ახლა ალბათ, ბევრი დამიწერთ პატრიკ ბევერლიზე, მაგრამ გჯერათ მისი გათამაშების? მოთამაშე, რომელსაც გადაცემაზე მეტი ჯარიმა აქვს ყოველთვის. მისი საბრძოლო ჟინი უფრო დიდია, ვიდრე მისი შეტევის პოტენციალი. შესაძლოა, შემედაოთ გუნდი მას, როგორც შემტევს არ იყენებსო, მაგრამ სერიაში 18 გადაცემა და 20 ჯარიმა ჰქონდა. შედეგიანობაზე საუბარი ხომ აღარაა. და რატომ ვწერ ამას? როდესაც გუნდი გაექცეოდა მეტოქეს 10-15 ქულით, "კლიპერსს" არ ჰყავდა ბურთის გამნაწილებელი, რომელიც ტემპს დაუგდებდა მეტოქეს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ინდივიდუალურად ძლიერი დამცველი მარტივად ვერ ჯდება გუნდის დაცვით სისტემაში.

ვიდრე სეზონი დაიწყებოდა, იყო მოსაზრებები, რომ "კლიპერსს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი გუნდი ეყოლებოდა, ასევე ისმებოდა კითხვა, რომელიც ინგლისურად უფრო მაგრად ჟღერს - “Who is going to score on the Clippers “?, მაგრამ დავინახეთ "დალასმა" და "დენვერმა" თითოეულ თამაშში რამდენი ქულა ჩაუგდეს (არ ვთვლით რეგულარულს, რადგან იქ ნამდვილი დაცვა არ მიდის). ზოგადად, როდესაც გუნდში გყავს რამდენიმე ელიტარული დამცველი, თუნდაც საშუალოზე მაღალი დონის, მათ სჭირდებათ შეთამაშება, რომელსაც სპეციალური ტაქტიკები სჭირდება. ნაკლები იყო კომუნიკაცია დაცვაში. დამეთანხმებით მხოლოდ შეტევაში არ არსებობს გეგმები და ტაქტიკები, თუ არ ფიქრობთ ასე უყურეთ სპორლსტრას "მაიამმა" როგორ დაკეტა ანტეტოკუმპო და უშანსოდ მოუგო. აქ? აქ ვერაფერი განსაკუთრებული. ისინი თამაშობდნენ რიგ მომენტებში იმ დაცვას, რაც მათ რეალურად შეეფეეებოდათ, მაგრამ ეს დაცვა იყო ინდივიდუალური. 5. კავაის დასვენება რეგულარულის მატჩებში გასულ სეზონში, სადაც კავაიმ და კანადელებმა იზეიმეს გუნდის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა, კავაი თამაშობდა სრული დატვირთვით. პლეი-ოფამდე კი ამ დატვირთვამ გამოიწვია მათი შეთამაშება და საბოლოოდ რა მივიღეთ? ძალიან შედეგიანი სამეული. აქ ეს შეთამაშება ვერ მოხერხდა და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დასჭირდათ კავაი - 44 წუთში ჰქონდა 14 ქულა საშინელი პროცენტით ( 6/22 ).

ძალიან კარგი პლეი-ოფი დადო რეალურად ლეონარდმა, მაგრამ ის სიტყვები, რითაც ის შეამკეს გასული სეზონის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გადაჭარბებულია. ისევ არ დამეთანხმებით უმეტესობა, მაგრამ ნამდვილად ზედმეტია კავაისა და ლებრონის პლეიოფ რეჟიმენის შედარება. რატომ? კავაი, როდესაც მოვიდა ლიგაში, პირდაპირ მოხვდა დინასტიაში - გრეგ პოპოვიჩისა და ლეგენდების "სან ანტონიოში". როდესაც გახდნენ ჩემპიონები ფინალების MVP მან აიღო, მაგრამ ამის რეალური მიზეზი ის იყო, რომ იჭერდა ლებრონს (როგორც იგუადალას ფინალების MVP-ის ჯილდო მას შემდეგ, რაც კლივლენდი დაამარცხეს და მოიპოვეს ჩემპიონობა, ხოლო წინა სეზონში იყო გამართლება "გოლდენთან", რადგან რომ არა დურანტის ტრამვა, არავინ იცის რეალურად შესწევდა თუ არა ძალა "ტორონტოს" მათი დამატცხებისა. კავაის პლეი-ოფი შესანიშნავია, მაგრამ ვფიქრობ, გადამეტებულია წარმოდგენები!

6. ცალი თვალი "ლეიკერსისკენ" როდესაც "ლეიკერსის" მხრიდან გაჟონა ჭორმა, რომ შესახლო იყო დაემატებინათ რიჯი ჯექსონი, "კლიპერსმა" მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაიმატა, რომ "ყვითლების" რიგებში არ გადასულიყო, მაგრამ რეალურად ის არ სჭირდებოდათ. მათ უნდა გაეთვალათ, რომ ნიკოლა იოკიჩი-რუდი გობერის დამჭერი ცენტრი არ ჰყავდათ, ზუბაჩი იოკიჩს 1 თამაშშიც კი ვერ გააჩერებს ვერასდროს და აქ თუ გინდათ მიკერძოება მიმაწერეთ. ეს სიმართლეა! მოკლედ, რომ ვთქვათ: "კლიპერსი" იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, სადაც ასეთმა გუნდმა 3-1 იდან გაანიავა უპირატესობა და გამოეთიშა ტურნირს. ვფიქრობ, ამ გუნდიდან დოკ რივერსს გაუშვებენ და წავა გუნდის ბირთვის ცვლა, რადგან პოლ ჯორჯში იმდენი გაიღეს, გუნდს ფაქტობრუვად მომავალი აღარ აქვს და წელსაც ვერაფერი შეძლეს. რა თქმა უნდა, ახლა დარწმუნდა ყველა, რომ ტრეიდით "ოკლაჰომამ" მოიგო.

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა