მაკლარენი ჰოლანდიაში იყო ჩასული, სადაც ჟორდანიასა და ”ვიტესის" სხვა ხელმძღვანელებს თანამშრომლობის დეტალებზე ესაუბრა
ბრიტანული პრესის ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ არნემის ”ვიტესი" სტივ მაკლარენმა ჩაიბაროს. როგორც ამბობენ, ჰოლანდიური კლუბის ქართველ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას ინგლისელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაფორმება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და საამისო სახსრებიც გააჩნია.

მედია იმასაც იტყობინება, რომ მაკლარენი რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიაში იყო ჩასული, სადაც ჟორდანიასა და ”ვიტესის" სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, მაკლარენი ცნობილი ”მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობისას გახდა, რასაც ”მიდლსბროში" წარმატებული საქმიანობა მოჰყვა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა კი მაკლარენმა კრახით დაასრულა - გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანა. ბოლოს იგი გერმანულ ”ვოლფსბურგში" მუშაობდა, ჰოლანდიასთან კი სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს - შარშან ”ტვენტე" გააჩემპიონა.

”ვიტესის" მთავარი მწვრთნელის პოსტი კი ჯერ ვაკანტური არ არის, თუმცა გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე საეჭვოა, ესპანელმა ალბერტ ფერერმა თანამდებობა შეინარჩუნოს.

სულ რამდენიმე დღეც და გავიგებთ, გაწვრთნის თუ არა მაკლარენი გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"