ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვის "უნივერსიტატეას" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"ჩვენ სასარგებლოდ ბევრი რამ მოხდა. ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ყველასთან შეიძლება ბრძოლა. ეს ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ. რეალობაა, რომ კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებულნი. არაა საჭირო არასწორი მოლოდინის გაჩენა. წაგების შემდეგ გვაკრიტიკებენ, რადგან არასწორი მოლოდინი არსებობს. ვერ გეტყვით, რისი მოლოდინი მაქვს მომდევნო ეტაპზე. ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვერ დაგპირდებით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ჩვენს გუნდებს მეორე ნომრად თამაში უჭირთ. თავიდან მეტოქე უპირატესობას ფლობდა და გაგვიმართლა, რომ გოლი არ გავუშვით. შემდეგ უკვე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ.

დღეს პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან სათამაშო დისციპლინა კარგი იყო. სტაბილურად ასე უნდა ვითამაშოთ და კმაყოფილი ვიქნები.

ნიკა სანდოხაძის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. ექიმი გამოკვლევაზე გაჰყვა და გვითხრა, რომ კარგადაა. კარგად ითამაშა და შემართება თანგუნდელებს გადასდო".

გოგას
დავეთანხმები მეგობარს და ვიტყვი ბათუმს ცოტათი არ გაუმართლა და ანგარიში არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. ორი თამაში რომ ყოფილიყო სულ სხვა შედეგი შეიძლება დამდგარიყო. მომენტები ორივე ტაიმის დასაწყისში ქონდა ბათუმს. თვითონ ვერ შეაგდეს და მეორე გოლი როგორიც გავიდა ყველამ ვნახეთ.
შოკირებული გულშემატკივარი
მადლობა გახარებისთვის! ქართული ფეხბურთის გადასარჩენად იქნებ მწვრთნელები დაეხმაროთ ერთმანეთს? ჩვენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები მანამდე კი აეკრძალოთ უმაღლესი ლიგის გუნდთან მუშაობა
Master
ნამდვილად მწვრთნელმა მოიგო ეს თამაში,რა თქმა უნდა ფეხბურთელების დამსახურებაც დიდია,თუმცა ჭიაბრიშვილმა დაამტკიცა რომ მაღალი დონის მწვრთნელია.სამ ფეხბურთელს დაეჭიმა კუნთი ბოლოს,ვერ გაუქაჩეს ევროპულ ტემპს,ანუ მწვრთნელმა მაქსიმუმი გამოწურა თავისი ფეხბურთელებიდან,ამას მოხერხება უნდა.
x.x
სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი რეგრეს განიცდის, მოგება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ რა დონის გუნდები გვყავს კი ვხედავთ.
ვერ დაგეთანხმები
გუშინ თუ ნამდვილად უყურე ორივე თამაშს, მაშინ ჯობდა გეთქვა, რომ საბურთალო ხასიათის გუნდია საქართველოშიც და კარგია რომ 10 ბურთი არ გაუშვა. ნამდვილად არაფერი გაუკეთებიათ. ერთადერთი გულიაშვილს მივაქცევდი ყურადღებას, ახლა უნდა მაგას კარგი მწვრთნელი და კარგი "პატრონი". რაც შეეხება ბათუმს. ვერანაირად ვერ ვიტყვი არ უთამაშიათო. ჯერ კიდე გაძლიერება და გამოცდილება უნდა. ეპიზოდური კარგი თამაშით ევროპაზე რაიმეს მიღწევა ძნელია. იმასაც უნდა დანახვა, რომ მეტოქეს კომბინაციური ბურთი არ გაუტანია. პორტუგალიელის კარგად დაყენებული დარტყმა, საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი (ამან ბათუმი აშკარად გააჩანაგა). სხვა რამდენი მომენტი გახსენდებათ? გულნატკენი ლაპარაკობ, არც არავინაა აღფრთოვანებული. მაგრამ დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე ჯერ-ჯერობით ესაა, ბათუმი თუ განვითარებას გააგრძელებს გაისად ეგებ უკეთესადაც გამოვიდეს. ხომ იცი იმედი ბოლოს კვდება.
გოგა
ნამდვილად არ ველოდი ლოკომოტივისგან ასეთ თამაშს, გაზრებულ ფეხბურთს თამასობდნენ და ეტყობოდათ ტაქტიკურად კარგად განსწავლილები იყვნენ,მწვრთნელის დავალება ყველა რგოლმა 100% შეასრულა. აი ბათუმს და საბურთალოს წუხელ ფეხბურთი არ უთამაშიათ, ეპიზოდურადაც კი ვერ ახერხებდნენ ფეხბურთის თამაშს
ვანჩოპე
მოგება კარგია და მუდამ გვახარებს. მაგრამ მგონია რომ ცოტა წაიყუმარეს გუნდებმა. უმეტესი ევროპული ბუკმეკერები ფსონს არ იღებდნენ ამ თამაშზე. ანუ იდეა მომწონს. ადრე როცა ქართული კლუბები ყუმარობდნენ აგებდნენ( თბილისის დინამოს გამოკლებით რომელიც ჯგუფურში მოხვდა).
გოჩა
სრულად ვეთანხმები მწვრთნელს,ტაქტიკა სწორი,სათამაშო დისციპლინა კარგი,რომ არ.ვთქვა არ შეიძლება,ფიზ მომზადება სუსტი,კარგი იყო ყჩაღ ლოკომოტივი,ხომ შეიძლება მწვრთნელი შევაქოთ,ჭიაბრიშვილს 10იანი.
კახა ქ.
სათამაშო დისციპლინა ქონდა ლოკოს კარგი,რის ხარჯზეც მოიგეს.ღოჩაღ ჭიაბერაშვილი,ეს მოგება მისი დამსახურებაა ფეხბურთელებთან ერთად.
გელა
მწვრთნელის ერთ ერთი უმთავრესი მოვალეობა გუნდი ფსიქოლოგიურად მოამზადოს მოედანზე საბრძოლველათ. მან მისცეს მოტივაცია ფეხბურთელებს რაც გამოჩნდა დღევანდელ მატჩში გუნდმა იბრძოლა, ჩადო ყველაფერი, ითამაშა სწორად დისციპლინირებულად და გაიმარჯვაა მასზე ბევრად ძლიერ მეტოქესთან. რომც წააეგოო მაინც ტაში ეკუთვნოდა დღევანდელი თამაშისთვის ლოკოს. რაც შეეხება სხვა გუნდებს მართაც, რომ უშანსოთ და ვიტყოდი ცოტა სამარცხვინოთაც წააგეს თავიანთი თამაშები სხვა კლუბებმა. საბურთალოსგან და ბათუმისგან უფრო მეტს ველოდი შეიძლება წააგო თამაში, მაგრამ წააგო ღირსეულად ბრძოლაში. ასეთი უსახური ფეხბურთის შემდეგ (განსაკუთრებით საბურთალოს მხრიდან)ძნელია მომავალში წარმატებაზე იფიქრო. საბურთალო ეტყობოდა,რომ გუნდი უკვე წაგებული გავიდა მოედანზე სათამაშოდ. რაც შეეხება ბათუმის დინამო პირველ ტაიმში უბრალოდ ბურთს ფლობდა გუნდი, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო მითუმეტეს, რომ მისი მეტოქე არ იყო ის გუნდი თავისი კალიბრით, რომელთანაც 3-0 უშანსოდ უნდა წაეგო ბათუმს. ჩემი აზრით საბურთალოს და ბათუმის დინამოს უფრო მეტი შეეძლოთ და მათგან ასეთ უსახურ თამაშს ნამდვილად არ ველოდი ასეთ თამაშებში გუნდებს მეტი მოეთხოვებათ.
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა