ჩაწყობილი თამაშების ახალი საქმის გამოძიებისას პოლიცია სერია A-ს რამდენიმე კლუბზე გავიდა
ჩაწყობილი თამაშების ახალი საქმის გამოძიებისას პოლიცია სერია A-ს რამდენიმე კლუბზე გავიდა, მათ შორის რომაზე. საქმეში ფრანჩესკო ტოტისა და კრისტიან ვიერის სახელებიც ამოტივტივდა

იტალიაში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიება ახალ დონეზე გავიდა. იტალიური პრესა ფიგურანტებად ისეთ ავტორიტეტულ ადამიანებს მოიხსენიებს, როგორებიც არიან ფრანჩესკო ტოტი და კრისტიან ვიერი, ხოლო "უცნაური" მატჩების კატეგორიაში სერია A-ს ოთხი შეხვედრა გაიყვანეს. გუშინ კრემონაში დაკითხეს ეჭვმიტანილები - წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ჯუზეპე სინიორი და ორი ბუკმეიკერი - მასიმო ეროდიანი და მარკო პირანი. ამ ტრიოს მიიჩნევენ იტალიაში დანაშაულებრივი ორგანიზაციის ბოსებად. სწორედ ამ დაჯგუფების საქმიანობის გამოძიებისას ამოტივტივდა ცნობილი სახელები - ვიერი, ტოტი და "ლეჩეს" ფორვარდი დანიელე კორვია.

ეს ვარსკვლავური დუეტი ჯერ არ მიიჩნევა ეჭვმიტანილად, მაგრამ მათმა ადვოკატებმა უკვე მიანიშნეს სასამართლოში კლიენტების ღირსების სავარაუდო დაცვის შესახებ.

რაც შეეხება სინიორის, პროკორორ გვიდო სალვინისთან დაკითხვაზე ბეპემ კატეგორიულად უარყო მაქინაციებში თავისი მონაწილეობა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამოძიებას ერთადერთი ხელმოსაჭიდი აქვს - სინიორის სახლში ნაპოვნი რვეული ტოტალიზატორში თამაშის წესებით. პოლიცია გამოძიების დროს ეჭვმიტანილების - ეროდიანისა და პირანის ტელეფონებს უსმენდა. ისინი "ფიორენტინასა" და "რომას" მატჩის (2:2) შემდეგ ლაპარაკობდნენ ბოლონიაში გამგზავრებასა და ფულის გაყოფაზე. სწორედ ბოლონიაში ცხოვრობს ამ საქმის ფიგურანტთა უმეტესი ნაწილი, მათ შორის სინიორი, რომელიც გამოძიების ვერსიით შუამავალი იყო ბუკმეიკერებსა და მის ნაცნობ ფეხბურთელებს შორის. "ფიორენტინასა" და "რომას" მატჩზე ეჭვს აძლიერებს ტოტის საუბარი "რომას" ყოფილ ფეხბურთელთან კორვიასთან. ფრანჩესკო ამბობს, რომ მატჩში ბევრი გოლი იქნება და სწორედ ამაზე შეიძლება ფსონის ჩასვლა.

თავად კორვიამ ჯერ კიდევ 16 მაისს მიმართა განცხადებით რომის პროკურატურას უცნობი პირისგან მიღებული სატელეფონო ზარის შესახებ. ეს "უცნობი" ეროდიანი აღმოჩნდა.

იტალიური ფეხბურთის გაწმენდის მორიგი ოპერაცია სერია A-მდეც მივიდა. მოკრძალებული "ბენევენტოს" დაპატიმრებულმა მეკარემ მარკო პაოლონიმ განაცხადა, რომ სერია A-ს შარშანდელი მატჩი "ინტერსა" და "ლეჩეს" (1:0) შორის ჩაწყობილი იყო. განსახვავებული კლასის გუნდებს შორის მატჩში ფავორიტის დიდი ანგარიშით მოგებას ელოდნენ, მაგრამ მილანელებმა პაცინის მონდომებით ერთადერთი გოლი გაიტანეს. როგორც ჩანს, ამაზე ვიღაცამ სოლიდური თანხა მოხსნა.

სწორედ ამ მატჩთან დაკავშირებით ამოტივტივდა ვიერის გვარი, რომელიც თითქოს ტოტალიზატორის აქტიური მოთამაშეა და საქმის კურსში იყო "ინტერი"-"ლეჩეს" მატჩის ჩაწყობილ შედეგზე.

მეორე მოწმე, რომელიც პირად ინფორმაციას იღებდა პაოლონისგან (როგორც ჩანს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ) სერია A-ს სხვა მატჩებზე ჩადიოდა ფსონებს: "ლეჩე"-"კალიარი" (3:3) და "ჯენოა"-"ლეჩე" (4:2). რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ შემთხვევაში "მეტ ბურთზე" თამაშობდნენ... პოლიციის მონაცემებით, მაქინატორებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს ფსონი სარგებლობს. საინტერესოა, რომ ოთხი საეჭვო შეხვედრიდან სამში "ლეჩე" მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაშიც შარშან კორვია თამაშობდა.

ჩაწყობილი თამაშების არასრული სია

სერია A

ინტერი-ლეჩე 1:0

ფიორენტინა-რომა 2:2

ლეჩე-კალიარი 3:3

ინტერი-ლეჩე 4:2

სერია B

ლივორნო-ასკოლი 1:1

ასკოლი-ატლანტა 1:1

ატალანტა-პიაჩენცა 3:0

პადოვა-ატალანტა 1:1

სიენა-სასუოლო 4:0

დევიდ აირონს
მკითხველი, არ ვიცი, შენ რომელ საიტებზე ეძებ და ვერ პოულობ, თუ გაინტერესებს წაიკითხე იტალიური ჟურნალი "დე ლა სპორტ"-ი, 23 მაისის გამოცემა... p.s. ხომ არ ჯობია ჯერ ინფორმაცია ბოლომდე მოვიძიოთ, ვიდრე "სიცრუეში" დავადანაშაულებდეთ ვინმეს?!
mkitxveli
რა სიცრუე და რა უაზრობაა,არც ერთ საიტზე არ მინახია მსგავსი სისულელე..რა ტოტი და რის ვიერი,ხალხი მილიონებში ცურავს და ყუმარს დაიწყებდნენ ახლა,მეტი არა აქვთ საქმე.
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა