ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა თავისი მორიგი ბრძოლის შესახებ "ტვიტერის" მეშვეობით გამოაცხადა
კრივის ისტორიის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა (41-0, 25KO) სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით გამოაცხადა თავისი მორიგი ბრძოლის შესახებ. 2011 წლის 17 სექტემბერს ის რინგზე გავა ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონის ვიქტორ ორტისის (29-2-2, 22KO) წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში სწორედ WBC-ის საჩემპიონო ქამარი გათამაშდება.

მოგვიანებით ბრძოლის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს პრესრელიზი, რომელშიც დაადასტურეს ეს ინფორმაცია. "მზად ვარ რინგზე დავბრუნდე და ჩემს თაყვანისმცემლებს კრივის მორიგი ფანტასტიკური საღამო ვაჩუქო. შევხვდები დღეისთვის უძლიერეს მოკრივეს. სწორედ ასეთად მიმაჩნია ვიქტორ ორტისი, - განაცხადა მეივეზერმა. - ის მოქმედი ჩემპიონი და ძალიან ნიჭიერი მოკრივეა, რომელმაც მთელი თავისი ოსტატობა გვიჩვენა ანდრე ბერტოს წინააღმდეგ.

ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ასეთი გამოწვევები მჭირდება: ახალგაზრდა, ძლიერი, პერსპექტიული მოკრივე, რომელიც ჩემი დამარცხებით შეეცდება კრივში სახელის შექმნას. უნდა შევაქო იმის გამო, რომ მან ამ ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ 17 სექტემბერს ის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდება, რიგით 42-ე, რომელიც ეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. დამიჯერეთ, ეს ასე მოხდება".

"პატივს ვცემ მეივეზერს, რადგან ის მრავალი წლის განმავლობაში ჩემპიონი იყო. დარწმუნებული ვარ, სრულ მზადყოფნაში შეხვდება ბრძოლას, მაგრამ მეც კარგ ფორმაში ვიქნები, - ამბობს ორტისი. - ძლიერი მოკრივე ვარ და ყველა ღონეს ვიხმარ ჩემი კრიტიკოსების გასაჩუმებლად. სამართლიანად ვფლობ საჩემპიონო ტიტულს და უახლოეს წლებში არ ვაპირებ მის დათმობას. ეს იქნება დიადი ბრძოლა, მაგრამ ჩემპიონად ისევ მე დავრჩები, თანაც დიდი ხნით".

სავარაუდოდ, ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და ორივე მოკრივე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მეთოდიკით გაივლიან დოპინგზე შემოწმებას. როგორც ამერიკული პრესა წერს, მეივეზერი ამ ჩხუბისთვის 40 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ძალიან მაღალი ჰონორარია. იმავე მენი პაკიოამ შეინ მოზლისთან ბოლო ბრძოლაში 20 მილიონი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა მეივეზერმა 2010 წლის მაისში ჩაატარა - მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო შეინ მოზლის.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე