მადრიდის "რეალმა" ახალი სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც ”შამეფო კლუბი” 2011/12 წლების სეზონის საშინაო მატჩებს ჩაატარებს
მადრიდის "რეალმა" ახალი სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც "სამეფო კლუბი" 2011/12 წლების სეზონის საშინაო მატჩებს ჩაატარებს. დღეიდან, ეს ფორმა გაიყიდება "რეალის" "ადიდასის" ოფიციალურ მაღაზიებში. "ადიდასმა" ახალი ფორმის დეტალების ფერად ოქროსფერი შეარჩია. ამ ფერში იქნება გადაწყვეტილი "რეალის" ლოგო და "ადიდასის" ცნობილი სამი ზოლიც. "ადიდასის" წარმომადგენლებმა ეს იმით ახსნეს, რომ "რეალი" მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ხოლო ოქროსფერი წარმატების სიმბოლოა. ეს პირველი შემთხვევაა "რეალის" ისტორიაში, რომ მათი ფორმის დიზაინში ოქროსფერი გამოჩნდება, ფეხბურთელთა გვარებიც ოქროსფრად იქნება აღნიშნული. კლუბის გერბი ინოვაციური 3დ ფორმით არის წარმოდგენილი.

ჟოზეს ბოსმანის ადვოკატი დაიცავს

უეფა-ს სააპელაციო კომიტეტის წინაშე ჟოზე მოურინიოს ინტერესებს ბელგიელი ადვოკატი ჟან-ლუი დიუპონი დაიცავს. პორტუგალიელ სპეციალისტს გადაწყვეტილი აქვს ევროპული ფეხბურთის ბოსების გადაწყვეტილება, მოურინიო 5 სალიგო მატჩით დასაჯონ, გააპროტესტოს. დიუპონი მადრიდში იმყოფებოდა და "სამეფო კლუბის" ადვოკატებთან მუშაობდა. დიუპონი ის ადვოკატია, რომელიც "ბოსმანის საქმეს" ხელმძღვანელობდა და რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა.

გაკოტრდა, რათა გადარჩეს

ესპანური პრიმერას კლუბმა "რეალ სარაგოსამ" თავი ბანკროტად გამოაცხადა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა არაგონელ გულშემატკივრებს აიმედებს, რომ ეს ყველაფერი კლუბის საკეთილდღეოდ კეთდება. "სარაგოსა" მომავალ სეზონშიც პრიმერადივიზიონში იასპარეზებს. "სარაგოსას" ვალმა 110 მილიონი ევრო შეადგინა, კლუბმა სცადა ამ ვალის ნაწილის კრედიტებით დაფარვა, თუმცა წარუმატებლად. ექსპერტებმა უკვე დადეს კლუბის ფინანსური კატასტროფის დასკვნა - სამი წლის წინ "სარაგოსა" გავარდა პრიმერადივიზიონიდან, ეს ერთ-ერთი მიზეზია გაკოტრების, მეორე კი უმალ პრიმერაში დასაბრუნებლად გაღებული ინვესტიციებია. "სარაგოსას" ესპანეთის თასი 6-ჯერ აქვს მოპოვებული, 1995 წელს არაგონელებმა ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეს.

სხვათა შორის, პრიმერადან გავარდნილმა "ერკულესმაც" გამოაცხადა, რომ ფინანსურად გაკოტრდა. გაკოტრებულის სტატუსი აქვს პრიმერაში დაბრუნებულ "ბეტისსაც".

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა