ამერიკაში მყოფი მადრიდის "რეალი" ნელნელა შეივსო. თავიდან პირველი გუნდის სულ რამდენიმე ფეხბურთელი გაემგზავრა ლოს ანჯელესში, რომელთა შორისაც კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა იყვნენ.

ამერიკაში მყოფი მადრიდის "რეალი" ნელნელა შეივსო. თავიდან პირველი გუნდის სულ რამდენიმე ფეხბურთელი გაემგზავრა ლოს ანჯელესში, რომელთა შორისაც კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა იყვნენ. "რეალთან" ერთად არიან სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებიც. პარასკევს გუნდს გონსალო იგუაინმა ჩააკითხა, რომელმაც უკვე შაბათს ივარჯიშა პირველად. იგუაინი "რეალის" ბანაკში მე-20 ფეხბურთელი იყო. სხვათა შორის, შაბათის ვარჯიშზე ყველაზე აქტიურები სწორედ არგენტინელები იყვნენ, იგუაინი და ახალწვეული ანხელ დი მარია.

"ძალიან კარგად მიმიღეს გუნდში. ძალიან მოტივირებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. რითაც შემეძლება, გუნდს აუცილებლად დავეხმარები. "რეალ მადრიდი" დიდი კლუბია და აქ უდიდესი კონკურენციაა, თუმცა მეიმედება, რომ თამაშის საშუალება მექნება. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე ძლიერი საკლუბო პირველობაა ფეხბურთში, მოურინიომ ის ორჯერ მოიგო და ახლა ამას ჩვენთან ერთად გააკეთებს" - აცხადებს დი მარია.

შაბათს, ნაშუადღევს, "რეალის" ბაზაზე ბრაზილიელი კაკაც მივიდა, იგი თანაგუნდელებს შეხვდა და ახალ მწვრთნელს გამოელაპარაკა. ვარჯიში კი კაკამ კვირიდან დაიწყო. გუშინ "რეალის" ბანაკში მსოფლიოს ჩემპიონები ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი, აგრეთვე მუნდიალის ფინალისტი რაფაელ ვან დერ ვაარტი და ორი ახალწვეული, სერხიო კანალესი და სამი ხედირა გამოცხადნენ. ამის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია, 20 პირველი გუნდისა და 5 სარეზერვოს წევრი. კალიფორნიაში 25-დან 5 "რეალის" ახალწვეულია. მოკლედ, მოურინიოს პრობლემა არ აქვს, გარდა ერთისა - მას ადარდებს კაკას ფიზიკური მდგომარეობა. კაკას მსოფლიოს ჩემპიონატზეც სტკიოდა ფეხი და, როგორც მოურინიო ამტკიცებს, ის მხოლოდ 85 პროცენტით იყო მზად მუნდიალისთვის.

"დიარიო ასი" მიიჩნევს, რომ "რეალი" არა მარტო ყიდულობს, არამედ გაყიდის კიდეც. სამი ხედირას მისვლა იმის ნიშანია, რომ "რეალის" ხუთი დაცვითი სტილის ნახევარმცველიდან ერთ-ერთს აუცილებლად გაყიდიან. თავისთავად ცხადია, რომ თავად ხედირასა და მსოფლიოს ჩემპიონ ჩაბი ალონსოს ეს არ ემუქრებათ. რჩება სამეული: ფერნანდო გაგო, ლასანა დიარა და მაჰამადუ დიარა, რომელთაგან ერთ-ერთს "ლოს ბლანკოსთან" გაშორება ემუქრება. სავარაუდოდ "რეალი" მალის ნაკრების წევრ მაჰამადუ დიარას გამოეთხოვება, რომელიც "სამეფო კლუბში" 2006 წელს 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა. ლასანა დიარას შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, მაგრამ აქ ერთი მომენტია - ფრანგმა ჟოზე მოურინიოს ერთობ მოაწონა თავი ვარჯიშებზე და ჟოზეს არ სურს კლუბი "ლასს" გამოეთხოვოს.

მადრიდელთა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ "რეალში" მოურინიოს მისვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. "ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც ძალზე მონდომებულია და ფეხბურთელებსაც თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ყოველი ვარჯიში "რეალში" ამ სიტყვების დასტურია. წინ მომქანცველი ცხრა თვეა" - აცხადებს "ელ ბუიტრე".

ლელო

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს