საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პლე-ოფის ნახევარფინალისათვის სამზადისს შეუდგა ბელარუსის ეროვნული გუნდი. მომავალ შეხვედრას საინტერესო წერილი "БЕЛАРУСЬ СЕГОДНЯ"-მ მიუძღვნა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული, სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"არც ბელარუსი და არც საქართველო ტოპ-ტურნირების ფინალურ სტადიაზე არ გასულან. ამაზე ორივე ქვეყანაში სწუხან, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ამაზე თბილისსა და ქუთაისში უფრო დარდობენ, ვიდრე მინსკსა და გომელში. ქართველების სასარგებლოდ უბრალოდ მათი შედევრული ისტორია ყვირის - ყიფიანით და შენგელიათი, თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებით, მახარაძის ხმით, სოტკილავას დაუვიწყარი არიით და დარასელიას დაუსრულებელი "სიმღერით". და ასეთი ისტორიის ქართველები ერთხელ მაინც როგორ ვერ მოხვდნენ ევროზე? როგორ ვერ გამოიყენეს ისეთი ავტორიტეტული მწვრთნელების ხელმძღვანელობით, როგორებიც ექტორ კუპერი, ალენ ჟირესი და კლაუს ტოპმიულერი არიან, კავკასიური ფინტების მთელი არსენალი? თბილისური მატჩის წინ ჟურნალისტები ამის თაობაზე აუცილებლად ჰკითხავენ ვლადიმირ ვაისს, ადამიანს, ვინაც სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და იქ თვით იტალიელებს სძლია.

ახლა თბილისში გუნდი მიხაილ მარხელს მიჰყავს, მას გეორგი კონდრატიევი ეხმარება, მაგრამ თუ მე მკითხავთ, აქედან რა გამოდნება, მაშინ მე გიპასუხებთ - "არ ვიცი".

ფეხბურთელთა კლუბების დასახელებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქართველებს შემადგენლობა უფრო ძლიერი ჰყავთ. სამაგიეროდ ჩვენთან რგოლები უფრო შეთამაშებულია. გამოცდილებაც (და სამწუხაროდ, ასაკიც) ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. პანდემიურ ეპოქაში კი თამაში მაყურებლების გარეშე მოგვიწევს, რაც კავკასიელებს ერთ-ერთი მძლავრი კოზირის გარეშე დატოვებს.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ქართველები ფავორიტები არიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ჯაბანნი. და ყველას შესანიშნავად ესმის, სხვა მატჩი არ იქნება. დაე არც ერთი ფეხბურთელი ავად არ გახდეს, ხოლო ჩვენ ვუქომაგებთ!".

krazana
ერთ-ერთი კარგი სტატია რაც კი წამიკითხავს საზღვარგარეთული გამოცემის მიერ დაწერილი ჩვენს ნაკრებზე თუ ფეხბურთზე
გუჯი
კარგი “
ბასკი
შოთაც მიყვარს, ქეცბაც და იაშკაც, მაგრამ დღეს ნაკრების ბიჭები უფრო გულით, სისხლით და მონდომებით თამაშობენ, უფრო ტკივათ და განიცდიან, ჰიმნი უყვართ და ნაკრებში უხარიათ! ამიტომ მე მჯერა! ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
ემიგრანტი ქაქუცა
70-80 წლებში საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი,ბარე ბევრს გავუმწარებდით ყოფას...არა უშავს,ჩვენი სამშობლო კიდევ გაბრწყინდება ღრუსების და მათი "უკანალისმლოკველების" ჯინაზე.
მიროსან
და რას იძახი, რო ახლანდელი ფეხბურთელები ჯობია მაშინდელს? თუ რაის იმედი არ ჰქონდეთ?
იაგო
პირველი გოლი თუ მალე გავიტანეთ მერე ვეღარ დათვლის ბელორუსის მეკარე გაშვწბულ გოლებს
მახოს
ლენინ-სტალინის მადლი გფარავდეს. ჩაქუჩ-ნამგლის ძალა კომუნისტური იდეალების გულმხურვალე დამცველს და ჭეშმარიტად, თქვენ დაიმსახურეთ ადგილი ლენინგრადის (ასე უღმერთოდ რომ შეუცვალეს სახელი სანკტ პეტერბურგზე) კუნტსკამერაში ...:)
რატი
იმენა გაუნათლებელი ოროსანი ხარ მახო ჯან. ერევნიდან ხოარხარ შემთხვევით
ლელა
1:1-ს ვხედავ ძირითად დროს. პენალტების სერია არ იქნება!
მეგრელი
ეჰჰჰ, ეგ მეც ვიცი მაგრამ მე თუ მოვესწრები მაგას ვდარდობ )
maxo
ყიფიანის დრო კარგი იყო მაშინ საბჭოთა საქართველო იყო,ახლა არის დემოკრატიული საქართველო, აქ დიდი განსხვავებაა ამიტომ დიდი იმედი ნუ გექნებათ,სამწუხაროდ.
საქართველოსთვის!
ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე აი ნახავთ!!!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]