ბირმინგემის ტურნირ "აეგონ კლასიკზე" სერბმა ანა ივანოვიჩმა ტატიშვილთან თითოეულ სეტს 22 წუთზე მეტი არ დაუთმო - 6:1, 6:0
არ დავმალავთ და ამ მატჩის წინ უჩვეულო ოპტიმიზმი გვქონდა - მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ანა ტატიშვილი (118) მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ანა ივანოვიჩს ხვდებოდა, რომელიც ბირმინგემის ტურნირ "აეგონ კლასიკზე" (საპრიზო ფონდი 220 ათასი ამერიკული დოლარი) მე-2 ნომრად იყო განთესილი.

რატომღაც გვჯეროდა ჩვენებურის გამარჯვების თუ არა, კარგი თამაშის. ინგლისურ ბალახის კორტებზე ეს ტურნირი "დიდი სლემის" შეჯიბრების, უიმბლდონის პირველობის პრელუდიაა და მეორე წრის მატჩში ერთამანეთის პირისპირ სერბი და ქართველი ანა დადგნენ. "როლან გაროსზე" ანა ტატიშვილმა პირველი სეტი 6:1 მოუგო მსოფლიოს მე-11 ჩოგან მარიონ ბარტოლის, შემდეგ ბარტოლი ნახევარფინალში გავიდა. ეს კი ერთობ გვაიმედებდა, რასაც ივანოვიჩის ცუდი სათამაშო ფორმა ერთვოდა, ბოლო თვეებია ის ძალზე წარუმატებლად გამოდის.

მატჩი დაიწყო ივანოვიჩის მოწოდებით და მიუხედავად იმისა, რომ მან ორი ეისი ჩაუგდო ქართველს, ტატიშვილმა პირველივე მოწოდება აართვა ფავორიტს! ცენტრალური კორტი სენსაციის იმედად გაინაბა, მაგრამ ამის შემდეგ მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი თამაშობდა, ტატიშვილი კი ყველაფერს აგებდა - 6:1, 6:0. სერბმა თითოეულ სეტს 22 წუთზე მეტი არ დაუთმო. სერბი მესამე რაუნდში გავიდა, სადაც კანადელ რებეკა მარინოს შეხვდება.

ჩვენებური "აეგონ კლასიკის" წყვილთა ბადეში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც ის ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნს შეუწყვილდა. ამ ეგზოტიკურმა დუეტმა პირველ წრეში ამერიკელები, ლინდსეი ლი-უოტერსი და მეგან მაულტონ-ლევი დაამარცხა - 6:4, 6:4. ტატიშვილი და ტაილანდელი მეოთხედფინალში გავიდნენ. მათი მეტოქეები წუხელ, გვიან ღამით გახდნენ ცნობილი. ერთეულებში გამოსვლისთვის ჩვენებურმა 15 სარეიტინგო ქულა და 1,3 ათასი დოლარი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი უიმბლდონის ტურნირზე ძირითად ბადეში იასპარეზებს, ეს კი მის კარიერაში პირველად მოხდება.

დევიდ აირონს
118-ჩოგანი რა თქმა უნდა ვერ მოუგებს, მე-2-ე ჩოგანს, მაგრამ მაინც მისასალმებელია, ქართველი ჩოგბურთელის უიმბლდონის ძირითად ბადეში ასპარეზობა! წარმატებები ანა!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა