ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძიუდოისტები იაპონიაში მიდიან

ძიუდოისტები იაპონიაში მიდიან

ზაიზენბახერმა ტალინში, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუში დაგეგმილ სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლას იაპონიაში შეკრება არჩია
უახლოეს დღეებში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაემგზავრება საწვრთნელ შეკრებაზე.

მოგეხსენებათ, ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა შეცვალა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა - ტალინში, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუში დაგეგმილი სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლას იაპონიაში თვენახევრით სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე წასვლა არჩია. იქ ჩვენები ტოკაისა და კოქშიგანის უნივერსიტეტებში ივარჯიშებენ.

ზაიზენბახერს შეკრებაზე 16 სპორტსმენი მიჰყავს, რომლებიც დღეს, 8 ივნისს დაასახელა: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100). იაპონიიდან ნაკრები 23 ივლისს დაბრუნდება და ერთ შეკრებას უცხოეთში გაივლის, ოღონდ იტალიაში თუ ბელარუსში, ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია, დასკვნითი შეკრება კი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოეწყობა.

როგორც ზაიზენბახერმა განაცხადა, აგვისტოში პარიზში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი შემადგენლობა 90 პროცენტით ამათგან ამოირჩევა, თუმცა მისთვის დოგმა არაა, ყველა წონაში 2 კაცი წაიყვანოს. მწვრთნელმა ისიც გვითხრა, რომ ასუმბანმა საბოლოოდ გადაწყვიტა წონითი კატეგორიის შეცვლა და 66-ში გადავიდა. ვიქონიოთ იმედი, რომ ამით ამ წონაში საკადრო პრობლემაც ამოიწურება.

"ასუმბანმა დაამტკიცა, რომ 60-ში ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ახლა კი 66-ში გადაწყვიტა გადასვლა. მას კლასი აქვს, ფიზიკურადაც კარგად ემზადება და ყველანაირად დავეხმარებით ახალ წონაში წარმატებების მოპოვებაში" - განაცხადა მწვრთნელმა. მან კომენტარი მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეზეც (100) გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდში სავარჯიშოდ არ დააბრუნებს, ხოლო თუ მსოფლიოსთვის ინდივიდუალურად მოემზადება და ფორმაში იქნება, ბოლო შეკრებაზე წაიყვანს. მას დაბრუნების შანსი უკვე რამდენჯერმე მივეცით, თუმცა დისციპლინას არ იცავდაო", - აღნიშნა მწვრთნელმა.

თუ რატომ გამოტოვა ერთბაშად სამი სალიცენზიო შეჯიბრება, ამაზე ავსტრიელმა განაცხადა, რომ სადღეისოდ ბიჭებისთვის მთავარია სხვა საჭიდაო სტილიდან კლასიკურ ძიუდოზე გადასვლა და მიზანმიმართული ვარჯიშები, ხოლო ტურნირებზე გამოსვლით ირღვევა მათი ყოველდღიური სავარჯიშო გრაფიკი, ხშირი გადაფრენები კი ბიჭებს დიდ ენერგიას ართმევს. ამიტომ ამჯობინა დატვირთული სავარჯიშო რეჟიმი, სალიცენზიო შეჯიბრებები კი მსოფლიოს პირველობის შემდეგაც ბლომად ტარდება. თან მსოფლიოზე მოპოვებული წარმატებაც იძლევა ქულებს რეიტინგში, თუმცა სადღეისოდ რამდენიმე წონაში საგზური ისედაც განაღდებული გვაქვსო. ამ ეტაპზე ქულებზე მეტად სავარჯიშო სტილის, ფიზიკური კონდიციების ამაღლების პრობლემა დგასო, ესეც დასძინა ავსტრიელმა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა