„არსენალმა“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი და შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი ერთდროულად არ უნდა დაკარგოს
თავიდან შეგახსენებთ ვინ არის ლი დიქსონი. ეს გახლავთ 47 წლის ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც კარიერაში ხუთ სხვადასხვა გუნდში გამოდიოდა. ამ გუნდებს შორის უმთავრესი „არსენალი“ გახლდათ, სადაც ის 1988-2002 წლებში თამაშობდა.

დღეს დიქსონი სატელევიზიო მიმომხილველი და... ველოსიპედისტია, თუმცა მისი გატაცება ამჯერად ნაკლებად გვაინტერესებს. ბუნებრივია, ინგლისურ კლუბთა შორის დიქსონი „მეთოფეებს“ გულშემატკივრობს და სწორედ ჩრდილო ლონდონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა მან ვიდეოთამაშ „მე ფეხბურთელი ვარ“ (I AM PLAYR)-ის სარეკლამო კომპანიის დროს.

დიქსონის აზრით „არსენალმა“ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა კაპიტანი სესკ ფაბრეგასი და შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი ერთდროულად არ დაკარგოს, თუმცა ამ ორ ვარსკვლავზე თავისი და ბევრისგან ფრიად განსხვავებული შეხედულება აქვს. კაცმა რომ თქვას, შესაძლოა ის სულაც არ ტყუის. ფაბრეგასი 24 წლისაა, ნასრი კი ოცდასამის.

მიუხედავად იმისა, რომ „მეთოფეთა“ თავკაცი, არსენ ვენგერი, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფაბრეგასი „ემირეიტ სთედიუმზე“ დატოვოს, ყველაფრიდან ჩანს, რომ ესპანელ ვარსკვლავს იქაურობაზე გული აქვს აცრუებული და „ბარსელონაში“ გადასვლას ეშურება. რაც შეეხება ნასრის, ის ახალი კონტრაქტის გაფორმების ზღურბლზეა. სხვა სიტყვებით, ფრანგმა ან ახლავე უნდა მოაწეროს „არსენალთან“ განახლებულ ხელშეკრულებას ხელი, ან სხვაგან უნდა გადავიდეს, თორემ ძველი კონტრაქტის თანახმად ჩრდილოლონდონში ერთი წელიწადიღა აქვს გასატარებელი და მერე თავისუფალი აგენტი ხდება. ამბობენ, რომ ნასრის შეძენა ინგლისის ჩემპიონსა და „არსენალის“ მთავარ მოწინააღმდეგეს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა. დიქსონი ამბობს, რომ ამის დაშვება არაფრით შეიძლება. მისი აზრით ნასრის „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლა საბედისწერო შეცდომა იქნება.

„ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე მეორდება, ტყდება ერთი ამბავი, სესკი რჩება თუ მიდის. ზუსტად იგივე გამეორდება ამ ზაფხულსაც. გაზეთებში ყოველ დღე დაწერენ, რომ ფაბრეგასი ესპანეთში გადადის. ადრე თუ გვიან, მის წასვლას მართლაც ვერ გავექცევით.

რაც შეეხება ნასრის, გასული სეზონი მან დიდებულად დაიწყო, მაგრამ, მერე მოუკლო. ვფიქრობ, სესკის წასვლა მისთვის ძალიან კარგი იქნება, ფრთებს გაშლის და თავის ნიჭს სრულად გამოაჩენს. მისი ფეხბურთი მოედნის ცენტრში გაცილებით უფრო სრულყოფილი გახდება.

რასაკვირველია, მწვრთნელი ვალდებულია საუკეთესო ფეხბურთელები შეინარჩუნოს, მაგრამ საკითხს მეორე მხარეც აქვს: რა აზრი აქვს იმ მოთამაშეების შენარჩუნებას, რომელთაც შენს გუნდში ყოფნა არ უნდათ? ჩემი რწმენით ფეხბურთელი, რომელიც შენთან თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, უნდა წავიდეს. ზუსტად ამას ვიტყვი სესკზეც. აშკარაა, რომ მისი წასვლა გარდაუვალია, დანარჩენი, უბრალოდ დროის ამბავია.

გასული სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ თუ „არსენალი“ კარგად ვერ დაიწყებდა, ფაბრეგასი აუცილებლად ჩამოყრიდა ყურებს. ვფიქრობ, მისთვის კაპიტნის სამკლაურის მიცემაც წასახალისებლად მოგონებული ხრიკი იყო და მეტი არაფერი. ეგონათ, კაპიტნის რანგში ის გუნდს ორმაგი ენერგიით გაუძღვებოდა ტიტულებისკენ, მაგრამ ეს არ მოხდა და საერთოდაც არ მგონია, სესკი კარგი კაპიტანი იყოს.

ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ნასრის აგრძნობინონ, რომ გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა. ამასთან, „არსენალი“ ახალი ფეხბურთელებითაც უნდა გააძლიერონ.

საბოლოოდ რას ვასკვნით, სესკი უნდა წავიდეს? როგორც გითხარით, ჩემი აზრით ეს გარდაუვალია, მაგრამ ფაბრეგასის და ნასრის ერთად დაკარგვა არაფრით შეიძლება, ეს გუნდისთვის დიდი დანაკარგი იქნება“.

გასულ სეზონში, თავიდან, „არსენალმა“ საკმაოდ რიხიანად იარა და ხალხმა ეგრეთწოდებულ „კვადროპლზეც“ დაიწყო ლაპარაკი. სხვა სიტყვებით, ეგონათ, რომ „მეთოფეთა“ გუნდი გახდებოდა პირველი, ვინც ერთ სეზონში ოთხივე შეჯიბრებაში (ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასები) გაიმარჯვებდა. მაგრამ, პირველი შოკი ვენგერსა და კამპანიას ლიგის, იგივე „ქარლინგის თასის“ ფინალში ელოდა, როდესაც „უემბლიზე“ „ბირმინგემთან“ ფინალი წააგო.

შეგახსენებთ, რომ „ბირმინგემი“ ის გუნდია, რომელიც სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდა. შემდეგ ჩრდილოლონდონელები ჩემპიონთა ლიგაში გაწბილდნენ, სადაც მათ შეჯიბრების მომავალი გამარჯვებული, „ბარსელონა“ შეხვდა. პირველ დღეს „არსენალმა“ ჩინებულად ითამაშა და 2:1 მოიგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრა საშინლად უფერულად ჩაატარა - 3:1 დამარცხდა და გავარდა. რაც შეეხება ფეხბურთის ასოციაციის თასსა და პრემიერლიგას, აქ ჩრდილოლონდონელები „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაჩრდილა. ის კი არა, ბოლოს ვენგერის გუნდმა ისე ცუდად ითამაშა, რომ კინაღამ ოთხეულს მიღმა დარჩა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის უფლება დაკარგა.

ამ სურათის შემყურე დიქსონი ადასტურებს, რომ „არსენალი“ დღეს დაღმავლობას განიცდის, მაგრამ ვენგერს ეთანხმება და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები, 19 წლის ჯეკ უილშირი და 20 წლის აარონ რემსი ვითარებას სასიკეთოდ შეცვლიან:

„როდესაც ჯეკი 16 წლის იყო, არსენი მეუბნებოდა, რომ მას, ამ ასაკში, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არასდროს ენახა. მე ვენგერს უდიდეს პატივს ვცემ და პერიოდულად მისი კრიტკა ძალიან მიჭირს. ვიცი, რომ ის ყოვლისმომცველი პიროვნებაა, რომელსაც უამრავი ფეხბურთელი ჰყავს ნანახი.

არსენი თავის ახალგაზრდებს ენდობა და დარწმუნებულია, რომ ეს ის ხალხია, რომელთა ბაზაზე ახალი „არსენალი“ უნდა აშენდეს. ჯეკი და აარონი შესაძლოა მართლაც ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც „მეთოფეთა“ ნახევარდაცვაში წლების განმავლობაში ცენტრალურ როლს შეასრულებენ და ამის გათვალისწინებით, იქნებ მართლაც სესკის წასვლის დრო იყოს. ეს კლუბისთვის უკეთესი იქნებოდა“.

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ