8 ოქტომბერს თბილისში, "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, რომელზეც მაყურებლებს არ დაუშვებენ და მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს.

თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ 24 სექტემბერს ბუდაპეშტში უეფას სუპერთასის წარმატებულად ჩატარების შემდეგ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბებისა და ნაკრების მატჩებზე სტადიონის ტევადობის 30% მაყურებელს დართონ დასწრების უფლება, ოღონდ ეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, - იტყობინება უეფას პრესსამსახური.

ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პატივს სცემს გულშემატკივართა ჯანმრთელობასა და ყველა ქვეყნის კანონებს. კორონავირუსი ყველას საერთო მტერია, მაგრამ ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა და პრობლემები გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მაყურებელთა სტადიონებზე დასწრების საკითხში გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს, ვიდრე ადრე იყო".

საქართველოს ნაკრებისთვის ბელარუსთან მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, გულშემატკივართა მხარდაჭერა აუცილებელია და იმედია, საქართველოს ხელისუფლება საჭირო და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მირო
ვისაც გონია, ბილეთების გაყიდვა, ან მაყურებლის მხრიდან წესების დაცვა რაიმე სირთულეს წარმოადგენს, ძალიან ცდება. ძალიან მარტივია ბილეთების დაბეჭდვაც(სულ 2-3 საათია საჭირო), სტადიონზე შეშვება შედარებით ადრე დაიწყება და არავითარი ექსცესი არ არის მოსალოდნელი.
სოსო
რეალურად არა მგონია შემსვლელი ბილეთების შერჩევა ძალიან ძნელი იყოს.შედის ყოველი მესამე ნომერი.ყოველ მწკრივში N 1,4,7,10....,ტრიბუნებზე, რიგში რამდენი სკამია?შემმოწმებელს ნომრების შაბლონი მიეცემათ და მის მიხედვით შეუშვებენ.შესაძლოა შეუშვანN3,6,9...და ასე შემდეგ,ნომრები,რომელთა ნომერიც,სამზე იყოფა.ერთი ორი კაცი რომც შეეპაროთ,ბევრი არაფერი დაშავდება,რადგან ყველას პირბადე ეკეთებათ და თან შემდეგ,ტრიბუნებზე შეპარული კაცი,ძალიან ადვილად გამოჩნდება და სტადიონიდან გაიყვანენ.რიცხვის სამზე გაყოფის ნიშანი ის არის,რომ რიცხვის ციფრთა ჯამი თუ სამზე იყოფა,რიცხვიც იყოფა სამზე და მათემატიკაში ყველაზე წყალწაღებული კონტრილიორიც კი,შესძლებს ზეპირადამის გაკეთებას.მთავარია ეს წესი აუხსნან.თან აქაც შესაძლებელი იქნება შაბლონის გამოყენება.
საქართველო
ფანდურს სამი სიმი აქვს როგორც ვიცი და შენ ხარ ფანდური ოღონდ სიმების გარეშე
დათო
რასაც ქვემოთ ვწერდი!!! ახლა დაიდო ოფიციალურად!!! მთავარია ახალი დაბეჭდონ და გაყიდონ!!! ექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ. ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთ. რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.
დათო
ახალი ბილეთები უნდა დაიბეჭდოს და გიყიდოს!!! მე ეს ვიგულისხმე მეგობარო!!! თორემ ყველა, რომ გაყიდულია და ხალხი ელოდება ამ ზეიმს ეს ცნობილია!!! ამორჩევას ხომ არ დაიწყებენ, არჩევანი არადანის ვარიანტში???!!! სხვა გზა არ არის, ერთი კვირა დარჩა თააშამდე!!! ახლის დაბეჭდვა თუ მოესწრება ესეც საკითხავია!!!
დათო
ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან!!!
დათოს
ყველა ბილეთი გაყიდულია უკვე ჯიგარო კარგა ხანია)))
დათო
სოსო დიდი მოკითხვა!!! გეთანხმები , ძალიან კარგი აზრია!!! მაგრამ ამის ორგანიზაციას ამ სიტუაციაში, როდესაც დღეებია დარჩენილი მატჩამდე , ვინ შეძლებს???!!! მოესწრება???!!! მინიმუმ ,ინფირმაციას ვერ მიაწვდიან ბილეთების მფლობელებს!!!
სოსო-ს
მეც მასე ვფიქრობ ჯიგარო.
რომა
რა მკითხაობა ამას უნდა ეხლა? თუ 20 ათასი დაუშვეს საიტზე დადებენ ვითომ 20 ათას ბილეთს სინამდვილეში შეიძლება 10 იყოს და დამარჩენ ათი ათას თავისი ხალხი გადააინაწილებს და დაჯდებიან იქ მუნჯებივით აბა რო იყვირონ და უგულშემატკივრონ რა პონტია ქაჯები ხოარ არიან ტაკოე წბილისელები არიან იმენა ვეიკელები.. გადაიღებენ სელფებს რო აი დავესწარით თამაშსო ბოლოს კი იკითხავენ ჩვენები რომლები არიანო რო თქვან თეთრები იმენა ძააააან დონე გუნდი იყოვო :D
ლშ
შარშანდელი არაშარშანწინდელი , ამ წლის 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო. მთლიანი სტადიონის 90 პროცენტი გაიყიდა 2 დღეში და 30 პროცენტი ალბათ საათებში გაიყიდება
დათო
გაიყიდება ბილეთების მთლიანი რაოდენობის 30% და ვინც იყიდის ის დაესწრება!!!
სოსო
ბილეთის ნუმერაციის მიხედვით,უნდა მიეცეს უფლება.ყოველი მესამე ბილეთი დაესწრება თამაშს,სხვებს კი,ფასი დაუბრუნდებათ.სხვანაირად განაწილება,სამართლიანი არ იქნება.
zura
ამას რათ უნდა დიდი ფიქრი? დაბრუნდება შარშანდელი ბილეთები და დაიბეჭდება ახალი,სტადიონზე მაყურებლების ტევადობის 30%,რომელიც გაიყიდება 2-3 დღეში,შეიძლება არც დაჭირდეს ეს დრო.
საქართველოსთვის!
როგორ უნდა შეარჩიონ მაყურებლები?!.
giorgi
დავუშვათ დართეს ნება. ეს 30% როგორ უნდა გადანაწილდეს ვინ დაესწრება? ტუ მარტო მაღალ ჩინოსნრბმა უნდა დაესწრონ :)
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა