ინტერვიუ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწესთან, დავით უსტიაშვილთან
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ჯერ არ დასახელებულა. ეს მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის პრეროგატივაა, თუმცა იგი შემადგენლობის შერჩევისას თანაშემწის, დავით უსტიაშვილის შეხედულებებსაც ითვალისწინებს.

ეს სპეციალისტი ეროვნული ნაკრების პარალელურად ახალგაზრდულში მუშაობს, დღეიდან 20-წლამდელებს "დინამოს" დიღმის ბაზაზე შეკრებს და B დივიზიონის მატჩებისთვის მოამზადებს.

- 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე 19 კალათბურთელი გამოვიძახე. ერთადერთი, ვისი დამატებაც გვინდოდა და ვერ მოხერხდა, ლევან ელიაძეა, რომელმაც მუხლზე ოპერაცია ერთი თვის წინ გაიკეთა და ამჟამად მკურნალობს.

- პირველ დღეს ცხრამეტივე კალათბურთელს ვერ შეკრებთ...

- მხოლოდ გივი ბაქრაძე დაგვაკლდება. იგი "არმიასთან" ერთად თურქულ შეკრებაზეა და 17 ივნისს შემოგვიერთდება. ოფიციალური მატჩები 14 ივლისს იწყება, ამიტომ გივის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად სათანადოდ მოსამზადებლად დრო ექნება.

- მოსამზადებელი გეგმაც გაგვაცანით...

- 10 ივნისიდან ვარჯიშს დიღმის ბაზაზე შევუდგებით. 18-დან კი გუნდი შეკრებაზე გადავა - ბაზაზე იცხოვრებს.

- საკონტროლო მატჩები არ იგეგმება?

- 1-3 ივლისს ჰოლანდიაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრების ორგანიზატორებისგან მოწვევა უკვე მივიღეთ. მასში ჩვენს გარდა ჰოლანდიის 20-წლამდელთა, 23-წლამდელთა და ავსტრიის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ჰოლანდიიდან ჩამოსვლის შემდეგ ვარჯიშს თბილისში განვაგრძობთ, ხოლო 13 ივლისის დილას ოფიციალური მატჩებისთვის ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გავფრინდებით.

- მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- ისევე როგორც ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების, მეტოქეების შემადგენლობებიც ყოველწლიურად იცვლება. ამიტომ, შარშანდელი შედეგების მიხედვით მსჯელობა ძნელია. პოლონეთს, როგორც ყოველთვის ძლიერი გუნდი ეყოლება. ახალგაზრდულ ასაკში პოლონელები ყოველთვის ფავორიტთა შორის არიან და მინიმუმ ნახევარფინალამდე აღწევენ. ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი მაკედონია უნდა იყოს. არც შვეიცარიელებს, რუმინელებსა და ესტონელებს ეყოლებათ ხელწამოსაკრავი გუნდები. საქმე ხომ 20 წლამდელებთან გვაქვს - ამ ასაკში ფიზიკურად ყველა ღონიერია.

- ჯგუფური ტურნირის ჩატარება შეუსვენებლად გიწევთ...

- ყოველდღე თამაში რთული იქნება. დიდ ენერგიასაც წაგვართმევს, მაგრამ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

- მიზნებზე რას გვეტყვით?

- პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან 2-2 გუნდი ითამაშებს. მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა გველის.

- B დივიზიონის შეხვედრათა დასრულების შემდეგ თქვენ და თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს შეუერთდებით. კიდევ ვინმე ხომ არ გადავა ახალგაზრდულიდან პირველ ნაკრებში?

- შენგელია ეროვნული გუნდის წევრია. 20-წლამდელთა ნაკრებში კიდევ არაერთი ნიჭიერი მოთამაშეა, რომლებიც წლეულს თუ არა, სამომავლოდ აუცილებლად მოხვდებიან არა მხოლოდ კანდიდატთა სიაში, არამედ ეროვნულის წევრებიც გახდებიან. ახალგაზრდულში თამაშით ისინი დიდ გამოცდილებას იღებენ, რაც სამომავლოდ ძალიან წაადგებათ.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას იგორ კოკოშკოვი თქვენთან შეთანხმებით დაასახელებს. როდის გამოაცხადებთ კანდიდატთა სიას?

- მალე. იგორ კოკოშკოვს საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფების ვიდეოჩანაწერები გავუგზავნეთ და იგი გაფართოებული შეკრებისთვის შემადგენლობას არჩევს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 24 ივლისს ავსტრიაში 18 კალათბურთელი გაფრინდება.

- ცნობილია ისიც, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან 12 კალათბურთელი წლეულსაც გამოძახებულია...

- ასეა. მათ დაემატება ვლადიმერ ბოისა და კიდევ 5 მოთამაშე.

- მათ შორის ტორინ გრინიც იქნება?

- გრინი მწყობრშია და ვარჯიშს უკვე შეუდგა. მას ფეხის თითის ძვალი ჰქონია გაბზარული, ექიმები კი რთულ ტრავმას ვარაუდობდნენ. იგი აუცილებლად დაგვეხმარება.

- საქართველოს ნაკრების წევრები 24 ივლისამდე აპირებენ შეკრებას.

- ვინც თბილისში იქნება 1 ივლისიდან ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძესთან ერთად შეუდგება ვარჯიშს, რათა ოფიციალურ შეკრებას მწყობრში შეხვდეს. ვინც ივლისის დასაწყისს საქართველოში არ შეხვდება, მოსამზადებელი გეგმები დაეგზავნებათ.

shoda
სტატია არ წამიკითხავს, მხოლოდ ამ სტატიის უგნურ სათაურს ვეხმიანები. გრინმა როგორ შეიძლება შე უტვინო იქართველოს, მას შეუძლია მხოლოდ დიდი გასამჯელოს ფასათ ჩვენს ნაკრებში ითამაშოს!!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე