ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე მოსკოვის „დინამო“ რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „რუბინთან“ წაგებამ ძალიან იმედგაცრუებული დატოვა. შეგახსენებთ, ყაზანურმა გუნდმა 1:0 ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვა.

დედაქალაქელები ძალიან უხეშობდნენ, მცველმა სერგეი პარშივილიუკმა კვარაცხელიას ცხვირი გაუტეხა. მსაჯმა სერგეი ლაპოჩკინმა ის და მისი თანაგუნდელი თავდამსხმელი ნიკოლაი კომლიჩენკო მეორე ტაიმში გააძევა და გუნდის მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა წაგება არბიტრს დააბრალა. მისი თქმით, კვარაცხელიასთან თამაშისას მცველ ივან ორდეცს წესები არ დაურღვევია. ნოვიკოვს ეთანხმება გუნდის ყოფილი მცველი ალეკსანდრ მახოვიკოვი და ამბობს, რომ მარცხი სწრაფად უნდა დაივიწყონ.

თუმცა, ვერ ივიწყებენ, მსაჯს ექსპერტთა კომისიაში უჩივლებენ, მის ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაციას და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიგრაფზე შემოწმებასაც კი მოითხოვენ.

ერთი სიტყვით, გაღიზიანებულნი არიან და თბილისში საბრძოლველად შემართულნი მოემგზავრებიან, ვინაიდან აქ დამარცხების შემთხვევაში, გულშემატკივრები არ დაინდობენ. მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში ქომაგები უკვე აკრიტიკებენ და ერთ-ერთმა მათგანმა პარშივილიუკს „პარაშლიუხაც“ კი უწოდა. მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი და კლუბის ფაქტობრივი მმართველი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ ეს ორი კლუბის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩი იქნება.

რა თქმა უნდა, ფინანსური შესაძლებლობებითა და მოთამაშეთა შერჩევით „ლოკოს“ მეტოქე აღემატება, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგის შესაძლო პროვოკაციებისთვისაც უნდა იყოს მზად.

თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

სოსო
ლგმადლობ ღმერთო,დაილოცოს შენი სამართალი.გმადლობთ ბიჭებო,კაცები ყოფილხართ და გმადლობ ჭიაბრიშვილი.ლოკომოტივს სჩვევია ძლიერებთან თავის გადადება და ახლაც ასე ითამაშა.ამას ველოდი,მაგრამ დინამოს რუბინთან თამაში ნანახი მქონდა და ვფიქრობდი,ფიზიკურად ვერ გაუძლებდნენ ჩვენები.მართლაც კარგი გუნდია,დინამო,საკმაოდ ტექნიკურიც.რეალურად მხოლოდ ბოლო 10 წუთი დავცვივდით,მაგრამ მაშინაც ბოლომდე გამოიწურეს ბიჭებმა ენერგია და შეინარჩუნეს გამარჯვება.არ ვიცი რა გველის გრანადასთან,ესპანელები არიან და ტექნიკაში უპირატესობა ვერ გვექნება,მაგრამ ლოკომოტივი მათთანაც იბრძოლებს,იბრძოლებს,სანამ რაიმე შანსი კიდევ იქნება და მიუხედავად შედეგისა,ის მაინც უკვე გამარჯვებულია.საკუთარ თავს ვერ გადაახტებიო,ნათქვამია.ლოკო კი,უკვე ორჯერ გადაახტა და ჰოპლაც დაიძახა.ისევ და ისევ გმადლობთ ბიჭებო და გრანადასთანაც ვითამაშოთ ფეხბურთი,ვითამაშოთ გულიანად და თუ ღმერთი იქაც ჩვენთან იქნება,რა ვიცით,ყველაფერი ხდება.მე ღმერთს ვთხოვე დახმარება და დაგვეხმარა.ალბათ სხვებმაც სთხოვეს გულით.ითხოვე და მოგეცესო,ნათქვამია.ჩვენც ვთხოვოთ ღმერთს.იქნებ კიდევ ერთი სიხარულიც გვაჩუქოს.ლოკოს ბიჭები კი,მათთანაც ითამაშებენ.
ოტელო
რას შეუტევენ საქართველოს ჩემპიონატის დონე ხო არაა უყურე მაგათ თამაშს რუბინთან რასაც ეგენი დარბიან წინ და უკან ჩვენები ენას გადმოაგდებენ პირველი ტაიმის მერე და ///
თემური
წინასაწარ არ უნდა განვაწყოთ გუნდი წაგებისთვის. მე, პირიქით მჯერა, რომ ლოკომოტივი გაიმარჯვებს და დაამტკიცებს, რომ ფული კი არა თავმოყვარეობაა მთავარი. თანაც ეს ამ გუნდმა უკვე დაამტკიცა რუმინულ მეტოქესთან ბრძოლაში, რომელიც მოსკოვის დინამოს არაფრით ჩამოუვარდება. ისე, რომ მხოლოდ გამარჯვება და არავითარი წინასწარი კაპიტულაცია...
სიმართლის მოყვარული
ჩვენმა "ლოკომოტივმა" უბრალოდ მთელი მატჩი უნდა ითამაშოს ისე, როგორც რუმინელებთან ითამაშა პირველი 62 წუთი. ხო დავინახეთ, რომ შეგვიძლია. გარწმუნებთ, რომ მოსკოველებს არანაირი შანსი არ ექნება... შარშან ბაქოს "ნეფტჩიმ" სტუმრად 1:0, ხოლო სახლში კი 3:0 უშანსიდ დაჯაბნა რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდი "არსენალი" (ჩვენი გრიგალავა თამაშობს). ასე რომ, შეუძლებელი არაფერი არ არის.
თბილისელი
თვალი გაუსწორეთ რეალობას 0:3 !
ერიჰაა
მოსკოვის დინამო რუმინელებზე ძლიერიცა და მდიდარიც, პლიუს იცის რომ ლოკომ რუმინელებს მოუგო. ამიტომაც ფრთხილად იქნება. კიდევ ერთი რამ თამაშობს მათვის, რომ წააგონ უკაპიკოდ დატოვებენ რუსები, ალბათ მოგებაზე კარგ პრემიებსაც შეპირდნენ. ლოკოს საწინააღმდეგოდ კი ის არის, რომ აქ იმდენი ძალად პატრიოტია, იმდენი რომ უკვე უპირობოდ გამარჯვებას ითხოვენ. ანუ წინასწარ სპობენ გუნდს ფსიქოლოგიურად. იმის მაგივრად რომ აცადონ მშვიდ გარემოში მომზადება.
Simartle
თბილისის "ლოკომოტივის"-ის როგორც ძირითადი შემადგენლობის ისე სათადარიგოთა სკამზე გამწესებულ ფეხბურთელებს მინდა მივმართო თუ მივა ეს ჩემი კომენტარი მათთან:ბიჭებო მოედანზე გამოდით საბრძოლო განწყობით,მაგრამ არა საჩხუბრად არა!ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გამოდით,ითამაშეთ ყოველგვარი შიშის გარეშე!იყავით სამაგალითოები არ აყვეთ პროვოცირებას!არ იუხეშოთ!და შეუტიეთ შეუტიეთ შეუტიეთ!!! მხოლოდ შეტევით იგებს გუნდი!მაგრამ მთავარია ფეხბურთი ითამაშოთ! იმის შიშით ნუ იქნებით ვაი რომ შევუტიოთ მერე არ შემოგვიტიონ კონტრშეტევით და ვაი რომ წავაგოთო და ამიტომ დაცვაში ნუ ჩაჯდებით!!! ითამაშეთ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გამართული ფეხბურთი!!! მთავარია გამართული ფეხბურთი ითამაშოთ შეუტიოთ კარში დაარტყათ მომენტები შექმნათ!!!ასეთი თამაშით წაგებასაც ღირსეულად მიიღებს ქომაგები მაგრამ!,წაგებაზე ნუ იფიქრებთ ახლა მაინცდა მაინც!:) მოგებაზე ვიფიქროთ შევუტიოთ და ფიზიკური ძალები თანაბრად გაანაწილეთ თამაშის მსვლელობისას.აბა წარმატებებს გისურვებთ!!!
შოკირებული გულშემატკივარი
სტადიონის ირგვლივ დავდგებით და ჩვენ ბიჭებს ხმას მივაწვდენთ
უუუუ
გულშემატკივრებო როგორ აპირებთ გულშემატკივრობას? სტადიონის გარშემო დისტანციით არ დაგვიშვებენ? რა მაგარი იქნება მთელი ქალაქი ერთხმად რომ გულშემატკივრობდეს
დავით 67
მართლა ყველაზე სწორი კომენტარია! არ უნდა გიხაროდეს კაცის დამტვრევა, მაგრამ ეს პარშივილიუკი იმსახურებს, ჰოკეის ილეთის გამო. ეჰ რა დროს არ შეიძლება დასწრება სტადიონზე
გადასარევი გიორგი
ყველანაირი პოლიტიკის გატეშე, მაგრამ ამათთან წაგება არ შეიძლება. ბიჭებო, ათი თავით მაღლა დგახართ ნიჭითაც და მოტივაციითაც. მოგებას კი არ გთხოვთ მაინცდამაინც, უბრალოდ ვანახოთ რა არის ფეხბურთი. ამათ გონიათ ფიზ მომზადება და ხისტი თამაშია მთავარი და ჩვენ ერთ თამაშს ბარსელონა რეალსაც მოვუგებთ თუ გულით მოვინდომებთ. ეჭვიც ატ მეპარ3ბა თქვენში ბიჭებო, გულით და სულით ითამაშეთ და წარმატებები ჩვენ!
გუციკა
მახოვიკოვს ერთხელ მოსკოვში გუცაევმა უქნა, მაგის ადგილას ტყვიას ვესროდი ვოვას, არ დაგავიწყდეთ, იმ მომენტში მოსკოვის დინამოს კაპიტანი იყო და თუ არ ვცდები სსრკ-ს ნაკრებისაც, სასწაულები უქნა, ზურგით იდგა და პასი ფეხებსშუა გაიტარა და ისე გასცდა, მახოვიკოვი ისე პაზორნად დაეცა, შემეცოდა, ყოველი მათი დუელი იმ დღეს მახივიკოვის სირცხვილით მთავრდებოდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, იმის მერე კაპიტნის სამკლაური ჩამოხსნეს მგონი! ვისაც ნანახი აქვს ეს თამაში, დამეთანხმება ყველა.
haaland
გრანადასთან არ ვიცი რა გამოვა მითუმეტეს სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ამათ თავი უნდა შევაკლათ. მითუმეტეს ეს ის დინამო არაა რაც ადრე იყო. რუმინეთის ვიცეჩემპიონს ისე ეთამაშნენ, საერთოდ ვერ მივხდებოდი რომ მათ შორის განსხვავება იყო, განსაკუთრებით დიდი. კრაიოვას დიდად არ აღემატება დინამო და შანსი აუცილებლად იქნება. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო
დ.დ.
რუსის გენერალპოლკოვნიკს,ქართველი(იმდენი მაგის......)გენერალსიმუსი სააკიანიშვილი. მარშალი კეზერაშვილი, ფელდმარშალი ქუთელია და არმიის გენერალი კიტოვანი დაახვედრეთ.შეეშინდებათ,ჩამოიშლებიან და გაიქცევიან.
gio
ლოკო,თუ ატყობთ ტ..აკისკენაა საქმე,ეს პარშივლიუკი მაინც დამიმტვრიეთ რა,გემუდარებით
Vasil
განა ჰოკეიაა!!!!!!! ( წამყვანი ლიგების დონის რუსეთი მაინც ვერ გახდა და ვერ გახდება, რაც ფინანსური და ადამიანური რესურსიც ამათ აქვთ და მაინც ქვემოთ არიან) / ლოკომოტივს რაც შეეხება კიდე ერთი თამაშს ყველა თამაშობს, თავს ზემოთ უნდა ახტნენ, როგორც ჩიხურა ბურსასთან!!!/. ღმერთს დიდება!!! მაგრამ ეს სპორტია და გგონიათ რო ზეციდან ღმერთი ჩვენს თამაშის საყურებლად ანგელოზებთან ერთად ჩაუჯდება პოპკორნით ხელში? და ჩვენ გვიბალეშიკებეენ?? ღმერთს ყველა უყვარს და ყველასია, ჯობია ლოკომოტივი მაგრად მოემზადოს ფიზიკურად და მენტალურად,,, როგორც უკანასკნელი მატჩი ისე უნდა ითამაშონ!! / ცხვარი არ დაკლათ აზრი არ აქ, ვცადეთ ეგ ადრე და არ გააამართლა!!!!
legion
მოსკოვის დინამო ძალზედ ძლიერი და ხისტი (უხეში) გუნდია. მაგრამ ლოკომოტივი გულიანად თამაშობს და მოიგებს. ავიაციის გარეშე, რუსები უშანსოდ იქნებიან!!! მიდით ბიჭებო, გვასიამოვნეთ!
მწრთვნელი
ჩამოდით! ლოკომოტივს გამზადებული აქვს თქვენთვის დრინი!
სოსო
ვაა!მახოვიკოვიც ცოცხალი ყოფილა?!ნოვიკოვის,ნიკულინის და ბუბნოვის გვერდით,არც ამას უმტვრევია ნაკლები ძვლები.ლოკომოტივი დინამო,საქართველო რუსეთის ომის გაგრძელებააო?ომი,1 ნოემბერს იქნება,რაგბიში,ეს კი კლუბების შეხვედრაა.იციან,რომ დიდი უპირატესობა აქვთ და აქეთ გადმოაქვთ აქცენტები.ღმერთოო,ხომ ხარ ღმერთი და ერთი ეგენი მაჩვენე,კიკოლოვის ვირივით ყურებ ჩამოყრილები.
zura
რა დროს ვერ ესწრება გულშემატკივარი თორემ ამას ვაჩვენებდით ხვიჩას გამწარებისთვის ......
მ.ტ.
საცოდაობაა, რომ ასეთი თამაში მაყურებლის გარეშე ჩაივლის... ისე, მიხეილ მესხის ლოკომოტივის სტადიონი რუსებთან მიმართებაში ურიგოდ არ გვაქვს დაცდილი... 2003-შიც ფავორიტების რანგში გვეახლნენ და დღემდე ვერ გამოიღეს მახო ასათიანის 1:0...
გიო
ფეხბურთის დიდი მცოდნე ხარ ეტყობა სტატიის ავტორო ... ოდეცი მოლდოველი არაა უკრაინელია და საკმაოდ კარგი მცველია ნორმალური კარიერით დონეცკის შახტიორში თმაშობდა თან ნაკრების ფეხბურთელია..
ქ. გ.
ამ რუს ჰოკეისტებთან ფეხბურთს თამაში სახიფათოა. აი ასე უნდა აუხსნათ რუსებს: 100% был пенальти. Иван Хвиче коленом правой ноги наступил на ступню, а левой ногой доплонительно подцепил, чтобы наверняка сбить.
macbook pro
იმედია აქედან. განადგურებულს გაუშვებთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მოსკოვის "დინამომ" შეიძლება გაგნიძე მეხუთე და ბოლო იჯარით გაუშვას