დავიწყოთ სულ თავიდან...

2015 წლის იანვარში ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ "გაგიჟდა". "რეალი" ლა ლიგაში პირველ ადგილზე მიდიოდა და პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, დრო და რესურსი მომავლის შენებისკენ მიემართა და მარტინ ედეგორზე გამართულ სასტიკ აუქციონში ჩაერთო. ამ პატარა

ნორვეგიელ ბიჭს უკვე იცნობდა მთელი მსოფლიო და ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, მთელი ევროპა.

თუმცა, არსებობდა ორი ფაქტორი. პირველ რიგში, მას იმ მომენტში შეუსრულდა 16 წელი და მეორე, ყველაზე მძიმე შემთხვევა - მარტინის მამა, მიდიოდა ყველაფერზე, ყველაზე ბინძურ ხრიკებზეც კი, რომ რაც შეიძლება მომგებიანად "გაესაღებინა" შვილი. მთავარ იარაღად კი სტატისტიკას იყენებდა და ეფექტურადაც მარტინის ასაკის პირობაზე, რომელმაც პირველი გოლი პროფესიულ ფეხბურთში 15 წლის ასაკში გაიტანა. აშანტაჟებდა გუნდებს სხვა გუნდების შემოთავაზებებით. უსასრულოდ ვაჭრობდა და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა როგორც თითო ცენტზე, ასევე კონტრაქტის თითოეულ პუნქტზე.

ბატონი ფლორენტინო, რა თქმა უნდა აღშფოთებული იყო, თუმცა უკან არ დაიხია. ასე მიიღო 16 წლის ბავშვმა წელიწადში 2,25-მილიონიანი კონტრაქტი. გაითვალისწინეთ, რომ მაშინ ასეთი ხელფასი ძალიან ბევრ "რეალის" ძირითადი გუნდის მოთამაშესაც კი არ ჰქონდა. მსუყე კონტრაქტს კიდევ ბევრი არანორმალური ბენეფიტი მოჰყვა: ძირითად გუნდთან ვარჯიშები, ახალგაზრდულ გუნდში გარანტირებული სათამაშო დრო და გარანტია, რომ იმ სეზონშივე ძირითად გუნდშიც ითამაშებდა.

ამ შეთანხმებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც იმჟამინდელი "რეალის" თავკაცი - კარლო ანჩელოტი აღმოჩნდა. ზამთრის პერიოდში, უცაბედად, მის დამოძღვრილ "რეალს" მძიმე კრიზისი დაეწყო. ამასთან დაკავშირებულ კრიტიკას კი ედეგორთან დაკავშირებული შემაწუხებელი შეკითხვები მოსდევდა.

"როგორ მოგწონთ ის? როდის ათამაშებთ? დაეკონტაქტეთ მარტინის თაობაზე ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელს? გახდება მარტინი ახალი რონალდუ?" - საწყალი კარლო, რომელსაც ღრმა კრიზისის დროს ამ ყველაფრის ატანა უწევდა...

საბოლოოდ პაპა კარლოს დამოძღვრილმა "რეალმა" ის ჩემპიონატი ჩააგდო (და მთელი სეზონიც), მაგრამ სამაგიეროდ, იტალიელმა ძირითადი მისია შეასრულა. მამის გასახარად, მარტინი მზის შუქზე გამოიყვანა. თანაც როგორ, ლა ლიგის ბოლო ტურში 16 წლის ედეგორი შეცვლაზე თვით კრიშტიანო რონალდუს ნაცვლად შემოვიდა და მთელი 30 წუთი ირბინა. სხვათა შორის, ნორვეგიელს მას შემდეგ "რეალის" მაისური არც მოურგია.

მოგვიანებით ანჩელოტიმ საკუთარ გამოცემულ წიგნში აღიარა, რომ ედეგორი საერთოდ არაფერში სჭირდებოდა, თუმცა პერესის გადარწმუნება ვერ შეძლო. "იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი ტრანსფერს. ეს იყო მხოლოდ პიარ-სვლა." - წერს ანჩელოტი.

ანჩესთან ერთად, მარტინის გამო კასტილიის იმჟამინდელი მწვრთნელი - ზინედინ ზიდანიც კი ბრაზობდა. ზიზუ შოკირებული იყო იმით, რომ პერესს სურდა მიეცა სტაბილური სათამაშო პრაქტიკა 16 წლის ბავშვისთვის, რომელიც მხოლოდ 62 კილოგრამს იწონიდა. თუმცა ფრანგს უფრო მეტად ანრისხებდა მუშაობის ფორმატი. მთელი კვირა მარტინი დარბოდა და ვარჯიშობდა მთავარ გუნდში, ვარსკვლავებთან ერთად, უიქენდზე კი ჩადიოდა კასტილიაში, იქ "ვარსკვლავობდა" და ითხოვდა დიდ სათამაშო დროს. ზიდანს მარტინის გუნდიდან მოკვეთაც კი მოუწია მისი ამპარტავნების, უდისციპლინობისა და გუნდის ყველა სათამაშო სქემიდან ამოვარდნის გამო. მარტინის ტრანსფერი იმ მომენტში კატასტროფული ჩანდა. თითქოს პერესმა თანხები ჰაერში ისროლა.

ედეგორი მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, როცა ყველამ თავი დაანება. მოძლიერდა, კუნთოვანი მასა მოიმატა, სრულად გაიარა ადაპტაცია კასტილიაში და ამის შემდეგ იჯარით გაუშვეს "ჰერენვენში". ახალგაზრდა შემტევს ჰოლანდიაში იმხელა სათამაშო დრო ჰქონდა, რამდენსაც თვითონ მოისურვებდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისთვის ყველაზე გადამწყვეტი მოგზაურობა იყო "ვიტესში", სადაც მარტინ ედეგორი, როგორც მოთამაშე, გაიხსნა. იქ მარტინი წავიდა, როგორც მორიგი ჩამქრალი ტალანტი, ჩამოწერილი ვუნდერკინდი, გატეხილი, დაბნეული და მოწყენილი. მისი გაგებაც შეიძლება, 15-16 წლისა ითვლებოდა მთავარ ტალანტად პლანეტაზე, თუმცა 18-19 წლისა ძალიან ჩამორჩა მბაპეს, სანჩოს და სხვა თინეიჯერებს.

"ვიტესში" ედეგორის მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმაზე მეტადაც კი იზრუნეს, ვიდრე ფიზიკურ და სათამაშო ფორმაზე. "ვიტესის" მაშინდელი მწვრთნელი - ლეონიდ სლუცკი აცხადებდა: "ეს ინდიგო ბავშვია. მისგან ყველა ელის, რომ აი, ახლა ბურთს აიღებს, გასცდება 10 ადამიანს და გაიტანს გოლს. ასეთი მოლოდინები ახლავს თან მისი კაიერის ყოველ წუთს. მე მას ვაშორებ იმ ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც მას დაეკისრა მაშინ, როცა მიიღო - პლანეტის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდის წოდება."

არნემულმა თერაპიამ აშკარა შედეგი გამოიღო და მარტინმა სერიოზული სეზონი დადო ჰოლანდიაში 9 გოლით და 12 შედეგიანი გადაცემით. ამის შემდეგ კი დაბრუნდა ესპანეთში, 2500 წუთზე მეტი ითამაშა "რეალ სოსიედადის" მაისურით და თასიდან გამოაგდო მადრიდის "რეალი". იმ თამაშში საერთოდაც ანგარიში გახსნა და ყველას დაუმტკიცა, რომ დაბრუნების დრო მოვიდა!

ამ სიტუაციაში კი ასეთი მატება "რეალისთვის" ძალიან სასიკეთო იქნება. პანდემიის გამო მადრიდულ გრანდს ტრანსფერებისთვის ფული ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მარტინის ძირითად გუნდში დაბრუნება ძალიან დიდი ბენეფიტი იქნება.

აქვე, ქვემოთ რამდენიმე მიზეზს შემოგთავაზებთ, თუ რატომ არის "რეალისთვის" მარტინი საჭირო და რაში შეუძლია მას გუნდის დახმარება:

1. "სოსიედადში" სეზონი არათანაბარი აღმოჩნდა: კორონავირუსის პაუზამდე ედეგორი გაცილებით ძლიერი და სასარგებლო იყო. თუმცა ვერც პაუზამ შეუშალა ხელი მარტინს, შესულიყო ლიგის ტოპ-10-ში, ორი მონაცემით: მოსალოდნელი ასისტები და საჯარიმოში პასები. ის მართლაც ფენომენალურია მომენტების შექმნაში.

2. პერსპექტივაში ნორვეგიელს შეუძლია შეცვალოს მოდრიჩი და კარგად ჩაეწეროს - კაზემირო/ვალვერდე/ედეგორის ტრიოში. შეტევითი პოტენციალით მარტინი ხორვატს უკვე მიუახლოვდა. აუცილებელია მისი ჩართულობის გაზრდა და დახვეწა - დაცვაში.

3. და ყველაზე მთავარი - ფული. ედეგორი "რეალს" აწ უკვე 5,5 წელია ეკუთვნის. ამ დროში ნორვეგიელმა ხელი 2 კონტრაქტს მოაწერა. პირველი, როგორც მოგახსენეთ, 2,25 მილიონი ევრო და მეორე, დაახლოებით 3-3,5 მილიონი ევრო წელიწადში. მაშინაც კი, თუ დავამატებთ, ტრანსფერის თანხას (3 მილიონი ევრო) და ყველა სახის გადასახადს, ბონუსს და ანაზღაურებას, საერთო ჯამში ამ მომენტისთვის, პერესს მარტინში გამოსდის დახარჯული არასრული 25 მილიონი ევრო. ამ მომენტისთვის კი "ტრანსფერმარკეტი" ედეგორს უკვე აფასებს 45 მილიონ ევროდ, პანდემიამდე კი მისი ფასი 50 მილიონი იყო.

ახლა კი ვაღიაროთ, რომ მართალია, დონ ფლორენტინოს ბევრი უაზრო ტრანსფერი შეუკერავს, მაგრამ ფაქტია, რომ მარტინი მათ რიცხვში არ შედის. პერესმა მოიგო სისხლიანი ბრძოლა ამ ბავშვისთვის და მის აღზრდაში ფული გონივრულად დააბანდა. ახლა კი მარტინ ედეგორი "რეალის" მაისურით დალეწავს მთელ საფეხბურთო სამყაროს, ან უბრალოდ "რეალს" კარგ ფინანსურ მოგებას მოუტანს.

როგორც ჩანს, პაპა კარლო ამჯერად შეცდა. გარიგება ოდეგორზე იყო არა უბრალოდ პიარ-სვლა, არამედ გონივრული ინვესტიცია, რომელმაც შედეგი უკვე გამოიღო.

დათო
საოცარი სტატიაა. მართლა ძაან მეიმედება ოდეგარდის ძალიან მაგარი ბავშვია!
ზურა
შეცდა თუ არ შეცდა დრო გვიჩვენებს
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
პერესის საიდუმლო იარაღი ? შაქირი+კაშაი+უეფა = ლიგის თასი -ვარი = 0 ;)
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა
"არსენალი" ედეგორს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"რეალი" "არსენალიდან" თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
ედეგორი მინიმუმ დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!