საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "როტორში" იჯარით გადასვლის მიზეზებზე და პერსპექტივაზე ისაუბრა.

მე კიდევ ვიბრძოლებ ჩემპიონობისათვის

- "ხიმკისთან" სტუმრად აღებული ქულა ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა. ეს გუნდი ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. ვთვლი, რომ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში ცოტა ცუდად, სწრაფი გოლი გავუშვით.

- "როტორს" უჭირს, რადგან ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია?

- ვერ ვიტყვი, რომ გვიჭირს. ჩვენს გუნდში ბევრი ფეხბურთელი ძალიან გამოცდილი არ არის. წინ სანაკრებო პაუზაა და მუშაობისთვის დრო გამოჩნდება. ახლა პრობლემა ისაა, რომ ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება.

- ბოლო რამდენიმე წელიწადი თქვენ პირადად ჩემპიონობისთვის იბრძოდით, ახლა კი გავარდნის ზონაში იმყოფებით. ეს გძაბავთ?

- არა, მე ყველაფერი წინ მაქვს, კიდევ ვიბრძოლებ პირველი ადგილისათვის. უბრალოდ ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მე თამაში მჭირდებოდა. ნელ-ნელა ფორმაში ვდგები. "როტორში" იჯარით ზამთრამდე ვარ, დრო გვაჩვენებს, მომავალში რა და როგორ იქნება.

- რატომ მაინც და მაინც „როტორი“? სხვა ვარიანტებიც ხომ იყო.

- ვერ გეტყვით. აქ ჩემი ბევრი მეგობარია, ალბათ, ამიტომ. აქ ადაპტირება ადვილია.

- "როტორში" ბევრი ქართველები ხართ. ეს როგორ გამოვიდა?

- არ ვიცი. ეს მწვრთნელმა უფრო იცის.

- ამბობენ, აქ ერთი აგენტის, მამუკა ჯუღელის გარეშე არაფერი არ მოხდა, რომელმაც ყველა ქართველები ერთად შეგკრიბათ.

- მწვრთნელს რომ არ უნდოდეს, აგენტი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ე.ი. ხაცკევიჩსაც სურდა, რომ ქართველები აქ შევკრებილიყავით. მე ჩემი არჩევნით კმაყოფილი ვარ. კარგი ქალაქია, შესანიშნავი სტადიონი, ვოლგოგრადელებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. კარგი შედეგისთვის ყველა პირობები არსებობს.

სიომინი წავიდა და ყველაფერი დასრულდა...

- ზაფხულში "ლოკომოტივმა" 31 წლის ცენტრალურ მცველ სლობოდან რაიკოვიჩს გაუფორმა კონტრაქტი. ეს უცნაურად არ მოგეჩვენათ?

- ახლა "ლოკომოტივზე" ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან "როტორის" ფეხბურთელი ვარ. აიყვანეს და აიყვანეს. გამოდის, მწვრთნელმა და ხელმძღვანელებმა ასე გადაწყვიტეს.

- გასული სეზონის მეორე ნახევარში ისე მოჩანდა, რომ "ლოკოს" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდით. რა მოხდა შემდეგ?

- დიახ, დავბრუნდი და ყველაფერი ნორმალურად იყო. მერე სიომინი წავიდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა და მორჩა...

- ნიკოლიჩს თავისი გადაწყვეტილება არ აუხსნია?

რა უნდა ვთქვა? როდესაც 5-6 მატჩში სათადარიგო ხარ, ყველაფერი ნათელი ხდება. წასვლა და თამაშია საჭირო. არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. მე თვითონ მივედი ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ თამაში მინდა. ამიტომ ვარ „როტორში“.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივიდან" წასვლის გამო აღარ გათამაშებდნენ. ამის შესახებ გაიგეთ?

- ეს სისულელეა. უბრალოდ ტრავმა მქონდა, წლის დასაწყისში შეკრებაზე მოვირჩინე, მერე "ზენიტთან", "ახმატთან" და "როსტოვთან" ვითამაშე და დაიწყო კორონავირუსი. ჩემპიონატზე პაუზის შემდეგ სიომინი წავიდა და თავადაც ნახეთ, რაც მოხდა.

- როგორ აღიქვით სიომინის წასვლა?

- მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ის ჩემთვის ლეგენდაა. მე ის მიყვარს, პატივს ვცემ და სიცოცხლის ბოლომდე მისი პატივისმცემელი ვიქნები. ყველაფერ იმას, რაც მან გამიკეთა, არასოდეს არ დავივიწყებ. მე მასთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს არასოდეს არ შეიცვლება.

- ერთმანეთს ურეკავთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, სიომინი ჩემთვის ცოცხალი ლეგენდა და "ლოკომოტივში" ყველაზე პატივცემული ადამიანია.

- ამბობენ, "ლოკომოტივში" წონასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოგეშვათ.

- რასთან დაკავშირებით?

- ზედმეტ წონასთან.

- ასეთი რამ არ ყოფილა. შეიძლება შეკრებაზე 2-3 კილოგრამი მომატებული მქონდა, მაგრამ სეზონისას ყოველთვის ფორმაში ვიყავი.

- თქვენს მომავალს "ლოკომოტივს" უკავშირებთ, თუ ეს კვე განვლილი ეტაპია?

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

- უბრალოდ, თქვენი კონტრაქტის დასრულებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები დარჩა.

- და მერე რა? ვნახოთ, რა იქნება. მსოფლიოში ბევრი გუნდია, მარტო "ლოკომოტივი" კი არ არის. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული: უნდათ თუ არა ჩემი უკან დაბრუნება? თუ არა, არც მე მინდა. იქ სათადარიგოთა სკამზე აღარ დავჯდები. ეს 100%-ით ასეა.

შურა ბალაგანოვი
ტრავმა ქონდა და ჯერ ასვენებენ
genius1113
წარმატებები საბას... არ ვწერ სადისკუსიოდ და არ მინდა არაინფორმირებული მსჯელობა... რედაქციას,.. ავტორს.. შეკითხვა, შარშან უფას საუკეთესო ფეხბურთელი იყო ლამის და დღეს პირველი ტურის მერე არ უთამაშია ..ტაბიძეზე ვამბობ. ან აგენტი არა ყავს, ან ტელეფონი არა აქვს?? რამე იკითხეთ ბიჭო, ამ თარგმანებით რო გვაძღებთ
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა