წლევანდელი შემოდგომა ბორჯღალოსნებისა და ზოგადად მსოფლიო რაგბისთვის განსაკუთრებული იქნება. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის შეთანხმებით, ტრადიციული, ნოემბრის ტესტ-მატჩების ნაცვლად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში „შემოდგომის ერთა თასი 2020“ ჩატარდება, რომელშიც ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები ითამაშებენ.

ექვსმა ერმა უკვე ოფიციალურად დააანონსა, რომ უპრეცედენტო, ინოვაციური ტურნირი, რომელშიც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, ამა წლის 13 ნოემბერს დაიწყება და 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„შემოდგომის ერთა თასის“ გამართვის იდეა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე გაჩნდა. მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ცხადი გახდა, რომ საშემოდგომო ტესტ-მატჩების ორგანიზება შეუძლებელი იყო, ახალი, ერთჯერადი ტურნირის საშუალებით კი, რაგბის ქომაგებს ოთხი დაძაბული უიქენდი და 16 საუკეთესო ხარისხის საერთაშორისო მატჩის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

ტუნირის შესახებ და ვის როდის ვეთამაშებით

„შემოდგომის ერთა თასზე“ რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება. „ა“ ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, უელსი და საქართველო ითამაშებენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი.

ტურნირი 13 ნოემბერს, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიისა და უელსის შეხვედრით დაიწყება. მეორე დღეს ინგლისი ბორჯღლოსნებს „თვიქენემზე“ უმასპინძლებს, ხოლო იტალია შოტლანდიას შეხვდება. პირველი ტური კვირას, 15 ნოემბერს საფრანგეთისა და ფიჯის მატჩით დასრულდება.

ბორჯღალოსნები 21 ნოემბერს უელსს ეთამაშებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 29 ნოემბერს, ირლანდიასთან მატჩით ასრულებენ.

5-6 დეკემბერს „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნითი მატჩები გაიმართება და ერთმანეთს ჯგუფებში ერთნაირი რეიტინგის მქონე გუნდები შეუწყვილდებიან, ანუ პირველადგილოსნები პირველობისთვის ითამაშებენ, ჯგუფში მეორეები მესამესთვის, მესამეები მეხუთესთვის და მეოთხეები მეშვიდე ადგილისთვის.

ახდენილი ოცნება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა, მთელს ქვეყანას მიულოცა ბორჯღალოსნების „შემოდგომის ერთა თასში“ ჩართვა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მინდა მთელს სარაგბო თემს და ქვეყანას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება! როგორც კი ცნობილი გახდა, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს მონაწილეობაზე დაიწყო საუბარი, ქვეყნის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან კოორდინაციით, მოლაპარაკებებში ჩვენთან ერთად ჩაერთო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. საბედნიეროდ, ყველაფერი კაგად დასრულდა და ექვსმა ერმა, მსოფლიო რაგბთან კოორდინაციაში, ეს სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო. ახდა მრავალი თაობის მორაგბეების და მთელი ქვეყნის ოცნება. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანაკრებო ტურნირში მონაწილეობა არის ქართული რაგბის უდიდესი პოპულარიზაცია და ეს აუცილებლად გამოიწვევს რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობის ზრდას“.

„აქამდე არასდროს გვქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენს გუნდს ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრა ჩაეტარებინა და ისეთ გუნდებთან თამაშით, როგორებიც არიან შოტლანდია, ინგლისი, უელსი და ირლანდია, ნაკრები მიიღებს უდიდეს გამოცდილებას, რაც ჩვენს განვითარებას დააჩქარებს. ასევე დაგვანახებს, თუ სად ვიმყოფებით ამჟამად და რა გვაქვს გასაკეთებელი, რათა წინსვლა გახდეს შეუქცევადი და საქართველოს ნაკრებმა მოწინავე გუნდებს შორის კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს“.

„მსოფლიო რაგბის ფორუმებზე მუდმივად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშროლონ რაგბის კავშირმა, მთავრობამ, კერძო სექტორმა და მსოფლიო რაგბმა. ამ აღიარებამდე მიგვიყვანა „ქართუ ფონდის“ უპრეცედენტო ჩართულობამ ქართული რაგბის განვითარებაში. მისი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა“.

რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ლექსო გუგავა იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს ჩართულობით, მომავალში საქართველოსთვის ექვსი ერის კარი გაიღება:

„ახდა ქართულ რაგბში ჩართული ყველა თაობის მორაგბეების, გულშემატკივრების და მთელი ქვეყნის ოცნება. ჩვენი განვითარებისთვის ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებთან ხშირი თამაში უმნიშვნელოვანესია და ეს ტურნირი ერთადერთია, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს. ეს არის თაობების მუშაობის, მოთმინების და მიზანდასახულობის შედეგად მიღწეული უდიდესი გამარჯვება“.

„ჩვენი ნაკრები მსოფლიოს მოწინავე გუნდებთან ითამაშებს და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მათთვის ღირსეული მეტოქეები ვიყოთ. ეს შესაძლოა აგრეთვე იყოს ექვსი ერის გაფართოების შესაძლებლობაც. ის კომერციული, ყველაზე შემოსავლიანი ტურნირია და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან ექვს ერში მოსახვედრად მხოლოდ თამაშის ხარისხი არ კმარა და საჭიროა სხვა გარანტიების მიცემაც“.

rugby.ge

ჟორა
მართლა არ გაგვიმართლა და სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით. მეორე ჯგუფში ჩვენი დონის თითქმის სამი გუნდია :შოტლანდია, ფიჯი და იტალია. ჯგუფში ერთი თამაშიც თუ მოვიგეთ (მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკის სფეროა), ლოგიკურად მეორე ჯგუფის ჯვარედინი შეხვედრაც უნდა მოვიგოთ.
Georgia
Gadamwyveti matchi italiastan gveqneba uechveli imitoro piji gaapobs Italias ase ro jeri chvenzea unda movugot amjerad mainc
zaza
მაგ ფიჯი იქნება ხინკლის ჩეკის ფუნქციას რო შეასრულებიებენ იტალიას ნეტა ჩვენც შეგვეძლოს ეგრე ხელით სწრაფად თამაში.სახვეწარიც არაფელი გვექნებოდა.
ვახო
შანსი არ აქვს იტალიას ფიჯისთან .ეგ კიარა შოტლანდიასაც ზედ დააყოლებს აგერ ნახავთ
ზაზა
იტალიას ძაან გააფუჭებს ფიჯი
აბრეზა
შემოგევლე გულში ქართველო!!!
მამუკა
გადამწყვეტ მატჩში ალბათ ფიჯის შევხვდებით, რადგან სავარაუდოდ ჩვენ და ფიჯი დავიკავებთ ბოლო ადგილებს ჯგუფებში. კარგი იქნებოდა თუ იტალია გავიდოდა ბოლოზე და ერთხელ კიდევ გვეცადა იტალიის დამარცხება. მთავარია ღირსეულად გამოვიდეთ. წარმატებები ჩვენ ბიჭებს, ასე რომ შეგვაყვარეს თავი!
G.LA
ნამუსს და სირცხვილს ფასი აღარ ააქვს კაი ხანია. ტურნირი როგორმე უნდა გამართონ და იაპონიის უარის შემდეგ ჩაგვსვეს ვითომ. თუ იაპონიის ნაცვლად ჩაგვსვეს ის ჯგუფი საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია. იატალია იყო და რატომ სიკვდილის ჯგუფში? ამას ვხედავთ არა მარტო ჩვენ არამეტ მთელი მსოფლიო ვინც რაგბის თვალს ადევნებს. ხოდა ასეთი თვალთმაქცობა წესად მყარდება რაგბში, ამ ვაჟკაცურ სპორტში. ვინც ეს გადაწყვითა რაგბი უყვარს და რაგბს ანვითარებს? ამ დაჩაჩანაკებულ ქვეყანას რამდენი გვებრძვით, თქვე ვირთეხებო და რა ფორმით? ხომ გვიყურებთ რომ პირდაპირ ომშიც ვართ, თანაც ვისთან და ვის გაგონებაზეც ქვეშ იფსავთ. სირცხვილია თქვე ნამუსგარეცხილებო, სარკე მაინც არ გაქვთ? სპორტი პოლიტიკაა, ბორჯღალოსნებო იომეთ ჩვენთვის!!!
გულშემატკივარი
ეს ყველაფერი გასაგებია, რომ ყველანი გახარებულები ვერთ და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ქართული რაგბის განვითარებისთვის, მარგრამ თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ თავი რომ შევირცხვინოთ რაც მერე მოხდება?! ჩვენზე აღარავინ ხმას არ ამოიღებს კარგა ხანს...ჟურნალისტებმა იქნებ უკვე დაიწყოთ მოკითხვა თითოეული ჩვენი მორაგბის სად არიან რა კონდიციებში საერთოდიქნებ ვინმემ გაარკვიოს სად არის მიქაუტაძე,რატომ არ თამაშობენ გორგაძე და ჩილაჩავა??? ეხლა მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ გუნდის და მორაგბეების მომზადებაზე,მოთამაშეებს უბრალოდ არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა, რამოდენიმე მოთამაშე საერთოდ გუნდი არ აქვს,მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ვერაფრით მოხერხდა ამ დონის ტურნირს რატომ უნდა ვხვდებოდეთ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლით!? ან რატომ გადაიდო ამდენი ხნით პრეზიდენტის არჩევნები!? ყველაზე ცუდ დროს დაემთხვა ყველაფერი... მაგრამ წარმატებები ჩვენს ლომებს ეჭვიც არ მეპარება რო ბოლომდე დადებენ სულს და გულს! მიდით ლომებო!!!
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით