ინტერვიუ ქარიმ ბენზემასთან

"სამეფო კლუბში" გადასვლიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ ბოლომდე გაუშინაურდა გარემოს და ახალი საფეხბურთო წელი "მისი სეზონი" იქნება "რეალში". ბენზემამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ ლოს ანჯელესში მისცა, სადაც "ლოს ბლანკოსი" ახალი სეზონისთვის ემზადება.

- რას უნდა ველოდოთ თქვენგან ახალ სეზონში?

- უკვე ერთი წელიწადია "რეალში" ვთამაშობ, ესპანურიც უკეთ ვიცი, ასე რომ, თავს კლუბში ბოლომდე გაშინაურებულად ვთვლი. ვფიქრობ, ახალ სეზონში ჩემი დრო მოვა...

- რას ჰპირდებით "რეალის" გულშემატკივრებს?

- გოლებს. ვიმედოვნებ, რომ "რეალის" მაისურით ამ სეზონში ძალიან ბევრ გოლს გავიტან. ძალიან ბევრს ვიშრომებ, გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩემი იმედი ჰქონდეთ. ნამდვილად კარი წელი მელის...

- გუნდი წლეულს რა მიზანს ისახავს?

- ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც ძალზე მოწადინებულია და ბოლომდე ახალი პროექტის განხორციელაბაში ჩართულია, რაც ძალიან დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია ისაა, რაც "რეალს" ეკადრება, მოგება ყველა ტიტულის, სადაც მონაწილეობას ვიღებთ.

- რა შთაბეჭდილება შეგექმნათ ჟოზე მოურინიოზე?

- მოურინიო უბრალოდ დიდი მწვრთნელია. ის ძალიან ძლიერია და ფეხბურთელთა დიდი მეოხია, მისი სიტყვები თვითრწმენას გვმატებენ. ის ნამდვილი გამარჯვებულია და ჩვენგანაც მხოლოდ საუკეთესოს ითხოვს.

- რა მოგთხოვათ მოურინიომ?

- მან მითხრა ძალზე მარტივად - ვითამაშო ის ფეხბურთი, რაც შემიძლია და გავიტანო, რაც შეიძლება მეტი გოლი. ზუსტად ასე ვაპირებ მოქცევას. თითოეულ ჩვენგანში დარწმუნებულია, რაც ფრთებს გვასხამს ახალი სეზონის წინ.

- "რეალში" ახალწვეულებიც არიან, რას იტყვით მათზე?

- დიდებული ფეხბურთელები არიან და უთუოდ გააძლიერებენ მადრიდს. მთავარია, ისინი გუნდთან კარგად შეთამაშდნენ.

- წინასასეზონო შეკრება როგორ მიმდინარეობს?

- ყველაფერი კარგადაა. აქ თავს ძალზე მშვიდად ვგრძნობთ. მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბევრი ტიტული მოვიგოთ. ყველანი მოწადინებულნი ვართ და ეს ვარჯიშებზეც კი იგრძნობა.

- რას ეტყვის ქარიმ ბენზემა მადრიდისტებს?

- ჰქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე როგორც ყოველთვის. მე მათ ბენზემას საუკეთესო ვარიანტს ვპირდები, ისეთს, როგორიც აქამდე ჯერ არ უნახავთ.

ლელო

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...