<p>ჰოლანდიური ამბები: შეიძლება ითქვას, რომ “ტვენტეს” მთავარი მწვრთნელი აღარ ჰყავს <br> შეიძლება ითქვას, რომ “ტვენტეს” მთავარი მწვრთნელი აღარ ჰყავს. მიშელ პრუიდომი უახლოეს დღეებში სამუშაოდ საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “ალ შაბაბს” მიაშურებს. როგორც “დე ტელეგრააფი” გვამცნობს, ბელგიელი სპეციალისტის აგენტი არაბებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის ამბავია. “ალ შაბაბი” მწვრთნელს 2-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ პრუიდომს “ტვენტესთან” ხელშეკრულება 2013 წლამდე აკავშირებს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდად ჰოლანდიელები 1,2 მილიონ ევროს ითხოვენ. ზუსტად იმ თანხას, რაც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.</p><p>შეგახსენებთ, რომ “ტვენტემ” პრუიდომის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო, დაიმსახურა ერედივიზიეს ვერცხლის მედლები და გავიდა ევროპის ლიგის 1/4-ფინალში, სადაც “ვილიარეალთან” დამარცხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ტვენტეს” რაღაცნაირად “ტრადიციად დასჩემდა” წარმატებული მწვრთნელების დაკარგვა. 2008 წელს ენსხედელთა გუნდი ფრედ რუტენმა “შალკეზე” გაცვალა, 2010-ში სტივ მაკლარენმა – “ვოლფსბურგზე”, ახლა კი მათ გზას პრუიდომიც დაადგა. პირველმა ორმა ახალ კლუბებში ვერაფერს მიაღწია, რას იზამს ბელგიელი, ამას მომავალი გვიჩვენებს.</p><p>აქვე გეტყვით, რომ მეორე ჰოლანდიური კლუბი “ვიტესი”, ვისი პრეზიდენტიც ქართველი ბიზნესმენი მერაბ ჟორდანიაა და სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია თამაშობს, ახლოსაა კვალიფიციური თავკაცის დანიშვნასთან. goal.com-ის ინფორმაციით, არნემული კლუბი უახლოეს დღეებში წარადგენს ინგლისელ სტივ მაკლარენს. ბოლო სეზონში ამ პოსტზე ესპანელი ალბერტ ფერერი მუშაობდა, თუმცა ძალზე წარუმატებლად, რადგან “ვიტესმა” ბოლო წლებში მისთვის უჩვეულო მე-15 ადგილი დაიკავა.</p>
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა