ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა.

სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.

მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში დაარტყა და ფრანგები ძელმა იხსნა. აქედან მოყოლებული თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ჩვენი მეტოქის შეტევები ჩაცხრა და სწორედ მაშინ გავუშვით ავტოგოლი - საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ბერიაშვილს მოხვდა, გუგეშაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

Video

04.09.20. u21. საქართველო-საფრანგეთი 0:2 1

მეორე ტაიმშიც საქართველოს ნაკრები ვერ უტევდა აქტიურად, მოწინააღმდეგეს კი თითქოს აწყობდა კიდეც ანგარიში და დიდად არც რისკავდა. თუმცა მომენტები მაინც ჰქონდათ, ჯერ შეცვალზე შესულ ედუარდს გოლის გატანა გუგეშაშვილმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ დროში გუგეშაშვილმა საჯარიმოში ბეუმო წააქცია და ედუარდმა მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი.

Video

04.09.20. u21. საქართველო-საფრანგეთი 0:2 2

რეზიუმეს სახით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირს და უშანსოდ დამარცხდა.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე"

საქართველო - საფრანგეთი 0:2

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (27, საკ. კარში), 0:2 ედუარდი (90+2, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი (ქაფიანიძე 76), ასათიანი, აზაროვი, ანდრონიკაშვილი, არდაზიშვილი (გულიაშვილი 62), სამურკასოვი, კუცია (კუხიანიძე 87), დარცმელია, ტაბატაძე, სპანდერაშვილი (ბუღრიძე 76)

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, კუნდე, რეინე-ადელაიდე (დინაედიმბე 26), მაუსა (ბარდი 79), გენდუზი, კექლერე, ნორდინი (სომარი 72), დიაბი (ედუარდი 72), გუირი (ბეუმო 72)

ელდარი
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობის გუნდები ნახეთ კრიტიკოსებო?თან თითქმის ყველა ძირითადის ფეხბურთელები არიან.ჩვენ გვაკლდა ბევრი.თან ვაისის საქციელი ვერ გავიგე დავითაშვილთან მიმართებაში.არც ახალგაზრდესბ არგო და მანაც არ ათამაშა. ავტოგოლი და მეკარის შეცდომა..ვინმეს უნდა თქვას,რომ არ იბრძოლეს?
888
სამარცხვინო გუნდი და სამარცხვინო თამაში.ფეხბურთი აღარ უნდა ფინანსირდებოდეს ბიუჯეტის ხარჯზე.თუ მაინცდამაინც, დააფინანსონ კობიაშვილმა და მუჯირმა საკუთარი(მოპარული) ჯიბიდან!
გულშემატკივარი
სად გინახიათ რომელ ქვეყანაში ერთი ტრენერი ყავდეს სამ ასაკობრივ გუნდს???? მოაშორეთ ეს ფეხბურთის ფედერაციისს პრეზიდენტია თუ მაჟორიტარი რომ ვერ გაუგია კობიაშვილს!!!!!!!!!!!
Haaland
შემადგენლობას გადავდხედე და ამ ბიჭებს საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატის მეტი არაფერი უნახავთ და ვინც ნახა დიდი არაფერ გამოცდილება მიიღო. ყველა ნიჭიერია გვარებს თუ შეხედავთ და თუ საქართველოს ჩემპიონატს უყურებთ, მაგრამ გვერდით მაღალი დონის ქართველი და უცხოელი გამოცდილი ხალხი უნდა ყავდეთ და მაგდენი რესურსი სად გვაქვს. ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება და ეგრევე გაქცევაზეა. ამათ ნიჭს კიდე განვითარება უნდა. რომ განვითარდნენ უცხოეთში უნდა წავიდნენ ამათ კიდე ეგონათ საფრანგეთს ეროვნული ლიგის ბიჭებით ვაჯობებდით. ზურიკო და ხვიჩა რომ გვყოლოდა სხვანაირად წავიდოდა თამაში დარწმუნებული ვარ...
vaxo
ის ჯიგარი სადაა? " სუსტი დაცვის ხაზიაო", თუ რამე იყო დაცვა და სათამაშო დისციპლინა, შუა და წინ ცოტა გვიჭირს, მარა საფრ.ნაკრები მს.გრანტი და მასთან ფიასკო უსიამოვნოა, და არა ტრაგედია,
kaxi
ნუ კანონზომიერება მოხდა, არ იყო სენსაცია, და რა, ვის ეგონა სხვა შედეგი, დიახ ჩვენ არ გვაქვს "მისტრალი", არც "სიტროენი", არც "ლა კოსტა" და "შანელი", ის მს.ლიდერ სახელმწიფოთა შორისაა, განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე, ეს რაღათქმა უნდა სპორტზეც აისახება, საქართველო ფიფა-ს ბოლო რეიტინგში 90-ე ადგილზეა, საფრანგეთი???)), მადლობა ბიჭებს და სამწვრ.შტაბს.
suares
mozgachi xar ra :)))))
dato jibuti
ამათ 21 წელი არ ეყოფათ ფეხბურთის თამაში რომ ისწავლონ,ფრანგებმა კარი დაუმალეს და სიარულით ოფლის გამოუსვლელად მოუგენ თამაში..ეტყობოდათ ფრანგებს შეშინებული და ჩასრილი ეთამაშებოდნენ..კიდევ კარგი ბარსელონასავეთ არ წააგენ და ამისთვის მადლობა ეკუთვნის სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებსაც..გეგონებოდა ცხვრის ფარა ძოვდა ბალახს გორის სტადიონზე,ნახირივით უაზროდ და ანგარიშმიუცემლად მოძრაობდნენ, პირველი გოლიც ხომ ამის ნათელი მაგალითია..ისე საძოვარზე მიშვებული ნახირისგან მეტის მოთხოვნა შეუძლებელია...მაინც ყოჩაღ დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდით!!!
ჰაჰა
ჩვენი მთავარი პრობლემაა ის რომ გუნდურად არ ვთამაშობთ ან არ ვიცით. იმიტომაც არის, რომ გასული საუკუნის 70-ან წლებში ჩავრჩით. ნებისმიერმა მოთამაშემ თუ ფეხბურთში მოღვაწემ უნდა იცოდეს, წინსვლა მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით შეიძლება. გუნდურობით მიიღწევა შედეგი. თუნდაც გუშინ ჩვენებს რამოდენიმე ვარიანტი რომ ქონოდათ დამუშავებული, დავუშვათ ბურთის დაცვიდან სწრაფი ამოტანისთვის, ან შეტევის განვითარებისთვის, მაშინ უკეთესად გამოვჩნდებოდით. ფრანგეს მაგალითად ჯარიმები ქონდათ დამუშავებული, პრესინგი, დაცვიდან ბურთის ამოტანა, შეტევაში ხომ საერთოდ მაგრები ყოფილან.
lekso kutaisi
ხიზანიჰვილს რო მცვრტნელად დანიჰნავ რა პეხბურტზეა საუბარი პეხბურტი ჰტამომავლობიტ გადადის საკარტველოჰი მამა მერე მისი ჰვილი მერე ჰვილიჰვილი მერე ჰვილტაჰვილი მისი ჰვილი და ასე ვაი ტკვენ პატრონს
გოგა
ბორჯომიდან გამოიძახეთ ფეხბურთელები და მოგებაზე ფიქრობთ. გასვლასაც ვერ მოიგებთ
Vasili
მალადეც ბიჭებს !!!:D / ისე რა გინდა ?? რა ქნან ?! ეთამაშებოდნენ მთელი აფრიკის ნაკრებს, რამოდენიმე ფრანგი ყავდათ წამატებული, აფრიკა კიდე უდიდესი კონტინენტია, ადამიანური რესურსიც მეტი აქვთ, შეუძლიათ მოიყვანონ ერთ ადგილზე 5-6 ფეხბურთელი!! ჩვენ კიდე ცოტანი ვართ და კონკურენციაც დაბალია, თან ჩვენებს სულ ტკივათ, ყველას სერიოზული პრობლემა აქვს სიჩქარესთან! არ აქვთ სისწრაფე! სიმკვირცხლე! ანუ სისხლი უდუხსო რომ იტყვიან, ესეთი რაღაცები არ აქვთ ამ ბიჭებს და რა ქნან? რაც არის ეს არის! შევეგუოთ , უკეთესი მომავლის იმედათ!
ზაზა
ჩვენი ბიჭები ნიჭით და ტექნიკით არანაირად არ ჩამოუვარდებიან არც ფრანგებს და არც სხვა ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელებს,მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში გამოჩნდა რომ ჩვენი ნაკრები თამაშობს იმ ფეხბურთს რასაც თამაშობდნენ 80იან წლებში. ჩვენი ქართველი მწვრთნელები ბევრად ჩამორჩებიან ევროპელ მწვრთნელებს კვალიპიკაცით და რაც შეეხებათ ფეხბურთელებს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ბუნდესლიგა,ლალიგა პრემერლ ლიგა, ლიგა1 ასეთ კლუბებს წარმოადგენ ფიზიკურათ ტაქტიკურად ბევრად უკეთესად არიან მომზადებულები. ვიდრე ჩვენები ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს,მაგრამ სამწუხაროდ ერთი გუნდის კლასი იყოო სხვა მეორესი სხვა, მთელი გუნდი საქართველოს შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებით იყოო დაკომპლექტებული და აშკარად ეტყობოდათ კიდეც შეუთამაშებლობა თუმცა 2-3 მოთამაშე გამოჩნდა ჩვენს ნაკრებში ვისაც შეუძლია კარგ დონეზე თამაში მომავალში.
გოგა
ძალიან მაინტერესებს ამ საღამოს სად ნახეთ,რო ჩვენები ფეხბურთს თამაშობდნენ:) ვერ დარბიან ვერც კაცს ატყუებენ ვერც ბურთს აწოდებენ და აქ წერთ ფეხბურთი ვეთამაშეთ ფრანგებსო:)
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
ჩვენ ბიჭებსო? რომელ ბიჭებს? ან რა მიმართვაა... ბიჭები? კაცები არიან და ყურები აქვთ. ნუ ეხლა ფეხბურთის გაგებაში, თუ არ არიან, ზატო როგორ ძუნძულებენ, ნახეთ? სხვაგან, სხვა ნაკრებში, გინახავთ ესეთი ძუნძული? ათი ბალუ ძუნძულებდა მინდორზე და ერთი პანტერა... პენალტზეც ვიტყვი, ჯერ მეკარე გადახტა და იმან მერე დაარტყა. დაელოდე ჯერ დაარტყას და სკუპი მერე ქენი რაღაა...
თაზო
სანამ არ მოიშლიან ბურთის უაზროთ ტარებას,10 მეტრს გაათრევენ წინ და უცებ შემოტრიალდებიან და თავის მეკარეს აძლევენ პასს,სათამაშო დისციპლინის არქონა,ვარჯიშზე ტრავმები,ნუ ამასაც ხომ უნდა ნიჭი,ვერასდროს ოპტიმალური შემადგენლობა და დავდივართ ამ ერთ წრეზე,რა წარმატებაზეა საუბარი?რასაც თამაშობენ ის შედეგი კია და რას უნდა ველოდოთ მე არ ვიცი...
Araushavs
Rac sheedzlot ibrdzoles bichebma. Asatiani kargi iyo. Kuxianidze cota adre shemosuliyo jobda mgoni.
სოსო
წავაგეთ ჩვენზე ძლიერ მეტოქესთან,მაგრამ ეს მაინც ჩვენი წაგება იყო და არა მათი გამარჯვება.ორივე გოლი ჩვენ ვაჩუქეთ,მარტივი შეცდომების გამო,მიუხედავად ამისა,ამხელა დანაკლისის შემდეგ,მაინც საყვედურს ვერ ვეტყვი ბიჭებს.
შოკირებული გულშემატკივარი
არც ისე მაგრები ყოფილან ფრანგები და მასპინძლები რო არ მიხმარებოდენ სტუმრებს სანიჩიო თამაში იყო
იუზა
რა მაგრად იცით და ხედვა გაქვთ ფეხბურთის რაა, სად დაინახეთ 4-5-1 ტაქტიკა მაგრად მაინტერესებს, სამი ცენტრალური მცველის ამპლუები მაინც მოიძიეთ თავის გუნდებში.
გენა
ეგრე გინდათ. როდის მიხვდებით, რომ ფეხბურთელები არ ყავს საქართველოს და მუზიკანტებით კიდე ვერავის ვერ მოუგებ.
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
U21 | ახალგაზრდულმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია