”ყოველთვის მეყვარება „სამი ლომი“, მასში ასპარეზობა კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს”
ინგლისის ნაკრებმა მორიგი შეხვედრა ჩააფლავა - ლონდონში, „უემბლიზე“ ევრო-2012 წლის შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიასთან ფრედ, 2:2 ითამაშა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფაბიო კაპელოს შეგირდები 0:2-ს აგებდნენ და ბოლოს გაათანაბრეს რის ვაი-ვაგლახით ანგარიში. ამ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავდამსხმელ პიტერ კრაუჩს, რომელიც ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძალზე დამწუხრებულია უთამაშებლობით, მაგრამ უფრო გუნდის შედეგით. „დეილი მეილის“ კორესპოდენტმა კრაუჩს ამ თემაზე მიმართა კითხვით: „მართალია, შაბათს ძალზე ცუდი რამ მოხდა, რომელმაც ძალიან დამამწუხრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ნაკრებში ასპარეზობას შევწყვეტ. ევროპის ჩემპიონატსა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, „უემბლიზე“ გოლის გატანა - ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სიამაყეა. მე ყოველთვის მეყვარება „სამი ლომი“, მასში ასპარეზობა კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეგრეა“.

ნოიერის სწორი გადაწყვეტილება

„შალკეს“ აწ უკვე ყოფილმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელმა კიპერმა, ასევე გერმანიის ნაკრების პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მისი ბავარიულ გრანდში გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა. მანუმ „შპორტ ბილდთან“ ასე ისაუბრა: „ვფიქრობ, რომ ახალ კლუბში ადაპტაცია არ გამიჭირდება. ახლა ყველანაირ კონცენტრაციას მოვახდენ ახალ კლუბში თამაშებისთვის. მივიჩნევ, რომ მიუნხენურ გრანდში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება გახლავთ. გერმანიის ნაკრებში ჩემმა თანაგუნდელებმა, რომლებიც რეკორდმაისტერში ასპარეზობენ, მითხრეს, რომ აქ კომფორტულად ვიგრძნობ თავს“.

მესი პელეზე, კრუიფზე და მარადონაზე მაგარია!

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ბოლო ოცი წლის საუკეთესო გუნდია, ხოლო მათი არგენტინელი ვარსვკლავ-ბიჭუნა ლიონელ მესი კი - ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი. „დიახ, ადრე ძალზე დიდი გუნდები და ფეხბურთელები გახლდათ: ბრაზილია და პელე, „აიაქსი“ და კრუიფი, „მილანი“ და საკი, მაგრამ ბოლო ოცი წელიწადის მანძილზე ჩვენ საუკეთესონი ვართ, - ამბობს ფეხბურთელი – მესი კი პელეზე, კრუიფზე და მარადონაზე უკეთესია. შეხედეთ, რამხელა როლს თამაშობს გუნდის წარმატებაში. ეგ რომ არ გყავდეს, შესაძლოა ასე არ ყოფილიყო ეს ყველაფერი“.

გიორგი ფულარიანი

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"