დღეს, საქართველოს ნაკრები ბუქარესტში IRB-ს ერთა თასზე პირველ მატჩს სამხრეთ აფრიკის "კინგზთან" გამართავს
დღეს, 10 ივნისს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამხრეთ აფრიკის "კინგზი" იქნება, რომელიც ამ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების ნაკრებია.

ჩვენი გუნდის შოტლანდიელმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა სამატჩო განაცხადში ოთხი დებიუტანტი შეიყვანა. მათგან ორი შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე და მესამეხაზელი გივი ბერიშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ. ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე და შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი სათადარიგოთა შორის იქნებიან.

საქართველოს ნაკრებს ვეტერანი ილია ზედგინიძე უკაპიტნებს, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი, შუამარბი ირაკლი გიორგაძე, პირველხაზელები გოდერძი შველიძე და აქვსენტი გიორგაძე, რომლებმაც ევროპის ერთა თასის გათამაშების მატჩები სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვეს.

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ბესიკ ხამაშურიძე, 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე. 1.გოდერძი შველიძე, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. ვასილ კაკოვინი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. სანდრო თოდუა, 22. ბექა ურჯუკაშვილი

IRB-ს ერთა თასი

10 ივნისი

რუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A-პორტუგალია

15 ივნისი

საქართველო-არგენტინა A, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია

19 ივნისი

პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა.

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა