“ფეიენოორდის” დანიელმა თავდამსხმელმა აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა
როგორც მოსალოდნელი იყო, “ფეიენოორდის” დანიელმა თავდამსხმელმა იონ დალ ტომასონმა სეზონის დასრულებიდან ცოტა ხანში “დე კუიპზე” საპრესკონფერენციო დარბაზში სპეციალური შეხვედრა მოიწვია, სადაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა.

ფეხბურთელის ამ განცხადებას ყველა ელოდა, მას ხომ ბოლო სეზონში “ფეიენოორდის” შემადგენლობაში ტრავმის გამო ერთი წუთითაც კი არ უთამაშია. ასე რომ, ტომასონისთვის პროფესიულ კარიერაში უკანასკნელი შეხვედრად მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან გამართული მატჩი იქცა, სადაც მან პენალტი გაიტანა და მეორე ლეგენდარულ დანიელ თავდამსხმელ პოლ ნილსენს დაეწია ნაკრებში შედეგიანობის მხრივ. მათ ანგარიშებზე 52-52 გატანილი გოლია. ამდენი შედეგიანი გასროლისთვის თავდამსხმელს 112 შეხვედრა დასჭირდა.

დალ ტომასონი როტერდამელთა რიგებში წარმატებით ასპარეზობდა 1998-2002 წლებში (იქვე ირიცხებოდა 2008-დან დღემდე). მან ფეიენოორდული კარიერის პირველ ეტაპზე ჰოლანდიის ჩემპიონის, ჰოლანდიის თასისა და უეფას თასის მოგება მოასწრო. "ფეიეს” გარდა ის დანიურ “კეგეში”, ჰოლანდიურ “ჰერენვენში”, “ნიუკასლში”, “შტუტგარტსა” და “ვილიარეალშიც” თამაშობდა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ვეტერანი თავდამსხმელი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 2002 და 2004 წლებში დაასახელეს.

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...