თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, მაურის გადაბირება "ფიორენტინასა” და "პალერმოს" მესვეურებს სურთ
"ლაციოს" ფეხბურთელებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და კლუბის მესვეურებს სერიოზული შეტევების მოგერიება უწევთ. ბოლო პერიოდში, ძალიან გააქტიურდნენ სტეფანო მაურის მიმართულებით, რომელიც "ბიანკოჩელესტეს" ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა.

თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, მაურის გადაბირება "ფიორენტინასა” და "პალერმოს" მესვეურებს სურთ. განსაკუთრებულად აქტიურნი ფლორენცილები არიან, რადგან მათი მთავარი პრიორიტეტული სატრანსფერო მიზანი შუახაზის გაძლიერებაა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან დიდია შანსი, “ვიოლა” რიკარდო მონტოლივომ დატოვოს და “მილანს” მიაშუროს. გავრცელებული ცნობის თანახმად, "ფიორენტინა" მზად არის 31 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ რვა მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ვეტერანი ფეხბურთელისთვის არც თუ მცირე თანხაა. თუმცა, "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო შეუვალია და აცხადებს, რომ მაური არ იყიდება:

"ივლისიდან სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდებით და რამდენიმე ფეხბურთელს შევიძენთ. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ გუნდი, რათა მომდევნო სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. შესაბამისად, წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის. სტეფანო გუნდის სული და გულია, მისი გასხვისება აზრადაც არ მოგვსლია. დიახ, "ფიორენტინას" და "პალერმოს" მესვეურები შემოგვეხმიანენ, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ წასულა. ყველა სიკეთესთან ერთად, სტეფანო გუნდის საბრძოლო განწყობაზე შესანიშნავად მოქმედებს და მისი სხვაგან გაშვება დიდი სისულელე იქნებოდა".

ლოტიტომ კი განაცხადა, წამყვან ფეხბურთელებს არ ვყიდითო, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ 24 წლის მეკარე, ფერნანდო მუსლერა რომს დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. ამ საკითხზე ლოტიტოს შემდეგი მოსაზრება აქვს:

“მუსლერას თავად სურს გუნდის დატოვება, ჩვენ კი ძალით ვერავის შევაჩერებთ. ძალიან კარგი მეკარეა, სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა “ლაციოში” და ბუნებრივიც არის, რომ მასზე დიდი მოთხოვნაა. ჩემი ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს სურთ მისი გადაბირება და ვნახოთ, რა წინადადებებით მოგვმართავენ. თუ მაინც გადაწყვეტს დარჩენას და კარიერის “ლაციოში” გაგრძელებას, მხოლოდ გაგვიხარდება”.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...