19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გუშინ, 27 სექტემბერს, ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი მოუგროვდა (5 მატჩში!!!).

sportall.ge საფრანგეთში გიორგის ოჯახს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვაზე გიორგის კომენტარიც მოვიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი 19 წლის ბიჭი კარგად საუბრობს ქართულად და ისტორიული სამშობლოსაგან კულტურულად მოწყვეტილი არაა, პირიქით.

"მე გიორგი მიქაუტაძე ვარ. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ ლიონში. საფრანგეთის მოქალაქე ვარ. ოჯახში მე, მშობლები, უფროსი და და უმცროსი ძმა ვართ. 7 წლამდე კლუბ "გერლანში" ვთამაშობდი.

8 წლის ვიყავი, როცა "ლიონში" 1-კვირიან სტაჟირებაზე მიმიწვიეს, თუმცა დადებითი პასუხი ორ დღეში მივიღე და 7 წელი "ლიონის ოლიმპიკში" ვთამაშობდი. ამის შემდეგ "სენტ პრისტში" გადავედი და 17 წლამდე ამ გუნდის წევრი ვიყავი.

2017 წელს, 17 წლის ასაკში "მეცთან" 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელიც 1 წლით გაგრძელდა, ხოლო 2019 წლის ბოლოს კლუბთან 3-წლიანი პროფესიონალური ხელშეკრულება გავაფორმე, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებამდე საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს და იმედი მაქვს, კიდევ მიხმობენ.

შარშან ლიგა 1-ში დებიუტი "ნიცასთან" თამაშში მქონდა, 8 წუთი ვითამაშე. ხოლო "რენის", "მარსელისა" და საფრანგეთის თასზე "დიჟონის" წინააღმდეგ სათადარიგოთა შორის ვიყავი.

საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, დიდი სანათესაო მყავს. უბრალოდ, ბოლო წლებში ვეღარ ვახერხებდი. ამა წლის ზაფხულს მქონდა დაგეგმილი ოჯახთან ერთად ჩამოსვლა, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაგვედო...

ძალიან მაგარი გრძნობაა საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხვდები, ოცნება აგისრულდა; მერე პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერე ხელი და თან დებიუტი "ნიცასთან" მქონდა.

კლუბმა ბელგიაში 1 წლით გამანათხოვრა, თუმცა შესაძლოა, "მეცში" უფრო ადრეც დავბრუნდე. ძირითადში თამაშის შესაძლებლობა მექნება თუ არა, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჯერ კონკრეტული არაფერია. ჯერ კარიერის საწყის ეტაპზე ვარ, ყველაფერი წინ მაქვს და თან, არავითარი შემოთავაზება არ მქონია.

არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, ამიტომაც მოვლენების გასწრება არ მსურს.

ქართველ ფეხბურთელებს პირადად არ ვიცნობ. მეგონა, "გენტთან" თამაშისას გიორგი ჩაკვეტაძეს გავიცნობდი, თუმცა, სამწუხაროდ, იმ მატჩში არ უთამაშია.

ვთვლი, რომ ყველა პროფესიონალი ფეხბურთელის უკან დიდი შრომა დევს, სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ გიორგის, არამედ ყველა ქართველ ფეხბურთელს საქართველოსა და ევროპაში წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისათვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვამაყობ, რომ მთელი ჩემი ნათესაობა, ახლობლები და საქართველო გვერდით მიდგას."

გიზოგ
ხვიჩა ბატონო, რა გნებავთ ბრძანოთ ამით, რომ საქრთველოში რაკი სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და ვერ ვპატრონობთ ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძირითადად კი ქართული მენტალიტეტის გამო, ამიტომ მის გარეთ გამოჩენილ ნიჭიერებსაც არ უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ხვიჩა
ეს ახალგაზრდა კაცი ჯერ თამაშობს ბელგიის არა უმაღლეს ლიგაში არამედ პირველ ლიგაში, აბსოლუტურად არაფერი არ დაუმტკიცებია მას ისეთი, რომ ნაკრებში ითამაშოს ან საერთოდ უნდა რო ითამაშოს საქართველოს ნაკრებში? ასეთი ახალგაზრდები კი არა გაცილებით უფრო ნიჭიერები იზრდებიან საქართველოში ოღონდ ხელშეწყობა არაა აქვთ და ვერ იზრდებიან როგორც პროფისიონალი ფეხბურთელები.
butxa
კაცი ყოფილხარ კაცური,შენ თითოეულ სიტყვაში დევს საქართველოს სიყვარული,და ვიცი წამითაც არ დაფიქრდები საქართველოს მაისურით გასვლას მოედანზე იქით ფრანგები რო გეძახდნენ,მე ეს შენ სიტყვებში დავინახე,წარმატებები და გააგრძელე შრომა აუცილებლად დაგიფასდება
Vasili
იმედია ქართულად კითხვა იცის ან ვინმე წაუკითავს,/ წარმატებებს ვუსურვებ, და მართლა მაგარი ბიჭია, მაგარამ მე მინდა რო საქართველოს ნაკრებში თამაში არჩიოს და საფრანგეთის ნაკრებზე უარი თქვას, (თუ გამოიძახებენ) იმიტომ რომ ქართველიაა და არა ფრანგი!!! / ჩვენ ქართველები უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ ვცხოვრობთ და ერთადერთი რაც ყველაზე მაგარი შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რო ჩვენი ისტორიული სამშობლო არ დავივიწყოთ!!! ენა , მამული, სარწმუნოება! / ისე კი საფრანგეთის ჭ კლასის ჩემპიონატი კი არა, არამედ გისურვებდი რომ ტოპ კლასის ჩემპიონატებში გეთამაშოს და იქაც გრანდებში! ქართველებზე მეტად არავის გაუხარდება შენი წარმატება!!!
KA
ხვიჩა კარგი ქენი ინტერვიუ რომ ჩაწერე ამასთან ახლა მარადიშვილი იქნებ ჩაწერო მამამისი ფბზეა ვკ.ქომზეც არიან ნუ რამენაირად შეილება გასვლა კონტაქტზე ცსკას ძირითადი სახუმარო არაა
ქობულეთიდან
ამ კაცის ხელიდან გაშვება არამც და არამც არ შეიძლება და დარწმუნებული ვარ, რომ ფედერაციაში უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. წარმატებები...
გიზოგ
დიდ წარმატებებს ვუსურვებ გიორგის იგივე ჟორჟს. მიხარია, რომ სამშობლო, სადაც არ დაბადებულა ასე თბილად მოიხსენია. ასე თბილად ლაპარაკობს ნათესავებზე.
tngh
იმედია, საქართველოდან დროულად მიაქცევენ ყურადღებას გიორგი მიქაუტაძეს... უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია!!! ჩვენ არ გვყვავს დასაკარგი ქართველები!!!
ყოჩაღ კარგი ბიჭი ჩანს
ყოჩაღ ამის ოჯახს რომ ასეთ ქართველად აღზარდეს. "ატკაზზე" რომ არ გავიდა საქართველში თამაშზე და თან ქართულადაც საუბრობს მაგაში ბევრი რამ იგრძნობა. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებში თამაშს, არ მგონია ეგ პრობლემა იყოს, ასაკობრივში საფრანგეთში ითამაშოს, აიწყოს კარიერა, დაკვიდრდეს იქ, ხოლო შემდეგ ეროვნულში საქართველოში. მთავარია საფრანგეთის ეროვნულში არ ჰქონდეს ნათამაშები, თუმცა წელს მგონი ეგ წესიც შეცვალა ფიფამ და ფეხბურთელებს უკვე მარტივად შეუძლიათ ეროვნული ნაკრების გამოცვლა. მგონი არ იქნება ეს ბიჭი უარზე
დათო
ძალიან მაგარი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ! საქართველოდან არავინ შემხმიანებიაო?! რას აკეთებს ფედერაცია?! პ.ს. ამ ბიჭთან დაკავშირებით ზოგი წერდა კომენტარში, საფრანგეთის მოქალაქეობის დაკარგვა და ლეგიონერის სტატუსი არ უღირსო. ცნობისთვის, ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია როგორც ჩვენი, ისე ფრანგული კანონმდებლობით. ასე რომ ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ შეექმნება!
status quo
არ ჰგავს სპარტაკის ჯიქიას?
gio gio
რას შვება ფედერაცია.სასწრაფოდ მიეცით ამ ბავშს მოქალაქრობა და ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა,სად გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი
ბაჩი
ფედერაცია რას აკეთებს,ან ჟურნალისტები რატომ არ უსვამთ კითხვებს ფედერაციას ამ საკითხთან დაკავშირებით?თუ არ შედის თქვენს მოვალეობაში ეს მაშინ ნურც მიქაუტაძეზე სტატიებს ნუ დებთ აქ!!!
ddgfdf
აზრი არ აქვს, მასეთს ყურადღებაც არ უნდა მიაქციო. წესით თავს უნდა იკლავდეს და თუ გაქაჩა ჩვენთან თამაშზე ოცნებობდეს.
smrzy))
მოკლედ, თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არაოოო...
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი და გატანილი პენალტი - "ვილიარეალმა" "კომო" დაამარცხა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
[VIDEO] გოლის გატანა მისი ხელობაა - მიქაუტაძემ პსვ-ს დაცვა და მეკარე გააბითურა