ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსის მიერ გაკეთებული განცხადება არსებულ სიტუაციას ნათლად აღწერს.

არგენტინელს კლუბიდან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს, თუმცა კატალონიელები მის გამოსასყიდ თანხას - 700 მილიონ ევროს ითხოვენ.

"მან დაიმსახურა, რომ ყველაფერი თავად გადაწყვიტოს", - თქვა რამოსმა.

ლიონელი დარწმუნებული იყო, რომ კლუბი მის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებოდა და ტრანსფერს ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ "ბლაუგრანა" არგენტინელის უფასოდ გაშვებას არ აპირებს.

რომელია მესი: "ბარსას" პრივილეგირებული მოთამაშე თუ ვარსკვლავი, რომელსაც კლუბში ცუდად ეპყრობიან?! ლეო ანგელოზია თუ დემონი? აზრები უკვე ორად გაიყო.

მესის კარიერაში პირველად "ბლაუგრანას" კაპიტანს კლუბისვე გულშემატკივრები აკრიტიკებენ. კატალონიელთა ათიანი ამ კუთხით ყოველთვის ხელშეუხებელი იყო.

ფაქტი ერთია: "ბარსელონას" პრეზიდენტსა და ლიონელის მამის შეხვედრებს პრობლემა ჯერ არ გადაუწყვეტია.

ანგელოზი

მესის მიერ გაგზავნილი ფაქსის გასაჯაროების შემდეგ პირველი ადამიანი, ვინც მას მხარი დაუჭირა, კარლეს პუიოლი იყო. ლეგენდარული ესპანელის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს "ბარსელონას" შემტევმა ლუის სუარესმაც უპასუხა და მეგობარს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბევრი აღნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ იმ წარმატებებს, რაც არგენტინელმა "ბარსას" მოუტანა, ლეოს გუნდიდან უპრობლემოდ წასვლის უფლება უნდა მისცენ.

ლიონელს ტიტულების მოგება სურს, მაგრამ 33 წლის ასაკში კარგად იცის, რომ "ბარსელონას" საჩემპიონო გუნდის მალე შექმნის ძალა არ ჰყოფნის.

მესი ბოლო წლების განმავლობაში კლუბში სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ ეს სურვილი ამაო გახლდათ. ყველაფერს კლუბის არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა ემატებოდა და თან, "ბარსელონამ" ნეიმარის დაბრუნებაც ვერ შეძლო. თავმოყრილმა პროცესებმა არგენტინელში იმედგაცრუება გამოიწვია და "წითელ-ლურჯების" დატოვებაც ამიტომ გადაწყვიტა.

დემონი

პრესაში ლეოს კრიტიკა არ ჩანს. ერთდერთი, ვინც მესი საჯაროდ გაკიცხა, "ბარსელონას" ექსპრეზიდენტი ხოან გასპარია, რომელიც კლუბს სათავეში 2000-03 წლებში ედგა.

"მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ "ბარსელონას" წევრებსა და გულშემატკივრებს გუნდი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მოთამაშეები.

მესის დარჩენა ყველას გვინდა. განა მილიონობით ფანი, რომლებიც მის დარჩენას ითხოვენ, საკმარისი არაა?! ნუთუ "ბარსელონას" წყალობით არ გახდა არგენტინელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე", - განაცხადა გასპარმა.

ხშირად პატარა არგენტინელს, მესის ეროვნულ ნაკრებში ნაჩვენები შედეგის გამოც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ლეოს მიერ მოგებული 6-ვე "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" დამსახურებაა.

გულშემატკივრები ასევე აღნიშნავენ, რომ ერთ კლუბში გატარებული 20 წლის შემდეგ ფეხბურთელი ასე არ უნდა მოიქცეს. ისტორიას ხომ დღევანდელობისგან განსხვავებული დასაწყისი აქვს: ხელსახოცზე გაფორმებული პირველი კონტრაქტის შემდეგ, როცა არგენტინელის ოჯახი ლეოს სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, მესი კლუბს ასე არ უნდა ექცეოდეს, ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე დამამცირებელი აქტი იქნება.

წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი ფრანჩესკო ტოტის "რომასთვის" რომ გაეკეთებინა?

კაპიტანი, რომელსაც "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, ნელ-ნელა კარგავს მხარდაჭერას კლუბიდან წასვლის სურვილის გამო.

ფაქტი ერთია, საფეხბურთო სამყაროს მთელი ყურადღება ახლა სწორედ კატალონიისკენ არის მიმართული, რადგან შესაძლებელია, რამდენიმე დღეში "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე დიდი ეპოქა დამთავრდეს.

Sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

გიო
რომ ვფიქრობთ და ვყვირივართ ბარსელონა? ვინ წარმოგვიდგება და გვახსენდება პირველ რიგში? ბართომეუ, გულშემატკივრები თუ მესი? მესი ეს ბარსელონაა და პირიქით. და მსოფლიოს იმიტომ უყვარს და აფანატებს ბარსელონაზე, რომ მანდ თამაშობს მესი. წავა მესი და აღარ დაიდგმება საფეხბურთო სპექტაკლები და ბარსელონაც არ იქნება ისეთი როგორიც ჩვენ გვიყვარს. ბოლო 15 წლის მანძილზე მესიმ დაუწერა ბარსელონას ისტორია და თუ კაცმა დაინახა რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ ვარგა (ნეიმარის წასვლა, მეძროხე მწვრთნელის მოსვლა, არასწორი ტრანსფერები, პრეზიდენტის ორაზროვანი გამონათქვამები და კიდევ ბევრი სხვა, რაც ჩვენ კიდევ არ ვიცით...) წავა აბა რას იზამს. და მის ადგილზე ყველა ეგრე მოიქცეოდა, რადგან პირველ რიგში მესის მოეკითხება ბარსელონას წარუმატებლობა.
ქინძაძა
ნორმალური მწვრთვნელი მესისთან ვერ იმუშავებს ისე აქვს თავში ავარდნილი.ეტყობა დაავიწყდათ რატომ წავიდა ბარსადან გვარდიოლა მესის თავნებობას გაეცალა.შე დალოცვილო წასვლა თუ გინდა გუნდიდან წადი რა კაცურად,ან მამას რატომ რევ ამ საქმეში.
ლაშას
შენ ისევ შენსას უბერავ არა? ბევრი რამე ჩანს გარედან, მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო. ბიჭო გიმეორებთ არ გევასებათ მესი აუსვით რა და გაიარეთ, მართლა ნუ შეაკიკინეთ უკვე. მერე რას ამოგიჩემებიათ იმან კაცად აქცია ამან ეს გაუკეთა. მესიმ როგორც ბრწყინვალე ფეხბურთელმა ყველას დაუბრუნა ვალი ისე, რომ ლეოს არავისი ვალი არა აქვს, აქეთ გვაქვს ყველას მისი ვალი, ამდენი წელი, რომ შემოგვწირა! მესის ყოველთვის დავიცავთ თქვენნაირი მატრაბაზებისგან. სამში, რომ არა ხართ რას ბოდიალობთ. ლეოზე თუ კიდევ გააბაზრებ ერთი წლით დაგინება არ აგცდება.
არტ
ზოგადად ჰეიტერობა მაგარი მ. და ძირითადად დაკომპლექსებული ცხოვრებაზე გამწარებული ხალხის დამახასიათებელია. რა გაუხურეთ ამ მესის, დაგიჩემებიათ მაგის იყო ყველაფერიო რომელი ინსაიდერები თქვენ ხართ, კლუბის გასახდელი კი არა ქალაქი ბარსელონაც არ გაქვთ თვალით ნანახი. დიდხანს უერთგულა კიდევ და ზოგიერთივით კლუბიდან კლუბში არ ურბენია უკეთესი პერსპექტივის ძიებაში. ადრეც უნდა წასულიყო.
პასუხი ლაშასგან
არც შენ აუყვანიხარ ადვოკატად მესის და ძალიან ნუ დაიძაბები.. რაც ჩანს იმას ვწერ.. ჩემი გადმოსახედიდან მაგარი ცუდი ტიპია.. კაცად აქციეს და გუნდს როდესაც ყველაზე მეტად უჯირს იპარება თაგვივით.. ალბათ შენც ეგეთი ხარ და იმიტომ იცავ.. გინება კიდევ ისეთი ვიცი შეიძლება ერთი თვე ვერ გადახარშო ..
დარტყმულ მარადონისტებს, კრისპინკებს.
დარტყმული, რომ არ იყო დეგენერატო, ასეთ სისულეებს დაწერდი ? მესიმ ყველას დდდ
master
რთული საკითხია,შეიძლება მესისაც გაუგო კაცმა,მაგრამ რაც მესი ბარსაშია ასე დასუსტებული კლუბი არ ყოფილა და ამ გაჭირვებისას მიტოვება არ უნდა იყოს სწორი საქციელი კლუბის სიმბოლოს მხრიდან.თუმცა ბარსასთვის სჯობს რომ დატოვოს მესიმ კლუბი,რადგან მასზეა ჩამოკიდებული ამხელა გრანდი და უნდა გათავისუფლდეს ამ ერთ კაცზე დამოკიდებულებისგან.კლუბისთვისაც და მესისთვისაც ძალიან რთული იქნება აწი დარჩება თუ არა ორივე შემთხვევაში.ასეთი რადიკალური არ უნდა ყოფილიყო არცერთი მხარე,ერთად უნდა დამსხდარიყვნენ და გადაეწყვიტათ რა და როგორ ექნათ,ახლა უკვე გვიანია ეს ყველაფერი,დარჩება თუ წავა აზრი აღარ აქვს უკვე.ხიდი უკვე ჩატეხილია
კორონიკო!
მესი დიდი ხანია ჩვეულებრივი "ლატარიის ბილეთია". ის არის ტოტალიზატორების "მსუყე" ნაჭერი. 700 მილიონი ევრო?!!! - ეს სპორტი უკვე აღარ არის!
ეს რა სათაურია.
რა ანგელოზი და დემონი,ერთი კოლბაში გაზრდილი ბიჭია რომელიც ბავშვობიდან მიჩვეულია რომ ყველა მის ჭკუაზე დადის და როგორც კი წინააღმდეგობა შეხვდა აღარ იცის როგორ მოიქცეს.იმის მთქმელიც არავინ არა ყავს ბარსადან კარების გაჯახუნებით წასვლა რომ არ შეიძლება. ბარსას მთელ მსოფლიოში ყავს გულშემატკივარი და დარტყმული მესისტების გარდა ამას ღალატად ჩაუთვლიან.
alex
მე არასდროს ვყოფილვარ ბარსას ფანი, მაგრამ, ობიექტურობა მაქვს ცოტაოდენი. ერთ სიტყვაში, გინდათ, მოაქციოთ ამ ბიჭის ნაშრომი? აი ჩემი პასუხ-შეფასება: "თუ"!!! ამასთანავე, სხვებსაც შევაფასებ: ბართლომე-ხრონცი: "თუმცა, იქნებ". დირექტორატი: "რასაკვირველია, იქნებ". სეტიენი: "მაშასადამე - ნალი". დანარჩენი თქვენ დაამატეთ :)
ლაშას
ძალიან იცი ეხლა შენ, რა ხდება ბარსაში და პირადად მესისთან მიმართებაში. როცა ნამდვილი მიზეზი არ იცი, არ გვინდა რა ეგეთი გამოხტომები "არაკაცი, მხდალი" არ გიყვართ მესი მოკეტეთ მაინც და გაჩუმდით ან საერთოდ ნუღარ შემოდიხართ იმ საიტზე სადაც მესიზე ეწერება სტატია. მესის მისამართით შეურაცყობისათვის ერთი მაგრად, რომ გაგინოთ კაცმა ღირსები არა ხართ? რაც შეეხება შენს კრისტინას ბევრჯერ გვინახია ატირებულიც პატარა ბავშვივით და გაბრაზებულიც მწვრთნელებზე და მაგრადაც გავარდნილა გასახდელში მხდალივით.
ბეგო
ბარსელონასთვის მესი ღმერთია და როგორც ღმერთების ხვედრია ბოლის ბოძზე გააკრავენ
ემიგრანტოვიჩს
რაც თავი მახსოვს სულ ასე იძახით ეპოქა მთავრდება, მთავრდება, არ მთავრდება ეს ეპოქა ბატონო და ვქნათ?
lasha
რამდენადაც დიდი ფეხბურთელია, იმდენად არ ვარგა კაცობაში.. სირცხვილია ამ ტიპის საქციელი და გამართლება არ აქვს.. იგივე გააკეთა ნაკრებში.. იბუტება 4 წლის ბავშვივით და გაურბის ყოველთვის პრობლემებს.. როგორც პიროვნება ძალიან მხდალია.. ამის შედარება მენტალურად რონალდოსთან არც შეიძლება.. ბევრად სრულყოფილია ამასთან კრისტიანო..
Dato
სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, არა კიდე ტოროლა,ნუ გიყვართ ჟურნალისტებს ყველაფრის გაბუქება,არ იზრდებოდა სიმაღლეში,რაც ასეთი ფეხბურტელისთვის მონაცემების გაფლანგვის ტოლფასი იყო,რა სიცოცხლის გადასარჩენად?
LIVERPOOL
ლეო შე .ლეოოოოო! მართალია გასპარი
emigranti
რომც დაბრუნდეს, როგორღა უნდა ითამაშოს?...სამწუხაროა, მაგრამ მგონი ეპოქა უკვე დასრულდა.
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ