ხუან მარტინ დელ პოტრო 7-9 ივლისს დევისის თასის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებში ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშებს
ამერიკის ღია პირველობის ექს-ჩემპიონი და რეიტინგის ყოფილი მეოთხე ნომერი ხუან მარტინ დელ პოტრო 7-9 ივლისს დევისის თასის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებში ითამაშებს ყაზახეთის წინააღმდეგ. ეს მატჩი ბუენოს აირესში გაიმართება. ინფორმაცია დევისის თასის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მსოფლიოს 22-ე ნომერს დევისის თასზე ორი წელია არ უთამაშია. იმ მატჩში არგენტინამ სტუმრად მეოთხედფინალში წააგო ჩეხეთის ნაკრებთან.

არგენტინა ყოველთვის ითვლება დევისის თასის გათამაშების ფავორიტად, მაგრამ ეს პრიზი არასოდეს მოუგია.

ამასობაში, ქალებს შორის არგენტინის პირველი ნომერი და WTA-ის რეიტინგის ლიდერი წყვილთა თანრიგში ხისელა დულკო აცხადებს, რომ 2011 წლის უიმბლდონზე ტრავმის გამო არ ითამაშებს. დულკომ დაზიანება როლან გაროსზე მიიღო. ფრანგ მარიონ ბარტოლისთან მეოთხე წრის მატჩში არგენტინელმა ბარძაყის ტრავმის გამო თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე.

"სამწუხაროდ, წელს ვერ შევძლებ უიმბდლონზე გამოსვლას, რადგან ჩემი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ხანგრძლივი დრო დამჭირდება სრულად გამოჯანმრთელებისთვის", - დაწერა "ტვიტერის" სოციალურ ქსელში დულკომ.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...