუ
ოოო, ძლიერი მატჩი იყო უდაოდ. ქართულს სტილში. ვაი თქვენს პატრონს, ვინც ილუზიებში ცხოვრობთ
ტარიელი
90 წუთი ვიტანჯე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... გუნდს ერთი მომენტი არ შეუქმნია მეტოქის კართან, ამათი ფეხბურთი არ გაიშვა.....
მწრთვნელი
რაღაც მყრალი სუნი დადგა!!!!
jeko
ამის იქეთ აღარაფერია....
რომანი
მე და შუალაია ერთად ვიყავით დისტრიბუციაში. არ იყო ცუდი პიროვნება. არ ფეხბურთში რა დაემართა არ ვიცი
გიგა
ეს ხე ხალხი საიდან შეკრიბეს?. არა მაინც რა იყო ეს ჰაა? რას ვუყურე ნეტა, რა სპორტი იყო?
zaza
ტირანამ დინამოს მიუჩინა ის ადგილი სადაც უნდა იყოს!! ნორმალური ლეგიონერი ვერ მოიყვანეს, ეს ბრაზილიელი პლიაჟზე ნაყინს ყიდდა და მოეწონათ თუ რა იყო ვერ გავიგე! ზოგი იძახის რომ ნაკრებში რატომ არ არიან ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებიო და ამათგან რომელი იმსახურებს ნაკრებში თამაშს?? ეხლა თქვენზეა ლოკომოტივი, საბურთლო და ბათუმს ვთხოვ რომ კაცურად ითამაშეთ რომც წააგოთ ესე უსუსურად არ ითამაშოთ. უბრალოდ ის ტეხავს, რომ დინამოს ფეხბურთლებს არ უტყდებათ თბილისის დინამოს მაისური რომ აცვიათ???? მეტი დინამოზე არაფერი მაქვს სათქმელი!
ირაკლი
მცხვენია რა თფიკისის დინამო შემაზიზხა რომან ფიფიამ ანხელა კლუბი ისტორიული რა გახდა ერი ნორმალური ფეხბურთელების ჩამიყვსნა კაი წვთნელის არუდა ბიძია რომანს ფუკიებს გადახდა და უსე არ განვთრდება ფეხუბრი წადი რომანი მოწყდი თფიკისის დინამოს დახუპე შენ ჩამოყვას ფეხბურთეკებს ეგრევე უშვებს ანდა შეგანრჩუნებინა ის ბირთვი რაც იყო შარშან უკვე გაგიშებას ვარ რაა არვუცი რა ნინუაც გაუშვა კაი ფეხბურთეკწბს უშვებს მოყვანს უცხოეკწბს ეგრევე უშვებს ვინა ეს გვეკაიფება ნემგონი თუ არაგაქვს ინდენი ფული რო უხადო მაშინ სხვას მიეცი საშვალება რო განვითარდეს ამხეკა კლიბი წადიიიიიიი ფ8ფია წადიიიიიი დატოვე კლუბიიიიიიიი
ზაური
სამწუხაროდ ვაი ფლაგმანი...დინამოს თამაშს დავახასიათებდი ორი სიტყვით: პასი უკან ...
ლადო
საშინელება იყოო, ამაზე დაბალი დონის და საშინელი ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში არ მიყურებია, ამათ სულ რომ მილიონი დაუდო კარებში, ბურთს კარში მაინც ვერ გაარტყამენ. დადიოდნენ სირბილის ნაცვლად, მერე ხალხს ლანძღავენ მოედანზე არ დადის გულშემატკივარიო, ამის მერე ვინ მივა ამათ თამაშზე
ვაი თქვენ პატრონს
აცვანდარა ფიფია,ჩხეტიანი,კვასხვაძე, ესენია პირველი გასაყრელები....დინამო რო გუნდი არაა თელავთან გამოჩნდა,მსაჯების დახმარებით რო წაიღეს ქულა
ანტონ პეხნიჩეკი
ითვალეთ ახა პრემიები!!
Lado
ქება და დიდება ჩხეტიანს და მის არწივებს გვასახელეს კიდევ ერთხელ, სოფლებში ბევრად კარგი დონის გუნდებია ხოლმე ვიდრე დღევანდელი დინამო. ფიფია ხომ ცალკე ფენომენია, კაცმა იმის მაგივრად ჩემპიონი გუნდი გაეძლიერებინა დაასუსტა და ფაქტიურად ნახევარი ტორპედო მოიყვანა საჩემპიონთალიგოდ გუნდში. შედეგიც სახეზეა, სანამ ეს კაცი არ დატოვებს დინამოს მანამდე არაფერი გვეშველება!!!
გიორგი
ვფიქრობ, რომ ფიფიამ გულშემატკივარს უნდა აუხსნას რა ხდება, ასეთი უმწეო რატომაა გუნდი. რატომ არ მოყავთ ორი-სამი კვალიფიციური მოთამაშე. დინამო მარტო ფიფიასი არაა. ტირანასთან მარცხის გამო ჩხეტიანი უნდა წავიდეს!! სასწრაფოდ!!ფიფიამ კი გადადგას ქმედითი ნაბიჯები ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად. ბუღრიძეები, ლოჩოშვილები და კაპანაძეები და მისთანები დინამოსთვის შეუფერებელია.
შოკირებული გულშემატკივარი
ფლაგმანი გადაერთვება დაბალ რანგზე და იქნებ იქ მაინც გაგვახაროს
ირაკლი
"დინამოს" ფიფიას ხელში დიაგნოზი დიდი ხანია დასმული აქვს, კაცს ამდენი წელია არაფერი გაუკეთებია გუნდის გასავითარებლად და ვინმეს რატომ ეგონა რომ მაინდამაინც წელს შეიცვლებოდა რაიმე? იმ ანეგდოტის არ იყოს გავსინჯე და მართლა მძ...ი არ ყოფილაო.
beqa
ეჰ ეჰ რატომ არ მიკვირს ნეტავ
Devkalioni
Fuu,bandzebi,davai Ra pirvel ligashi da ibodialet!
დევი
და რომ შევეშვათ სპორტის ამ სახეობას ერთი 10 წელი და მერე თავიდან ვისწავლოთ თამაში?
svani
რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის საქართველოს ჩემპიონის დონე! და ეგებ გაგვიმართლა კიდეც, ასეთი თამაშით „ცრვენა ზვეზდას“ რომ არ შევხვდით, ანტირეკორდი გვეჭირა ხელში! პ.ს. ფიფია, შენც ლუკაშენკოსავით აქციები მოგიწყოთ?

დამარცხდა კიდევ ღირსეული მდგომარეობაა!!!! ჩა ი...ვა!!!!
გიგა
ეს იყო სამარცხვინო თამაში!
ბექა
სირცხვილია.................
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
"ყველას ბოდიშს გიხდით! შედეგი ორმაგად გულდასაწყვეტი ამის გამოა..." - რა თქვა "ტირანას" მწვრთნელმა "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
სტივ კინი: ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და და შედეგიც მოვა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით