ტელეკომპანია NBC-მ კვლავ მიიღო ამერიკის ტერიტორიაზე ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლება
ტელეკომპანია NBC-მ კვლავ მიიღო ამერიკის ტერიტორიაზე ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლება. მომავალი ოთხი ოლიმპიადის ჩვენებისთვის ამერიკულმა კორპორაციამ 4 მილიარდი დოლარი გადაიხადა. კონტრაქტი 2020 წლამდე იქნება ძალაში. NBC-მ ტენდერი მოიგო ორი კონკურენტთან - ESPN-თან და Fox-თან ბრძოლაში.

გამარჯვებულ ტელეკომპანიას ექსკლუზიური უფლებები აქვს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე (2014), რიო დე ჟანეიროს ზაფხულის თამაშებზე (2016), აგრეთვე 2018 წლის ზამთრისა და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადებზე, რომელთა მასპინძელი ქალაქები ჯერ არჩეული არ არის.

ოლიმპიადების ტრანსლირების ფასი იზრდება. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არა თითოეული ოლიმპიადის, არამედ თამაშების პაკეტებად გაყიდვა დაიწყო, პირველი კონკურსი სწორედ NBC-მ მოიგო და ამისთვის 2.5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამ თანხის სანაცვლოდ ტელეკომპანიამ გადასცა სოლტ-ლეიკ-სიტის, ათენის, ტურინისა და პეკინის თამაშები. ბარსელონას ოლიმპიადიდან (1992) მოყოლებული, NBC 11-დან ცხრა ოლიმპიადის ტრანსლირებას ახდენდა.

კატალონიის დედაქალაქში გამართულმა ოლიმპიადამ კომპანიას 99 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მოუტანა, მაგრამ დანარჩენი თამაშები მომგებიანი იყო. სარეკორდო - 100 მილიონი მოგება მოიტანა პეკინის ოლიმპიადამ.

2008 წელს ვანკუვერის ზამთრის თამაშები ცუდ პერიოდს დაემთხვა. ექსპერტების შეფასებით, იმ დროს ამერიკაში სარეკლამო ბაზარი 13 პროცენტით დაეცა. სპონსორობაზე უარი თქვეს ისეთმა პრესტიჟულმა კორპორაციებმა, როგორებიც არიან General Motors და Bank of America. შესაბამისად, კანადური ოლიმპიადის ტრანსლირებისას NBC-ის ზარალმა დაახლოებით 223 მილიონი დოლარი შეადგინა.

მაგრამ ამან ვერ შეაჩერა NBC-ის ხელმძღვანელობა. მით უმეტეს, რომ წაგების გარდა, ვანკუვერმა ტელეკომპანიას გარკვეული წარმატებები მოუტანა. ამ ზამთრის თამაშებმა ბოლო ოლიმპიადებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი დაწერა, თავად არხი კი გასული წლის თებერვალში პოპულარობით პირველ ადგილზე გავიდა ამერიკაში. არადა, როგორც წესი, რეიტინგის მიხედვით მეოთხე იყო.

NBC, რომელიც 2009 წელს მედიაკორპორაცია Comcast-მა შეიძინა, აქცენტს სპორტულ ტრანსლიაციებზე აკეთებს. 2005 წლის ლოკაუტის შემდეგ, სწორედ ეს კომპანია გახდა NHL-ის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლების მფლობელი, რითაც ამ ბაზრიდან გააძევა ESPN. მართალია, იმ დროს ჰოკეის რეიტინგი დაცემული იყო, მაგრამ NBC-თვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გახლდათ ამ ნიშის დაკავება.

კარგ შემოსავალს იღებს კორპორაცია სუპერბოულის მატჩებზე სარეკლამო დროის რეალიზაციით. მაგალითად, 2009 წელს რეკლამის გაყიდვიდან შემოსულმა საერთო თანხამ 261 მილიონი დოლარი შეადგინა.

კორპორაციის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ვანკუვერის ისტორია აღარ განმეორდება. ამერიკის სარეკლამო ბაზარი გამოცოცხლდა და უკვე მიღებულია სარეკლამო დროის შესყიდვის გარანტიები ტრადიციული მსხვილი სპონსორებისგან.

ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ოლიმპიადის ტრანსლირების უფლებისთვის დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული სამ კომპანიას შორის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა სავსებით კმაყოფილია გარიგებით. ახლა მან ანალოგიური კონტრაქტები უნდა გააფორმოს ევროპის, აზიისა და ავსტრალიის ტელეკომპანიებთან, რაც არანაკლებ შემოსავალს მოიტანს.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"