ლე გუენს "სოშო" თანამშრომლობას სთავაზობს
მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ის სეზონი დასრულდა, ხმები დიდიე დეშამის დარჩენა-არდარჩენაზე არ წყდებოდა. მას პრესა ხან სად “ნიშნავდა”, ხან კიდევ სად. როგორც ჩანს, “მარსელის” ხელმძღვანელობას მობეზრდა ჭორებზე კომენტარის კეთება და საქმეს მსუყე წერტილი დაუსვა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუშინ 42 წლის სპეციალისტმა კლუბთან ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “ველოდრომზე” 2014 წლამდე დარჩება. კლუბის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო, რადგან სადებიუტო სეზონში დიდიემ გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა, ორიოდე კვირის წინ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა, რაც მის სამწვრთნელო ტალანტს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. “ახლა მე უკვე დაწვრილებით ვიცი ჩემი კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და შემიძლია მშვიდად დავიწყო ახალი სეზონისთვის მზადება და ბრძოლისუნარიანი გუნდის მშენებლობა,” – განაცხადა დეშამმა.

“მარსელი” სეზონის დასრულების შემდეგ ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ტაიე ტაივო “მილანში” გადავიდა, ხოლო გაბრიელ ჰაინცემ მხარეთა შეთანხმებით თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახლა მისი მომავალი მისი და მისი აგენტის ხელშია. სამაგიეროდ “ველოდრომზე” განაგრძობს კარიერას “ლორიანის” ყოფილი ნახევარმცველი მორგან ამალფიტანო, ვისთანაც კლუბმა 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ასეთი ფანტასტიკური კლუბის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია. მე ვაგრძელებ სვლას მწვერვალებისკენ და ვიცი, რომ “მარსელი” ამ კიბეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია,” – განაცხადა პრეზენტაციისას ფეხბურთელმა, ვინც ძველი კლუბის შემადგენლობაში ბოლო სეზონში 38-ვე თამაში ძირითადში დაიწყო და 5 გოლის გარდა 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, აქედან 9 გუნდის ბომბარდირ კევინ გამეიროს გადააწოდა.

სეზონი დასრულებული არ იყო, როცა “პარი სენ-ჟერმენმა” დაადასტურა, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებდა. განცხადება განცხადებად და პარიზელებს ჯერ ერთი ახალი ფეხბურთელიც არ გაუფორმებიათ. პსჟ-ს ყატარელი მფლობელები ორი იაპონელი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავენ. ლაპარაკია მოსკოვის ცსკა-ს 24 წლის შემტევ ნახევარმცველ კეისუკე ჰონდასა და დორტმუნდის “ბორუსიის” 22 წლის ვარსკვლავ შინჯი კაგავაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აზიის კონტინენტზე პსჟ-ს თამაშებს ხშირად გადასცემს ყატარული ტელეკომპანია “ალ ჯაზირა”, გათვლა საკმაოდ მარტივი გამოდის. მათ პოპულარული აზიელი ფეხბურთელების ხათრით ტელემაყურებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აქვთ დაგეგმილი. ამ ფაქტზე ხაზგასმა არ ნიშნავს, რომ ჰონდა ან კაგავა თავისი სათამაშო კლასით პარიზული კლუბის ღირსნი არ არიან. მით უფრო კაგავა, ვინც შარშანდელ ბუნდესლიგაში, სანამ ტრავმას არ მიიღებდა, ობიექტურად საუკეთესო იყო. ვერაფერს გეტყვით ცსკა-ზე, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ “ბორუსია” თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას არ დათანხმდება.

დაბოლოს, პოლ ლე გუენი შეიძლება ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზს დაუბრუნდეს. “სოშომ” მას თანამშრომლობა ოფიციალურად შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ლე გუენს საკლუბო დონეზე “რენი”, “ლიონი”, “რეინჯერსი” და პსჟ გაუწვრთნია. ბოლოს ის კამერუნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ნაკრებიდან ის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კამერუნის წარუმატებელი ასპარეზობის გამო წამოვიდა.

გიორგი ბადაგაძე
2011 - 2012 წლის სეზონი საფრანგეთში დაუნდობელი იქნება .... ყველაზე საინტერესო , ემოციური და ყურებადი ligue 1 გველის წინ ]:)
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...