ლუის ენრიკე "რომაში" მივიდა, გრეგორიო მანსანო "ატლეტიკოში", ლუის გარსია "ხეტაფეში"
გუშინ მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში სამი დანიშვნა გამოცხადდა ოფიციალურად - ახალი თავკაცები ჰყავთ იტალიურ "რომასა" და ესპანეთის დედაქალაქის ორ კლუბს "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს". პირველი შემთხვევაც კავშირშია ესპანეთთან, რადგან "რომას" თავკაცად ესპანელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლუის ენრიკე დაინიშნა.

დავიწყოთ იტალიის დედაქალაქით - ოფიციალურად დადასტურდა, რაზეც აქამდე ვწერდით, ლუის ენრიკე "რომას ახალი მთავარი მწვრთნელია. "ბარსელონა ბ-ს" ყოფილი თავკაცი "რომას" ახალ ერას იწყებს. ლუის ენრიკემ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის გაზრდა კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი. ლუის ენრიკემ "ბარსას" სარეზერვო გუნდის 4-კაციანი სტაფი თან იახლა. რომაულ კლუბში 41 წლის სპეციალისტი წელიწადში 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ ცნობამდე რამდენიმე საათით ადრე ლუის ენრიკემ მედიას განუცხადა, რომ "რომასთან" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს მხოლოდ მისი ხელმოწერაღა აკლდა.

ლუის ენრიკე "რომაში" დროებით მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას შეცვლის, რომელიც თებერვლიდან ხელმძღვანელობდა გუნდს (პოსტზე მან კლაუდიო რანიერი შეცვალა). "რომამ" სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებს.

ორმა მადრიდულმა კლუბმაც გაიფორმა ახალი თავკაცი - "ატლეტიკოში" გრეგორიო მანსანო მივიდა, ხოლო "ხეტაფეში" - ლუის გარსია. "ატლეტიკომ" მანსანოს 12-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმა. მას შემდეგ, რაც 55 წლის სპეციალისტმა "სევილია" დატოვა, მის ბედს სხვადასხვა გუნდს უკავშირებდნენ. მანსანო "ატლეტიკოში" კიკე ფლორესს შეცვლის, რომელსაც კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ, თუ იგი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა, ასე არ მოხდა ("ატლეტიკო" მე-7 ადგილზე გავიდა) და კიკე ფლორესსაც დაემშვიდობნენ. სხვათა შორის, მანსანო ერთხელ უკვე წვრთYნიდა "ატლეტიკოს" - ეს რვა წლის წინ იყო, შემდეგ მანსანო "მალიორკაში" გადავიდა, საიდანაც "სევილიაში" აღმოჩნდა.

სხვათა შორის, მანსანოს სავარაუდო სამუშაო ადგილად უფრო მეორე მადრიდულ კლუბს, "ხეტაფეს" ასახელებდნენ, მაგრამ სანამ "ატლეტიკო" მანსანოს დაასახელებდა, არაბების მიერ ნაყიდმა "ხეტაფემ" ახალ მწვრთნელად ლუის გარსია დანიშნა. კლუბის ოფიციალური საიტის მტკიცებით, 38 წლის ლუის გარსიას მედიას დღეს წარუდგენენ. 10 დღეა, რაც "ხეტაფე" უმწვრთნელოდაა, მას შემდეგ, რაც გუნდიდან მიჩელი გაუშვეს. ლუის გარსია ბოლო სეზონში "ლევანტეს" წვრთნიდა და გუნდი პრიმერადივიზიონიდან დაქვეითებისგან იხსნა. არადა, სეზონის შუაში, თითქოს" უიმედო მდგომარეობა ჰქონდა. ლუის გარსია "ხეტაფესთან" 3-წლიან კონტრაქტს აწერს ხელს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა