ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „როტორში“ გადასულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჯოვინო ფლამარიონმა ვოლგოგრადული კლუბის საიტს პირველი ინტერვიუ მისცა, რომლის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.

- როგორ შეიტყვე „როტორის“ ინტერესის შესახებ?

- დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ ჩემით „როტორია“ დაინტერესებული. იმ დროს გუნდზე ვიყავი კონცენტრირებული. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ვემზადებოდით. სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ „როტორში“ ტრანსფერი ჩემი კარიერის გაგრძელებისთვის კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ამასთან, ვიდრე გარიგება არ შედგებოდა, მთხოვა ბათუმის „დინამოში“ თამაშზე ვყოფილიყავი მობილიზებული. სწორედ ასე მოვიქეცი, თუმცა უკვე ახალ გუნდში გადასვლას ველოდებოდი.

- ტრანსფერზე გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა?

- -არა, გადაწყვეტილება ორიოდ საათში მივიღე. რუსეთში ძლიერი ჩემპიონატია, ეს მშობლებს ავუხსენი. შემოთავაზება განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ „როტორის“ შემოთავზებას დავთანხმებულიყავი.

- შენ ვოლგოგრადში ორიოდ დღის წინ ჩამოფრინდი. გამომგზავრება რატომ დაგიგვიანდა? ოჯახი გადმოიყვანე?

- ვიზის გაფორმებას დიდხანს ველოდი. ვიზების გაფორმებასთან დაკავშირებით ოჯახსაც პრობლემები შეექმნა და მაშინ ჩამოვლენ, როდესაც კორონავირუსის სიტუაცია ცოტა დაწყნარდება.

- ბოლოს როდის ივარჯიშე?

- ბათუმის „დინამოსთან“ ერთი კვირის წინ.

- უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში თამაშობდი. გასულ სეზონში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გაღიარეს. საქართველოს ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდი?

- საინტერესო ლიგაა, სადაც თავის წარმოჩენა შეგიძლია. ის ფაქტი, რომ „როტორში“ ვარ, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებსაც აკვირდებიან. საქართველოს ჩემპიონატის დონე რუსეთის პრემიერლიგასავით მაღალი არ არის, თუმცა თუ კარგად თამაშობ, ჩემპიონატს მნიშვნელობა არა აქვს, მაინც შეგამჩნევენ.

- რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატების თაობაზე - თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.

- დიახ, სწორედ ასეა. ამითაა ფეხბურთი მშვენიერი. ყოველთვის ის გუნდი არ იმარჯვებს, რომელიც „ქაღალდზე“ უფრო ძლიერია. მოულოდნელობებს მუდამ აქვს ადგილი.

„როტორს“ კორონავირუსის გამო მწყობრში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავს, ბოლო 3 მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, „რუბინთან“ კი 27 სექტემბერს საშინაო შეხვედრის ჩატარების უფლება მისცეს.

Valderrama
ერთი კარგი სიტყვა ვერ გაიმეტა ტიპმა, თანაც იმაზე რაზეც ეკითხებოდნენ: ან ბათუმზე, ან ლოკომოტივზე, ან ჩემპიონატზე..
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"როტორში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფლამარიონმა შეიძლება კარიერა ყაზახეთის ჩემპიონ გუნდში გააგრძელოს
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
როგორ გააგდეს ქართველების "როტორი" - გუნდს ყაზანში მოედანზე გასვლა არ უნდოდა
ფლამარიონი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან
ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
"როტორმა" მახათაძე დაიმატა - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაში არ ისურვა