#ბაზერი

ლოს ანჯელესში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პარკია. ერთი - კობი ბრაიანტის სახელობის "ლეიკერს პარკი", რომელიც კლასიკური და ვინტაჟური გართობის მოყვარულთათვის გახლავთ. არის ბევრი ბელგიური და შვეიცარიული შოკოლადის ნაყინი, ძვირადღირებული ატრაქციონები, მშვიდი მუსიკა პენსიონრებისთვის და უამრავი სიმწვანე, სადაც შესაძლებელია დასვენებაც და რაციონალური გართობაც...

მეორე პარკი "ცუდი ბიჭების" პარკია, გეტოს ბავშვებისთვის, ყოფილი კრიმინალებისთვის და გადამყიდველებისთვის. ზოგ ატრაქციონს ჟანგი აქვს მოკიდებული, თუმცა, მოქმედებაში გენიალურია. პარკში, ხშირად, ხდება დაყაჩაღება, დეკორაციების მტვრევა, ევროპიდან ჩამოყვანილ ილუზიონისტებზე შეტევა, თავდასხმა. და, ეს ყველამ იცის, თუმცა, ხსენებული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და შემოსავლიანი პარკია, მიუხედავად უამრავი მინუსისა და დღეს ცუდი ბიჭების პარკზე, ანუ კლიპერსზე ვისაუბრებ მცირე დოზით, მათი საქციელი მეტს არ იმსახურებს...

დაუმსახურებლობა ცალკე თემაა. ეს აგრესიული და სუპერგუნდად შეკრული ტიპები, უბრალოდ, საოცარ კალათბურთს თამაშობენ. სასიამოვნოა, როდესაც ასეთ კოლექტივს დოკ რივერსი ხელმძღვანელობს. კავაი ლეონარდმა იცის, როგორ უნდა ითამაშოს სუპერმწვრთნელების დაქვემდებარების ქვეშ. თუმცა, კავაი უმართავი და შეუჩერებელია, აკეთებს იმას რაც სურს პარკეტის ორივე მხარეს. მთლიანი გუნდი თამაშობს დახვეწილ და მყარ დაცვას, ეს ჩანდა რეგულარულ სეზონშიც ძლიერ გუნდებთან. ლეიკერსთან ერთი წააგეს, მაგრამ ფესვებიდანაც ჩანდა, რომ მათი შეხვედრა იქნებოდა ჟანრის კლასიკა. ჯერ, დენვერ ნაგეთსი დასამარცხებელია. მეეჭვება პრობლემები შეიქმნას, თუმცა, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ლატენტურად მაქვს მხარდაჭერა გამოცხადებული დენვერის მიმართ. არა იმიტომ, რომ სიმპატიური გუნდია, უბრალოდ, კლიპერსმა ვერ მომცა ვერც ერთხელ კარგი ემოცია.

რა თქმა უნდა, კლიპერსს არ აინტერესებს ჩემი ინტერესები და ისინი გააგრძელებენ საკუთარი კალათბურთის თამაშს. არის ის ფაქტორიც, რომ კლიპერსი უმატებს ყოველი თამაშის შემდეგ. ამას ამბობს, თვით, ლეონარდიც. კავაის არაფერი აქვს დასაკარგი, მასზე ნაკლები წნეხია, ვიდრე - ლებრონზე, რომელმაც ბევრად მეტი ფინალი წააგო, ვიდრე - მოიგო და ვალდებულია, მინიმუმ, ერთი კიდევ წამოიღეს. თან, ასაკში შედის. კავაი მშვიდად და ტრადიციული დაუნდობლობით თამაშობს. გრძნობს იმ სუპერშეგრძნებას, რომელიც ტორონტოში თამაშმა მისცა. მან მოიგო გუნდით, რომელსაც არ უნდა მოეგო, იდეაში. მან მაღალი კლასი დაამარცხა და თავის თავი დიდების დარბაზის სტანდარტულ მოთამაშეზე მაღლა დააყენა!

ბევრი ფაქტორია ლოს ანჯელესში. პოლ ჯორჯი, რომელიც არასდროს ნებდება. ცხოველური ენერგიის მქონე ბიჭები და კარგი "როულ ფლეიერები". თუმცა, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს სუპერდაბალანსებული გუნდი ფავორიტია. უფრო, პირიქით ვფიქრობ. დღეს ვნახე ლეიკერსის თამაში და ეს იყო საოცრება. ჰიუსტონ როქეთსთან თამაშით დასკვნები არ გამომაქვს, უბრალოდ, მატჩის ერთ-ერთ მომენტში, ეკრანზე გამოჩნდნენ დუაით ჰოვარდი და ჯავალ მაგგი. ბიჭებმა ხელი დაგვიქნიეს. გაგვიღიმეს და სხეულის ენით გვანიშნეს, რომ მოგების გარდა, არაფერს აპირებენ.

ლოს ანჯელეს კლიპერსი არის გუნდი, რომელმაც ტიტული უნდა მოიპოვოს, ან - წელს, ან - შემდეგ წლებში. მათ არ დაუმსახურებიათ სანაქებო სიტყვები, მათ შორის - არც მათ გენერალს, დოკ რივერსს, რომელმაც ადეკვატური კომენტარების გაკეთება ვერ ისწავლა, თუმცა, ისინი იმსახურებენ ჩემპიონობას. როდესაც უყურებ ამხელა შრომას, რომელსაც დაცვაში თამაშში დებენ, გიჩნდება ფიქრი, რომ შედეგიც პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.

ყველაფერი ახლოსაა. ლეიკერსი იცდის. კლიპერსმა იცის, რომ ლეიკერსი იცდის და, დიდი ალბათობით, 9 საათზე ყველაფერს დაასრულებს.

არჩევანი მასზეა, ვისაც პარკებში სიარული უყვარს. ზოგს ვინტაჟი და კლასიკა ევასება. ზოგს - არაორდინალური და არალეგალური გართობა. ერთი - ლეიკერსია. მეორე - ჩემი ბლოგის დღევანდელი თემა - კლიპერსი!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

emigranti
ტორონტოს ტიტული ნამდვილად კავაის დამსახურებაა, მაგრამ უფრო იღბალის. ობლად დარჩენილ სტეფს ორმაგი დაცვის ქვეშ უწევდა თამაში, გვერდით კი არავინ ყავდა ბურთის მისაწოდებლად. დაქცეულ გოლდენს იმ თამაშებს ყველა მოუგებდა.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
Lakers-ის დიდი დაბრუნება
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
თორნიკე შენგელია NBA-ში?
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე
[VIDEO] ბითაძის ზუსტი ორქულიანები - "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა