#ბაზერი

საოცარი კრივი იყო. წითელ მხარეს - ფავორიტი იდგა, ლურჯ მხარეს - მთავარი სენსაციის ავტორი. "დენვერ ნაგეთსმა" უამრავი დარტყმა მიიღო, რამდენიმე კარგად დაბლოკა. გამოიჩინა მოთმინების უნარი, რომელმაც საფინალო რაუნდების უპირატესობა მისცა. დაბლოკეს ერთი დარტყმა, თუმცა, მეორე მიიღეს. დაბლოკეს მესამე, მიიღეს შემდგომი დარტყმა. დაბლოკეს მეოთხე და მიიღეს ისევ შემდგომი დარტყმა.

შემდეგ შეტევის დრო დადგა. იყო ერთი პრესტიჟის მოქნევა, მერე - მეორე. სიტუაცია დაიძაბა. ბოლო რაუნდიც დადგა და საფინალო დარტყმა იყო გადამწყვეტი. საფინალო დარტყმა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას ადგენდა. საფინალო დარტყმა წარსულში პუტკუნა და ახლა ჟელიბონივით მოძრავმა დონ ნიკოლა იოკიჩმა შეასრულა და დარტყმა იყო მყისიერი. კავაი აზრზე ვერ მოვიდა. პოლ ჯორჯი წინა რაუნდებში გათიშული იყო და "კლიპერსმა" ნოკაუტ-დარტყმა მიიღო. ასევე, დასაჩუქრდა დიდი ტკივილით, რომელიც შემდგომ სეზონშიც გაჰყვებათ. იარების მორჩენა რთული პროცესი იქნება... "კლიპერსს" სერიოზული პრობლემები აქვს - მენტალურიც და ტექნიკურიც!

ფოტოზე გამოსახული ბიჭი - სხვა თემაა. როგორც ადრე ვთქვი, ევროპული წარმოების ჟელიბონი, რომელიც ტკბილია, თუმცა სიმჟავე თან დასდევს. თუ მხოლოდ მის სიტკბოს აღიქვამ, სიმჟავე შეგაწუხებს და გაგაგებინებს, რომ გარეკანი რამდენადაც ტკბილი და უღიმღამოა, იმდენად მჟავე და მასიური გარეკანს შიგნით ნაგები კონსტრუქცია. ნიკოლა იოკიჩი ცათამბჯენია, რომელიც ჯერ ვერ ანათებს ისე, როგორც მეფეთა სასახლეები, თუმცა მოცულობა და მომავალი ჩანს.

ბევრი იცინეს, ბევრმა და ბევრჯერ დაშალა "დენვერი" ვირტუალურ რეალობებში, ფიქრებსა და სიზმრებში, თუმცა "დენვერი" ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა. ნიკოლა იოკიჩმა ერთი შემოჰკრა ხელი და "კლიპერსიც" აორთქლდა. ნიკოლა იოკიჩი ალადინია, რომელიც ტანჯავს მის ხალიჩას მისი წონით. წარმოიდგინეთ, ნიკოლა რომ გაზის ზემოდან, მაგრამ იოკიჩი იდეალურად დგას მის მფრინავ ხალიჩაზე. თან, რამდენად ესთეტიკური და უცხო მომენტია, რომ ხალიჩა, ამერიკული გრაფიტ ნახატების ნაცვლად, სერბეთის ეთნიკური იეროგლიფებით არის შემკული. იოკიჩი სერბეთიდან დაიძრა და მისი ელფერი ამერიკას მოარგო. იოკიჩმა "კლიპერსი" ჩაიდანში დააბრუნა და არ აპირებს მათ გაშვებას. ჯინი დამწყვდეულია, უბრალოდ, მეფესთან.... არ ვიცი...

ძველ ფოტოებში ბოსივით ზის. ახლა არათუ - ბოსივით, უკვე ბოსად ზის და იცის, რომ თუ "ლეიკერსთან" წააგებს, არაფერს დაკარგავს. უბრალოდ, ვატყობ, რომ ამ ბიჭს მშვიდი ნაწინასწარმეტყველები სიზმრების და ფიქრების განადგურება უყვარს. გვერდში ჰყავს სუპერრობინი, რომელიც ხანდახან მუტაციას განიცდის და სპაიდერმენი ხდება!!! და მათ შეუძლიათ სენსაციებით თამაში...

ეს ჟელიბონის ბეტმენი სულ სხვა მასშტაბი ყოფილა. ჯერ რუდი გობერს შეუსრულა და არ იყო მარტივი. ახლა ამ არაეთიკურ და არასიმპათიურ მონსტრებს ჩაუშალა კარნავალი. ვინ იცის, ნადიმზე ისე შეიჭრას, რომ ის კიბორგი (ენტონი დეივისი) დაფრთხეს და ვერ იყოს ისეთი, როგორიც არის. მაგრად მეეჭვება, თუმცა აღარაფერს გამოვრიცხავ...

შემეძლო მეტი ანალიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, არ მოუხდება. მოხდა ის, რაც არარაციონალური და არაადეკვატურია, სცდება ბევრ ლოგიკას და, თუ ანალიტიკურად გავშლით, ბევრ წინააღმდეგობას გადავეყრებით. უბრალოდ, დავტკბეთ ამ მოულოდნელი სანახაობით და ამ გაღიმებული ბიჭით, რომელიც ხელს ატკაცუნებს და აქრობს მის წინ მდგომ გუნდებს. შემდეგ იღიმის და შემდეგისკენ იწევს. საინტერესოა, სადამდე გავა...

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

reali
ამაზე უკეთესი ფოტო ვერ დადეს, ვერ გავიგე რა ეს ავადმყოფი მეგონა რო არ ვიცნობდე
niko
ეს ჟელიბონი ნაყვარება რუსთაველო, რას ნიშნავს ან რა ქართულია? ან რა ინგლისური? უი ალბათ ფრანგულია უკაცრავად
emigranti
Sixth Man- მგონი გიჯობს პროგნოზები აღარ გააკეთო, თორემ ვინმეს შეიძლება შემოელახო:)))
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
Lakers-ის დიდი დაბრუნება
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] იოკიჩი პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტამ" "დენვერი" სამი ლიდერის გარეშე დაამარცხა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
თორნიკე შენგელია NBA-ში?
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა