ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დღეს გორში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს უმასპინძლებს

დღეს გორში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს უმასპინძლებს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. 4 სექტემბერს მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება. წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა 3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სამატჩო განაცხადში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გიორგი კუცია ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, ახალგაზრდულ ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება. 20 წლის ფეხბურთელი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრის განაცხადში იქნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი), სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

ვასილ მაისურაძე: "შემიძლია ვთქვა, რომ ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, ტრავმები არ გვაწუხებს. ამ ეტაპზე შანსი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მიეცემათ და ვთვლი, რომ ეს კარგია. ამ დონეზე მარტივი თამაშები არ არსებობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საფრანგეთის დონის ნაკრებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ".

მთავარ მწვრთნელთან ერთად ხვალინდელი შეხვედრის შესახებ 21-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ირაკლი ბუღრიძემ და ლუკა გუგეშაშვილმა ისაუბრეს.

ირაკლი ბუღრიძე: "გუნდი ძალიან კარგ განწყობაზეა, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. სასიამოვნოა, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაღალ დონეზე თამაში ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია და შევეცდებით, რომ ეს დავამტკიცოთ".

ლუკა გუგეშაშვილი: "საფრანგეთი ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი და ნამდვილად რთული მეტოქეა. ჩვენ მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან თამაში შეგვიძლია და ხვალაც შევეცდებით, რომ ეს გავიმეოროთ. სამწუხაროდ, იმ მატჩში არ გაგვიმართლა და ახლა ვეცდებით, რომ თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ გუნდში არსებული დანაკლისი არ შეგვეტყოს და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებთა დაპირისპირება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი 21-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებთა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით საფრანგეთი მეორე ადგილზეა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები კი, ექვს შეხვედრაში დაგროვებული 6 ქულით - მესამეზე.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

მთავარ ნაკრებში სათარიგოში უნდა მჯდარიყო. ახალგაზრდულისთვის კი დიდი ძალაა გიორგი, ასე რომ კარგია მთავარ ნაკრებთან საწვრთნელი პროცესები რომ გაიარა სამომავლოდ წაადგება.

• gela

დაცვის ხაზია სუსტი?? სხვა მაინც გეთქვა

• ჰაჰა

6 შეხვედრაში 6 ქულა? ეს ექვსი აიღეს პირველ 2 შეხვედრაში. მერე წააგეს სლოვაკიასთან, შვეიცარიასთან და საფრანგეთთან. სხვა აღარ მახსოვს. მეექვსე ვისთან ითამაშეს? უეფას საიტზევ 5 თამაში წერია.

• სოსო

ნაკრებს ისეთი ბიჭები მოაკლდნენ,მათი ანაზღაურება შეუძლებელია,სხვა ბიჭებიც შარშანდელთან შედარებით,წელს უარეს ფორმაში არიან,მაგრამ ბრძოლით და ორგანიზებულობით,ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს.არც მეტოქე იქნება საუკეთესო ფორმაში.წარმატებას და პირველ რიგში კარგ თამაშს ვუსურვებ, საქართველოს ნაკრებს.

• გიორგი

სუსტი დაცვითი ხაზიაა....

• შოკირებული გულშემატკივარი

ტრამვებს რო გადაურჩით უკვე კაია და ახლა თამაშით გაგვახარეთ

• ლაშა

მაგას ჯობდა სულ არ დაუძახა, ბიჭს მაგრად დაწყდებოდა გული, ვფიქრობ მორალურად დათრგუნული არც აქ 1 თამაშზე არაა შესაყვანი.

• kaxi

წარმატება ბიჭებს!

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა

[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში

U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი