საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "POSTV-სპორტი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, მას აქვს წინასწარი განწყობა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩზე ბელარუსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაშვებული იქნება.

"ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მაყურებელთა დასწრების საკითხზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. წლების წინ როგორც იყო, როცა თავისუფლად სავსე სტადიონზე შევდიოდით, ალბათ, ასე არ იქნება. თუმცა, წინასწარი განწყობა მაქვს, რომ ამ შეხვედრას მაყურებელთა გარკვეული ნაწილი დაესწრება და გეტყვით, რატომ.

სექტემბერში გასამართი შეხვედრების შესახებ 1 თვით ადრე ვიცოდით, რომ ამ მატჩებს ფანები არ დაესწრებოდნენ. თუმცა მაშინვე გაკეთდა ერთი განცხადება უნგრეთში ჩასატარებელ უეფას სუპერთასის შეხვედრის შესახებ და იმ თამაშზე უეფამ მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაუშვა.

მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება პრეცედენტი შეიძლება იყოს. თუ უეფას ეგიდით ჩატარებულმა ამ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაყურებელთა დასწრებამ პრობლემები არ გამოიწვია, შესაძლოა, გულშემატკივრები ოქტომბრის მატჩებზეც ვიხილოთ.

ამ ყველაფერს ჩემი ლოგიკით, ჩემი გადმოსახედით ასე ვხედავ. მაგრამ რეალურად არავინ ვიცით, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მსოფლიოსა და საქართველოში რა ვითარება იქნება.

თუ მოხდა ისე, რომ გულშემატკივართა გარკვეული პროცენტი დაუშვეს, ჩვენთვის უფრო რთული პროცესი დაიწყება, შერჩევის პროცედურას ვგულისხმობ.

ყველა ბილეთი გაყიდულია და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პრინციპით უნდა შევუშვათ ერთნი და მეორენი არა. რაღაც იდეა შეიძლება მქონდეს, თუმცა ამის წინასწარ თქმა არ იქნება სწორი", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

გიორგი
თუ ნამდვილად ქართულ ფეხბურთ მოხმარდება 2 ბილეთი მაქვს და იმ 30 ლარს დიდი სიამოვნებით მოვახმარ მარა თუ ხალხის ფული ჯიბეში უნდა ჩაიდონ მათ თვალწინ დავხევ და არ შევარჩენ მოახმარონ ბავშვების განვითარებას და დარწმუნებული ვარ 99% არ მოითხოვს, რაც შეეხება ვიღაც შეუშვან ვიღაც არა რს უფრო დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს
ლაშა
დიდი სიამოვნებით დავეხმარები ქართულ ფეხბურთს, თანხების განკარგვა რომ სწორად ხდებოდეს.
Vasili
რა სირცხვილია, ბილეთის საფასურის უკან აღრბა, ეგ ფული მოხმარდეს გაღატაკებულ ქართულ ფეხბურთს არ ჯობია?? ანუ რო ჩათვალოთ პატარა დახმარება თქვენც რომ გაუკეთეთ ქართულ ფეხბურთს, რომ დაგიბრუნონ ეგ თანხა მაინც ტოტალიზატორში უნდა წააგოთ და ან კიდე ლუდი უნდა დალიოო და ნახევარ საათში უნდა მოფსაა, და ამ ერთხელ პატარა დაეხმარო ქართულ ფეხბურთს არ ჯობია??? ეხლა დაიწყოთ რომ ამ ფულს კობიაშვილი და ძმანნი მისნი ჩაიდებენ ჯიბეში, კობიაშვილმა გამოაქვეყნოსვრა თანხა იქნება და ერთი პატარა მოედანი თუნდაც, გაააკეთოს სადმე , რომელიმე სოფელში გულშემატკივრის სახელით!!! / დამიბრუნეთ ბილეთი არა ის კიდე, გენაცვალე ნაკრების სიყვარულში!!!!
ადამიანი
და ამს ვინ რას ეკითხება,რომ??
kaxi
ახალგაზრდული როგორ არ გვანახე, სირცხვილია ჯიგარო((
კახა ქ.
ოღონდ მოიგონ და....
ამო
ჩილეს მესამე დივიზიონის საფეხბურთო გუნდი "კლუბ დეპორტივო რანკაგუა სური" "ფლეიბოის" მოდელმა დანიელა ჩავესმა შეიძინა. შენ რა გააკეთე?
rati74-ს
გენაცვალე ძმა,მაგარი კაცი ხარ!!!ზუსტად ეგერ ვარ მეც!!!
დ.დ.
ამ საკითხის მოგვარება სულ მარტივად შეიძლება.გულშემატკივრები(უკაცრავად ფანები) დავყოთ სამ არათანაბარ ნაწილად.პირველი დიდი ნაწილი განვათავსოთ დინამოს სტადიონზე და ვაყურებინოთ პირველი ტაიმი. მეორე მოზრდილი ნაწილი განვათავსოთ მიშა (იმ დიდ მიშაში არ აგერიოთ)მესხის სტადიონზე და იქ მეორე ტაიმი ვითამაშოთ.თამაშის ძირითადი დრო წინასწარ განზრახვით დავამთავროდ ფრედ და დამატებითი დრო დამსახურებული ფანების წინაშე,სათადარიგო მინდორზე ვითამაშოთ და ოთხი-ხუთი ბურთის სხვაობით მივაჟიმოთ მოწინააღმდეგე.თან, რაც მთავარია,შევძლებთ და შესვენებისას ადვილად მოვახერხებთ გასახდელიდან ვაისის თავიდან მოცილებას, რაც მეორე და დამატებითი ტაიმების კარგად ჩატარების გარანტიაა.
rati 74
ყოველი ნაკრების თამაშის დღე ჩემთვის განსაკუთრებულია, რაღაცნაირად აფორიაქებული ვარ, გულს ვერაფერს ვუდებ, თუნდაც ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებოდეთ და შანსი არ გვქონდეს კარგი შედეგის. წარმომიდგენია რა განწყობა და შფოთია თავად ფეხბურთლების გულებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფორმაციის ნაკრები სტაბილურად ყველაზე მებრძოლი და მოძრავია, თუნდაც ერთი ტაიმი. რა თქმა უნდა ყოფილა უკეთსი შედეგები და ფეერელური თამაშებიც, მაგრამ მათ როგორც წესი უჯიგრო მატჩი მოყოლია. თბილისში ჩატარებული ნაკრების არც ერთ მატჩი არ გამიცდენია და ძალიან დამწყდება გული თუ მაყურებლები შეზღუდულად დაუშვეს ბელორუსთან მატჩზე და ჩემი ბილეთი გაუქმდება, მაგრამ მთავარია უფლება მოგვცენ და მაგას არ დავეძებ, არც ბილეთის ფულს მოვითხოვ უკან. წარმატებები დღეს ბიჭებს და კაცებს:)
სტალინი
დამიბრუნეთ ჩემი ფული
gio
ბარემ ანგარიშიც ხო არ გვითხრან წინასწარ,მეტი სიცხადისთვის:)
Goga
nacnob-megobrobit sheshveba, ra, federacia ase araa dakomplektebuli, tu...
DAVE
მარტივი გადასწყვეტია. ვფიქრობ 2 ვარიანტია: ან ლატარია ჩაიყაროს დოლურაში 56,000 ბილეთი, და მისი ერთი მესამედი რაც ამოვა ის ხალხი შევა. და მეორე ვარიანტი, ყველა სექტორში და რიგში 1 ნომრიდან დაიწყოს ათვლა და ორ-ორი სკამის გამოტოვებით ბილეთის მფლობელები შეუშვან. შედეგები კი წინასწარ იყოს ცნობილი რომ უაზროდ არ მიაწყდეს ხალხი სტადიონს.
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე